უკრაინა: სოლედარში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა ამბობს, რომ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა სოლედარში.

უწყების ცნობით, უკრაინის ძალებმა გამოიყენეს არტილერია და ტაქტიკური სარაკეტო სისტემა "Точка-У" მტრების ლიკვიდაციის მიზნით.

"ასზე მეტი რუსი მაშინვე ჯოჯოხეთში წავიდა სოლედარის რეგიონში. ეს მოხდა სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცების, მსროლელებისა და რაკეტების კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით", - აღნიშნავს უწყება.