რუსულმა სასამართლომ 24 წლის კაპრალ მარსელ კანდაროვს, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში ომზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
BBC წერს, რომ დასკვნის თანახმად, ჯარისკაცს ბრალი ედება მობილიზაციის პერიოდში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში.
ამასთან, როგორც ცნობილია, განაჩენი 5-წლიან პატიმრობაზე ადვოკატმა გაასაჩივრა.