რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონალური სანქციები შემოიღო ბრიტანეთის მთავრობის წევრების, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
„ეს ნაბიჯი უკავშირდება „ბრიტანეთის მთავრობის ანტირუსულ კურსს, რომელიც აგრძელებს პერსონალური სანქციების მექანიზმის აქტიურ გამოყენებას და ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისა და საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციისთვის“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.