რუსეთში დამკვიდრდა პრაქტიკა, როცა მძიმე დაზიანებებით სამხედროებს, შესაბამისი სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, ბრძოლის ზონაში აბრუნებენ.
ამის შესახებ რუსული მედია „ჯარისკაცების დედების კომიტეტების კავშირის“ აღმასრულებელ მდივან ვალენტინა მელნიკოვაზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ, ქვედანაყოფის მეთაურები ხშირად გზავნიან სამხედროებს ფრონტზე საავადმყოფოს შემდეგ, კომისიის გვერდის ავლით რომელიც სამხედროს შესაბამის კატეგორიას ანიჭებს, მათ შორის პირის დროებით უვარგისად გამოცხადებას ან სამხედრო რეგისტრაციიდან ამოღებას.
მელნიკოვამ თქვა, რომ ასეთი შემთხვევები „მიუღებლად ბევრია".
„ჯარისკაცების დედების კომიტეტების კავშირის“ ცნობით, ორ ჯარისკაცს, რომლებიც ფილტვების მძიმე დაზიანების შემდეგ ორი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, მეთაურებმა უთხრეს, რომ მათ სამედიცინო კომისიაში კი არ გაგზავნიდნენ, არამედ ბრძოლის ზონაში.
ორგანიზაციის მდივნის თქმით, იგივე გააკეთეს რამდენიმე ჯარისკაცთან, რომლებმაც კიდურებზე ჭრილობები მიიღეს და ეს ფრაგმენტები არ ამოიღეს. გარდა ამისა, წყლულით დაავადებული პაციენტები და ისინი, ვისაც ომამდე ჰქონდა გულის შეტევა ან ინსულტი, მკურნალობის შემდეგ უკრაინაში დააბრუნეს.
რუსი ჯარისკაცების დედები ამტკიცებენ, რომ 2022 წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა მითითებები მობილიზაციის დროს სამედიცინო შემოწმებისთვის.
მელნიკოვამ თქვა, რომ ეს იყო არასაჯარო დოკუმენტი;
მისი არსებობის დადასტურება რუსულმა მედიამ სხვა წყაროებიდან ვერ შეძლო.
ამ კვირის დასაწყისში, საპრეზიდენტო ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა და ორგანიზაცია Doctor Lisa's Fair Aid-ის ხელმძღვანელმა ოლგა დემიჩევამ განუცხადა „რია ნოვოსტის“, რომ საავადმყოფოს პერსონალი მოსკოვიდან და ანექსირებული დონეცკიდან დაჭრილი ჯარისკაცების ფრონტზე გაგზავნის შესახებ ჩიოდნენ.
„ჩვენ შევიტყვეთ სიტუაციის შესახებ, როდესაც ჯარისკაცები, რომლებმაც მიიღეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება რეაბილიტაციისა და შემდგომი მოვლის რეკომენდაციებით, სასწრაფოდ გაგზავნეს ფრონტზე რეაბილიტაციის ნაცვლად“, - თქვა დემიჩევამ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის მარტში გამოაცხადა, რომ დაჭრილ რუს სამხედროებს გადაუხდიან ერთჯერად 2 968 000 რუბლს, თუ ისინი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ჩაითვლებიან.