თეგი: მობილიზაცია

პუტინი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას - ISW

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება ჯარის 2 მილიონამდე გაზრდის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ კრემლის ხელმძღვანელი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას.  პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდაზე ბრძანებას მოაწერა ხელი ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) წერს.  ISW აღნიშნავს, რომ კრემლი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს, პუტინის ბრძანებით განსაზღვრული საბოლოო მიზნობრივი რაოდენობის - 1 150 000 სამხედროს მობილიზებას, როგორც ეს პუტინის ბრძანებითაა გათვალისწინებული.  ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისტორიულად რუსეთი სამხედრო ძალის საბოლოო სამიზნე ოდენობამდე გაზრდის მიზანს ვერ აღწევდა. 2022 წელს, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, აქტიურ სამხედრო სამსახურში სულ 850 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნომინალურ საბოლოო ძალას - 1 000 000 -ზე მეტს. შეგახსენებთ, რომ პუტინმა 25 აგვისტოს შეიარაღებული ძალების გაზრდაზე, ბრზანებას მმოაწერა ხელი. ბრძანების მიხედვით, სამხედრო პერსონალი 137 000 ადამიანით გაიზრდება. ეს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ხარჯზე მოხდება - ჯარში სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა უცვლელი დარჩება.

სერგეი შოიგუს თქმით, ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.  მისივე თქმით, დაკომპლექტება არ განხორციელდება ერთჯერადი აქციის ფარგლებში. სამობილიზაციო ღონისძიებები დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

აშშ-ის ელჩი უკრაინაში: პუტინის გამოცხადებული მობილიზაცია, რუსეთის სისუსტის ნიშანია

კიევში შეერთებული შტატების ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ყველა ნაბიჯი მათ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. „ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია არის რუსეთის სისუსტის, წარუმატებლობის ნიშნები. შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებზე, რომლის ანექსიასაც აპირებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე ეს დასჭირდება", - წერს ბრინკი. Twitter. დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა

რუსეთის მთავრობის არც ერთ განცხადებას არ ექნება გავლენა, უკრაინელების მზაობაზე, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინელი სამხედროები გაანადგურებენ ყველას, ვინც უკრაინასთან ომში მოხალისედ ან მობილიზაციის საფუძველზე ჩაერთო. ამის შესახებ უკრაინის ჯარების ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ზალუჟნი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წლისა და 7 თვის განმავლობაში აკავებენ რუსეთის შემოჭრასა და აგრესიას თვის ქვეყანაში. „მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ადეკვატურად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ასობით ათასი კაცი და ქალი იცავს ჩვენს მიწას, მათ სახლებს, ბავშვებს და უკრაინის მომავალს“,- აღნიშნა ჟალუზნიმ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს: ყველაფერი გააკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის თავისუფლებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს მოუწოდა, რომ პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას მოერიდონ და თუ რუსულ ჯარში მაინც გაიწვევენ, პირველივე შესაძლებლობისას უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს გადავიდნენ. „დაემალეთ რუსეთის მობილიზაციას ნებისმიერი საშუალებით. მოერიდეთ გამოძახებებს. სცადეთ გამგზავრება უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე. და თუ მაინც აღმოჩნდებით რუსულ ჯარში, მაშინ ჩაერიეთ რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაში, გადმოგვეცით ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამპყრობლების შესახებ: სად არის მათი ბაზები, შტაბები, საბრძოლო მასალის საცავი და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში გადმოდით ჩვენს პოზიციებზე. ყველაფერი გააკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

ტიუმენის აეროპორტმა დაადასტურა, რომ რუსეთის ჯარში მობილიზებულებს, ქვეყნის დატოვება შეეზღუდათ

ტიუმენში, როსჩინოს აეროპორტმა დაადასტურა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებიდან სები გადაეცათ და  მობილიზებულთათვის ფრენები შეზღუდეს.  მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა - უკრაინის გენშტაბი ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ქვეყნის შიგნით ფრენებზე, - აცხადებენ როსჩინოს აეროპორტში.  რუსეთში დაასახელეს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტებმა მობილიზებულთა სიები მიიღეს. საუბარია არა ყველა იმ პირზე, ვინც სამხედრო სამსახურზეა პასუხისმგებელი, არამედ იმ ადამიანებზე, რომელთა სახელზეც უკვე გაცემულია გამოძახების ან მობილიზაციის ბრძანება,  - იტყობინება The Bell. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის პატრიარქმა თანამემამულეებს „სულიერი მობილიზაციისაკენ“ მოუწოდა

რუსეთის პატრიარქმა კირილმა, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ყველა მორწმუნეს რწმენის განმტკიცებისა და მთელი ძალების „სულიერი მობილიზაციისკენ“ მიმართვისკენ მოუწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ეს „რუსეთისა და უკრაინის სრულ შერიგებას ხელს შეუწყობს“. რუსეთის პატრიარქი: სამხედრო სამსახურისას გაღებული მსხვერპლი, ყველა ცოდვას ჩამორეცხავს „დღეს ბევრი აჯანყდა რუსეთის წინააღმდეგ...ბევრს დაეხვა თავბრუ და სურს რუსეთი დაიღუპოს, მისი თვითმყოფადობა, მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება... ამიტომ ჩვენ დღეს, ამ საბედისწერო დროს, როგორც არასდროს რწმენაში უნდა გავძლიერდეთ და მაშინ ეს ჩვენი სულიერი მობილიზაცია, რომელისკენაც ახლა ყველას მოვუწოდებ, ასევე დაეხმარება ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზებაში“, - განაცახდა კირილმა.  რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის თავდაცვის უწყება: სამინისტრო არ გეგმავს, მიმართოს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნებაზე

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არ მიუმართავს და არც გეგმავს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, რუსების იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ცნობისთვის, ყაზახეთის შს მინისტრმა 23 სექტემბერს განმარტა, რა შემთხვევაში გადასცემს რუსეთს, სამხედრო კომისარიატების მიერ ძებნილებს. მარატ ახმეჟანოვმა განაცხადა, რომ ძებნილი მოქალაქეები რუსეთში ექსტრადირებული იქნებიან, თუ ისინი ძებნილთა სიაში მოხვდებიან. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება მოითხოვა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 27 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება მოითხოვა. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს. 26 სექტემბერს დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია მათ არ შეეხებათ. 25 სექტემბერს, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა მედიარესურსმა Meduza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი განიხილავს არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეების, არამედ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეების მობილიზებას უკრაინაში ომისთვის, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ Meduza-ს განუცხადა.

Forbes: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა

მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ Forbes წყაროებზე დაყრდნობით წერს. რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტოს შეფასებით, პირველი იანვრიდან 419 000-მა ადამიანმა დატოვა რუსეთი. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს გაწვეული და მობილიზებული პერსონალის განთავსების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსეთში მობილიზაციისგან თავის არიდებისთვის პირველი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

რუსეთის ფედერაციაში, პენზაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რომელმაც სამხედრო აღრიცხვის ოფისში განცხადების ხელმოწერაზე უარი თქვა. ამის შესახებ უფლებადამცველი პაველ ჩიკოვი აცხადებს. მისივე თქმით, 32 წლის კაცი სპეცრაზმის დახმარებით დააკავეს და უკვე მეორე დღეა, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რაც პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა, გამოძახებაზე უარის თქმის გამო აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმეა.   საქმე აღძრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (სამსახურიდან თავის არიდება). ამავდროულად, როგორც ჩიკოვი აღნიშნავს, რუსეთის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს გაწვეული და მობილიზებული პერსონალის განთავსების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.  

ოკუპირებული აფხაზეთის ნაგვალოუს პოლიგონზე, სარეზერვო ქვედანაყოფებთან ერთად, სამობილიზაციო წვრთნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაგვალოუს პოლიგონზე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები სარეზერვო ქვედანაყოფებთან და ოპერატიული მიმართულება „აღმოსავლეთის“ ქვედანაყოფებთან ერთად მიმდინარეობს. „ნაგვალოუს პოლიგონზე, რეზერვის პირველი და მე-2 მსროლელი ბრიგადების პერსონალთან საბრძოლო საკოორდინაციო სწავლება გრძელდება“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. „სამხედრო სწავლებები ოპერატიული მიმართულება „აღმოსავლეთის“ სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნების გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ სარეზერვო ფორმირებების სამხედროები გადიან პრაქტიკას დაქვემდებარებული პერსონალის მომზადებაში, ასრულებენ საბრძოლო მომზადების საგნების სტანდარტებს, ზრდიან საველე მომზადების დონესა და თანმიმდევრულობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ოლექსი დანილოვი: რუსეთის ფედერაციიდან წასული რუსების რაოდენობა, მობილიზებულებს ორჯერ აღემატება

სამხედრო ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც რუსეთის ფედერაცია დატოვეს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მობილიზებულების რაოდენობას ორჯერ აღემატება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა ტელემარეთონის ეთერში განაცხადა. „ზუსტად ვიცით რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ტოტალური მობილიზაციის ფარგლებში გამოიძახეს. ასევე ვიცით, რომ სამხედრო ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც დღეს დატოვეს რუსეთის ფედერაცია და მობილიზაციას უნდა დაქვემდებარებოდნენ, ორჯერ მეტია“, - განაცხადა დანილოვმა.  მისი თქმით, უკრაინას აქვს ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები უარს ამბობენ ბრძოლაზე.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. 22 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალი კილომეტრიანი რიგები შეიქმნა. 5 ოქტომბერს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ბევრად მეტი მოქალაქე გაიქცა საზღვარგარეთ, ვიდრე სამხედრო სამსახურში შევიდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: საეჭვოა, რომ რუსეთმა მობილიზაცია დაასრულა

რუსეთს შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა მალე დასჭირდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. შოიგუმ პუტინს, მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა „დღეს მტერი ავრცელებს ინფორმაციას მობილიზაციის სავარაუდო დასრულების შესახებ... რუსეთის მოქალაქეების ფრონტზე გაგზავნის ახალი ტალღების უსარგებლობაზე. ჩვენ სულ სხვას ინფორმაცია გვაქვს ფრონტის ხაზიდან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ჩვენს პოზიციებზე მობილიზებულთა გამოყენებით, ისინი იმდენად ცუდად არიან მომზადებული და აღჭურვილი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა მალე დასჭიდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა.  შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  

რუსეთში, მობილიზებულთა კარვები წლის დასაწყისიდან მეორედ დაიწვა - მედია

რუსეთის ფედერაციის ორენბურგის ოლქში, მობილიზებულთა კარავში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გაჩენაში სავარაუდო დამნაშავეებად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ოფიცრებს ასახელებენ. წერს რუსული მედია.  რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, სამხედრო კომისარიატი დაწვეს თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი 9 იანვარს დილით, „ნიჟნიაია პავლოვკას“ საწვრთნელ ნაწილში გაჩნდა. დაზიანდა სამარას რეგიონიდან მობილიზებულთა კარვები. მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს ერთ-ერთი ჯარისკაცის მამამ თქვა, რომ ყველა კარავი დაიწვა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.  კალინინგრადისა და ლენინგრადის ოლქებში, სამხედრო კომისარიატები დაწვეს 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

რუსული მედია: დაჭრილ რუს ჯარისკაცებს ექიმების ნებართვის გარეშე ფრონტზე აბრუნებენ

რუსეთში დამკვიდრდა პრაქტიკა, როცა მძიმე დაზიანებებით სამხედროებს, შესაბამისი სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, ბრძოლის ზონაში აბრუნებენ. ამის შესახებ რუსული მედია „ჯარისკაცების დედების კომიტეტების კავშირის“ აღმასრულებელ მდივან ვალენტინა მელნიკოვაზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ, ქვედანაყოფის მეთაურები ხშირად გზავნიან სამხედროებს ფრონტზე საავადმყოფოს შემდეგ, კომისიის გვერდის ავლით  რომელიც სამხედროს შესაბამის კატეგორიას ანიჭებს, მათ შორის პირის დროებით უვარგისად გამოცხადებას ან სამხედრო რეგისტრაციიდან ამოღებას. მელნიკოვამ თქვა, რომ ასეთი შემთხვევები „მიუღებლად ბევრია". „ჯარისკაცების დედების კომიტეტების კავშირის“ ცნობით, ორ ჯარისკაცს, რომლებიც ფილტვების მძიმე დაზიანების შემდეგ ორი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, მეთაურებმა უთხრეს, რომ მათ სამედიცინო კომისიაში კი არ გაგზავნიდნენ, არამედ ბრძოლის ზონაში. ორგანიზაციის მდივნის თქმით, იგივე გააკეთეს რამდენიმე ჯარისკაცთან, რომლებმაც კიდურებზე ჭრილობები მიიღეს და ეს ფრაგმენტები არ ამოიღეს. გარდა ამისა, წყლულით დაავადებული პაციენტები და ისინი, ვისაც ომამდე ჰქონდა გულის შეტევა ან ინსულტი, მკურნალობის შემდეგ უკრაინაში დააბრუნეს. რუსი ჯარისკაცების დედები ამტკიცებენ, რომ 2022 წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა მითითებები მობილიზაციის დროს სამედიცინო შემოწმებისთვის. მელნიკოვამ თქვა, რომ ეს იყო არასაჯარო დოკუმენტი; მისი არსებობის დადასტურება რუსულმა მედიამ სხვა წყაროებიდან ვერ შეძლო. ამ კვირის დასაწყისში, საპრეზიდენტო ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა და ორგანიზაცია Doctor Lisa's Fair Aid-ის ხელმძღვანელმა ოლგა დემიჩევამ განუცხადა „რია ნოვოსტის“, რომ საავადმყოფოს პერსონალი მოსკოვიდან და ანექსირებული დონეცკიდან დაჭრილი ჯარისკაცების ფრონტზე გაგზავნის შესახებ ჩიოდნენ. „ჩვენ შევიტყვეთ სიტუაციის შესახებ, როდესაც ჯარისკაცები, რომლებმაც მიიღეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება რეაბილიტაციისა და შემდგომი მოვლის რეკომენდაციებით, სასწრაფოდ გაგზავნეს ფრონტზე რეაბილიტაციის ნაცვლად“, - თქვა დემიჩევამ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის მარტში გამოაცხადა, რომ დაჭრილ რუს სამხედროებს გადაუხდიან ერთჯერად 2 968 000 რუბლს, თუ ისინი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ჩაითვლებიან.  

რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გამორიცხავს - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ხელისუფლება „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა იტყობინება. ISW: რუსეთის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, მობილიზაცია გრძელდება „რუსეთის ხელისუფლება ეძებს საშუალებას არმიის პირადი შემადგენლობა გაზარდოს, რათა უკრაინაში სამომავლოდ დაგეგმილი შეტევა განახორციელონ. ამასთან კრემლში რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია არ შეჩერებულა. თანაც 2023 წლის იანვარში რუსეთიდან ყირგიზეთში ორმაგი მოქალაქეობის მქონე შრომითი მიგრანტების გადასვლა შეაფერხეს და ამის მიზეზად მობილიზებულთა სიები დასახელდა“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში. ვოლოდიმირ ზელენსკი: საეჭვოა, რომ რუსეთმა მობილიზაცია დაასრულა 2022 წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა.  შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.    

უკრაინის პარლამენტმა სამხედრო მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა. მეორე მოსმენისთვის სახალხო დეპუტატებმა კანონპროექტის დოკუმენტში 4 269 ცვლილება შეიტანეს. უკრაინის პარლამენტის წევრის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონპროექტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმდინარე წლის 7 თებერვალს მობილიზაციის შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციის შესახებ დებულებებს ითვალისწინებდა, რომელიც მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა კანონპროექტიდან ამოიღო. მობილიზაციის კანონპროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა 9 აპრილს დაამტკიცა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მობილიზაცია ყველაზე საკამათო საშინაო საკითხად იქცა. 2023 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა მოითხოვეს 450,000-500,000 ახალი წვევამდელი ჯარისკაცის მობილიზება. მოგვიანებით, სირსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად, ეს რიცხვი "მნიშვნელოვნად შემცირდა."