რადამ ეროვნულ გვარდიასა და სამხედრო ფორმირებებში უცხოელთა სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო დაბრკოლებები მოხსნა

  • რადამ უცხოელებს, რომლებიც ეროვნულ გვარდიაში მსახურობენ, უკრაინაში ლეგალურად დარჩენის უფლება მისცა

უმაღლესმა რადამ უცხოელთა სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლა ხელშეკრულების საფუძველზე შეეძლებათ. უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით და მთლიანად მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღმოფხვრის უზუსტობებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების, აგრეთვე სხვა ქვეყნებში მომსახურე (მომსახურების მსურველი) უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებებთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილებას მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ბევრმა უცხოელმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, ნებაყოფლობით დაეცვა უკრაინა. ამ მიზნით მიღებულია არაერთი კანონი, რომლის მიხედვითაც დადგინდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და უკრაინის მოქალაქეობის არმქონე პირების მომსახურების საფუძვლები და პროცედურა, ასევე ამ პირებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალური საფუძვლების უზრუნველყოფა.

კერძოდ, აქამდე მითითებული იყო მხოლოდ ქვედანაყოფები, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა მასში არ შედიოდნენ უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან ჩამოყალიბებული ნაწილები.

მაგალითად, ასეთია „აზოვის პოლკი“. უცხოეთის მოქალაქე-სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ „აზოვის პოლკში“, არ შეეძლოთ, ლეგალურად დარჩენილიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე და მომავალში ვერ მიიღებდნენ უკრაინის მოქალაქეობას.