მარტში იტალია უკრაინის აღდგენის შესახებ მასშტაბური კონფერენციის გამართვას გეგმავს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიები.
ამის შესახებ იტალიური მხარე იუწყება.
მრეწველობის მინისტრმა, კიევში ვიზიტისას მომავალი კონფერენციის დღის წესრიგის საკითხები უკვე განიხილა.
ადოლფო ურსო იტალიის ახალი მთავრობის პირველი მინისტრია, რომელიც უკრაინას ეწვია.