უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს Challenger 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
„პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს სატელეფონო საუბრის დროს მადლობა გადავუხადე იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც არამხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ, სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, რიში სუნაკმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ამბიციას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს, მათ შორის Challenger 2-ის ტიპის ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.