რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩავარდა

რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ, მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩამოვარდა. მოლდოვამ უკრაინასთან სასაზღვრო ზონაში პატრულების რაოდენობა გაზარდა, სამაშველო სამსახურს შეატყობინა და რაიონის დასაცავად დაუყოვნებლივი ზომები მიიღო.

ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დარდნობით, CNN ავრცელებს.

„რუსეთის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვის შედეგად, სასაზღვრო პოლიციის პატრულმა, დღეს დილით, ლარგას სასაზღვრო სექტორთან რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინა, რომელიც უკრაინაზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად იყო გაშვებული”, - აღნიშნულია მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები 5 დეკემბერს და 31 ოქტომბერს ჩავარდა.