საზენიტო თავდაცვის ქვედანაყოფების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხელუხლებელი დარჩა.
შესაბამისი განცხადება კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა.
„საჰაერო თავდაცვის ეფექტიანი მუშაობის წყალობით, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმის თავიდან აცილება მოხერხდა“, - აღნიშნა კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ.
თავის მხრივ, ანდრი ერმაკი აცხადებს, რომ მტერს ჯერ კიდევ არ შეუცვლია ტაქტიკა და აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.
14 იანვარს რუსეთის ძალებმა კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. აფეთქებები ხმა გაისმა ქალაქ კიევსა და კიევის რეგიონში.