მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, რუსეთის სასტიკი ომი პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე.
„მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ ჩრდილოეთით, სოფელ ლარგასთან რაკეტის ფრაგმენტები იპოვა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის დღევანდელ გაძლიერებულ თავდასხმებს და გვერდში ვუდგავართ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები დნიპროსა და მთელ უკრაინაში“, - წერია მაია სანდუს სახელით Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში.
რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩავარდა.