უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უარი განაცხადა ტყვეთა გაცვლაზე, რომელიც 14 იანვარს იყო დაგეგმილი

რუსეთმა უარი განაცხადა ტყვეთა გაცვლაზე, რომელიც 14 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, იტყობინება უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი. მანამდე, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე, განუცხადა რუსეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ Reuters-ს.

რუსეთის უარზე სხვა დეტალები მედიაში ამ დროისთვიას არ ვრცელდება.

„რთული მისახვედრი არ არის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზების გამოცნობა“, - აცხადებენ უკრაინის ხელისუფლებაში.