რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ გააკეთა.
Reuters-ის ცნობით, პირველი მოლაპარაკება რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებს შორის დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რასაც მოგვიანებით მეორე რაუნდიც მოჰყვა.
მოგვიანებით, ორივე ქვეყნის ომბუდსმენი პრეზიდენტის სასახლეში მივა, სადაც ერდოღანის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.
ცნობისთვის, თურქეთში, უკრაინასა და რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარებმა დიმიტრი ლუბინეცმა და ტატიანა მოსკალკოვამ შეხვედრა გამართეს.
შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირების პირველი შეხვედრაა, 2022 წელს სტამბულის „მარცვლეულის შეთანხმების“ შემდეგ.