მოლდოვაში, ბრიჩანსკის რაიონში, სოფელ ლარგასთან უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
"უკრაინის დაბომბვის შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა რაკეტების ფრაგმენტები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი, პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.