დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც 16-დან 20 იანვრამდე გაიმართება, რუსი მილიარდერების გარეშე ჩატარდება, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო არასასურველი სტუმრები გახდნენ.
ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
რუსი მილიარდერების გარდა, წელს ეკონომიკურ ფორუმს არც ჩინეთიდან დაესწრებიან, რადგან Covid-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდისა და საფონდო ბირჟის კრახის გამო ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანებმა $224 მილიარდი დაკარგეს.
სააგენტოს ცნობით, დავოსში ინდოეთიდან 13 მილიარდერი ჩავა.
„ამერიკელებმა, როგორც ყოველთვის, შექმნეს ყველაზე დიდი ჯგუფი, საიდანაც დავოსის სამიტს 33 მილიარდერი დაესწრება. ევროპიდან მხოლოდ 18 მილიარდერია რეგისტრირებული.