ბელორუსში 11 000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. მიმდინარეობს როტაცია - უკრაინის სასაზღვრო სამსახური

დღეის მდგომარეობით, უკრაინის საზღვრის უშუალო სიახლოვეს რუსეთისა ბელორუსის ჯარების დაჯგუფების მატება არ ფიქსირდება.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა სერჰი დეინეკომ განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს ბელორუსში დაახლოებით 11000 სამხედრო იმყოფება. 

ამასთან, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები განაგრძობენ ბელორუსთან საზღვრის გაძლიერებას.

უკრაინელი და დასავლეთის სამხედრო ექსპერტების აზრით, ბელორუსში მყოფი რუსი სამხედროების ჯგუფი სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის არ ემზადებიან.