ბელორუსის მხარის განცხადებით, „წვრთნები, რომელსაც მისი საჰაერო ძალები რუსეთთან ერთად დღეს იწყებს, თავდაცვითი ხასიათისაა“.
მისივე მტკიცებით, წვრთნები მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაცვისა და კომუნიკაციებისთვის.
„სწავლება წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა, ეს იქნება ღონისძიებების ერთობლიობა ჩვენი და რუსული ავიაციის მოსამზადებლად შესაბამისი საბრძოლო დავალების შესასრულებლად“, - აღნიშნულია ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.