რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის არმიის მოსალოდნელი რეფორმის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ფედერაციის შეიარაღებული ძალების 1,5 მილიონ ადამიანამდე გაზრდას ითვალისწინებს, თავდაცვის უწყების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, 2023-2026 წლებში დაგეგმილია „მასშტაბური ცვლილებები შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მოხდება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა და მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციულ განყოფილებაში“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებელია „არმიის კორპუსის ჩამოყალიბება კარელიის რესპუბლიკაში, სამი მოტომსროლელი დივიზია სახმელეთო ძალებში და ორი საჰაერო-სადესანტო თავდასხმის დივიზია უნდა შეიქმნას.
ასევე, შოიგუს თქმით, „აუცილებელია სამხედრო ოლქებსა და რუსეთის ფედერაციის ახალი შემადგენელი ერთეულების ტერიტორიებზე საწვრთნელი მოედნების რაოდენობის გაზრდა, სამხედროების წვრთნების ორგანიზება ჯარების პრაქტიკული მოქმედებების უზრუნველსაყოფად. თავდაცვის სამინისტროს უნივერსიტეტებში იუნკერებისა და სტუდენტების მომზადება“.