Reuters-ი: ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს

ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

"ხელისუფლება მიგრაციულ ნაკადებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს", - აცხადებენ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ცნობისთვის, რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დე ფაქტო აძლევდა საშუალებას, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენილიყვნენ.

ამასთან, ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყაზახეთში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომისა და კრემლის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩავიდა.