უცნობმა ცეცხლი გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია „ნიხასის“ ოფისთან. ამავე შენობაში მანამდე მისი წინაასაარჩევნო შტაბი იყო გახსნილი.
არავინ დაშავებულა.
დე ფაქტო შს მინისტრის ვალერი გაზაევის ინფორმაციით პირის ვინაობა დადგენილია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება შემოვიდა ოსეთისა და გაგლოევის ქუჩის კვეთაზე მომხდარი სროლის შესახებ, უცნობმა ჰაერში გაისროლა და ადგილიდან მიიმალა, სროლის შედეგად დაშავებულები არ არიან. პირის ვინაობა მალევე დადგინა“, - განუცხადა გაზაევმა სააგენტო „რესს“.
მისივე თქმით, „ბოროტმოქმედის დასაკავებლად სამართლადამცველები ზომებს მიმამართვენ“.