ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი 18 იანვარს, ლენინგრადის ალყის მოხსნის 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თქმით, პუტინმა შეიძლება, ეს შესაძლებლობა მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებისთვის გამოიყენოს.
„პუტინს უყვარს სიმბოლური თარიღების გამოყენება რუსი ხალხისადმი მიმართვისთვის და ზოგიერთმა რუსმა ომის მომხრე მიბლოგერმა აღნიშნა, რომ ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რათა გამოაცხადოს მობილიზაცია“, - წერს ISW.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას და 500 000 წვევამდელის შეკრებას უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.