Amazon-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა

ბრენდის შეფასების საკონსულტაციო კომპანიის Brand Finance-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, Amazon-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდების სიაში პირველ ადგილზე დაბრუნდა. 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიაში Apple მეორე ადგილზეა.

Anadolu-ს ცნობით, Amazon-ი პირველ ადგილზე იმის მიუხედავად, რომ, რომ ჯეფ ბეზოსმა ბრენდის ღირებულების 51 მილიარდი დოლარი დაკარგა (350 მილიარდი დოლარიდან 299,3 მილიარდ დოლარამდე).

Apple-ის ბრენდის ღირებულება 16 პროცენტით დაეცა 297,5 მილიარდ დოლარამდე.

მესამე ადგილზეა Google ($281,4 მილიარდი), შემდეგ მოდის Microsoft (191,6 მილიარდი) და Walmart ($113,8 მილიარდი).

სამხრეთ კორეის ტექნიკური კომპანია Samsung-ია მე-6 ადგილზეა (99,7 მილიარდი დოლარი), ჩინური ბანკი ICBC მე-7-ა (69,5 მილიარდი დოლარი), ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon მე-8-ვე (67,4 მილიარდი დოლარი), Tesla მე-9-ეა (66,2 მილიარდი დოლარი), TikTok - მე-10 ადგილს იკავებს (65,7 მილიარდი დოლარი).