საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე" დაწერა, რითაც უკრაინაში, ბროვარიში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.
- კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.
საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.