ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს

ნორვეგიულმა კომპანიებმა Equinor-მა და Petoro-მ, ასევე გერმანულმა Wintershall Dea-მ ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს.

ამის შესახებ Equinor-ის პრესრელიზშია ნათქვამი.

კომპანიის ცნობით, ეს არის პირველი აღმოჩენა ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე 2023 წელს. ახალი საბადო ირპას გაზის საბადოდან სამხრეთით 23 კილომეტრში მდებარეობს.