თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დაგეგმილზე ადრე, 14 მაისს გაიმართოს. Reuters-ის ცნობით, ამ საკითხზე ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
გამოცემის ცნობით, 14 მაისს საყოველთაო არჩევნები თურქეთში 1950 წელს გაიმართა, რომელშიც გამარჯვება დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა.
ხსენებულ არჩევნებში დამარცხდა რესპუბლიკური პარტია, რომელიც ქვეყანას თურქეთის სახელმწიფოდ დაარსების დღიდან მართავდა.
შეგახსენებთ, არჩევნების გამართვის ოფიციალურ თარიღად 18 ივნისია გამოცხადებული.