კახა კალაძე: „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცემა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პროექტის მხოლოდ გეგმარებითი დავალებაა წარმოდგენილი.

„საზოგადოებისთვის ნათელი რომ იყოს, მინდა ხაზი გავუსვა, ჯერ არის გეგმარებითი დავალება წარმოდგენილი. თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის -„ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.

რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, ის განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს. ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი“, - განაცხადა კალაძემ.