საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის – DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან შეხვედრას.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული ლოგისტიკური კომპანიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან.
საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს მას იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობას!”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.