აშშ-ის დაზვერვის ხემძღვანელი (CIA) უილიამ ბერნსი, გასული კვირის ბოლოს ფარულად გაემგზავრა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის ჩინოვნიკებთან შესახვედრად, იტყობინება The Washington Post-ი.
გამოცემა ვიზიტის შესახებ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, უილიამ ბერნსმა ზელენსკის ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში რუსეთის სავარაუდო სამხედრო გეგმების შესახებ.
აშშ-ის დაზვერვა ყურადღებით აკვირდება რუსეთის მზადებას უკრაინაში დიდი ახალი შეტევისთვის, რომელიც შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში დაიწყოს.
მანამდე ბერნსი კიევში გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იმყოფებოდა.