საქსტატის მიერ 2022 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის თანახმად, რუსეთი, თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 52%-ით $2.5 მილიარდამდე გაიზარდა.
79%-ით არის გაზრდილი იმპორტი და $1.83 მილიარდია. ამასთან 6.8%-ით, $651 მილიონამდე გაიზარდა საქართველოს ექსპორტი რუსეთში.
ამასთან საქსტატმა გაასაჯაროვა მონაცემები, თუ რა პროდუქციას ყიდის და ყიდულობს საქართველო რუსეთში.
საქართველოს TOP 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:
- ღვინოები - $161 მილიონი, ზრდა 23%;
- ფეროშენადნობები - $109 მილიონი, კლება 37%;
- მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი, ზრდა 338%;
- სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა 38%;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%.
საქართველოს TOP 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:
- ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%;
- ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%;
- ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%;
- ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%;
- კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%.
ამასთან, ცნობილია, რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა.
საქსტატის მონაცემებით 2021 წელს საქართველომ რუსეთში $135 მილიონის 225 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი $623 მილიონამდე (657 ათას ტონამდე) გაიზარდა. $21 მილიონით, $112 მლნ-მდეა გაზრდილი რუსული გაზის იმპორტი.