თეგი: ტვირთბრუნვა

ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების მიზნით, აქტაუს პორტიდან სატესტო ტვირთის გამოგზავნა განხორციელდა. „ყაზახეთის რკინიგზის“ ინფორმაციით, გემი ტვირთს ბაქოში ჩაიტანს, შემდეგ ის ფოთის პორტში გამოიგზავნება და საბოლოოდ, ტვირთის ნაწილი თურქეთის დერინჯეს პორტში გადაიტვირთება. 210 TEU კონტენერი ფიდერულ გემ BEKET ATA-ზე დაიტვირთა. ტვირთი მოიცავს თაფლით, ტომატით, ასევე ტყვიითა და თუთიით დატვირთულ კონტენერებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საექსპორტო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რომელშიც საქართველოც მოხვდა.   „TITR-ის ფარგლებში შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ერთობლივი საწარმოს შექმნაზე“,- განაცხადა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა.  ასევე წაიკითხეთ  ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ნავსადგურები იანვარ-აპრილში 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს. ტვირთბრუნვა გაიზარდა როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში. ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში / 2022 წლის იანვარ-აპრილი • ფოთის პორტი - 2.4 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.2 მლნ ტონა • ბათუმის პორტი - 1.6 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.3 მლნ ტონა საკონტეინერო ტვირთბრუნვა 2022 წლის იანვარ-აპრილში 6.5%-ით გაიზარდა. პორტების მიერ გადამუშავებული კონტეინერები / 2022 წლის იანვარ-აპრილი • ფოთის პორტი - 102 890 TEU (+ 4935 TEU) • ბათუმის პორტი - 33 745 TEU ( + 3434 TEU) • სულ - 136 635 TEU ( + 8370 TEU)

კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან, შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის ინტერესი გაიზარდა - APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი

კომპანია APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი იენ როულინსონი აზერბაიჯანულ მედიასთან ფოთის პორტში ტვირთბრუნვის ზრდის მიზეზებს ასახელებს. მისი თქმით, შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვაზე მეზობელი ქვეყნების ინტერესი გაიზარდა. „დღეს ჩვენ ვხედავთ ტვირთების გადაზიდვის კუთხით დიდ ინტერესს კავკასიის რეგიონში, მეზობელი ქვეყნების მხრიდან. ასევე ინტერესი მზარდია კასპიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებებიდანაც. მათი ინტერესის საგანია შუა დერეფნით ჩინეთიდან ტვირთების სარკინიგზო გადაზდვები. მანამდე ამ ტვირთების გადაზიდვა რუსეთის გავლით ხდებოდა. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ტვირთები შემოდის ყაზახეთიდან კასპიის ზღვით აზერბაიჯანში, შემდეგ კი ფოთის პორტში, რათა ზღვით ევროპაში გავიტანოთ. ამის მიზეზია ის, რომ ჩრდილოეთის კორიდორით სარგებლობა ახლა შეუძლებელია“, - აცხადებს იენ როულინსონი. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს ამასთან, როულინსონი აღნიშნავს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, კავკასიის რეგიონში ტვირთების გადაზიდვის პრობლემა გაჩნდა და ბოლო ორი თვეა ტვირთნაკადის ზრდა დაფიქსირდა. თუმცა რთულია იმის პროგნოზი, ტვირთნაკადის ზრდა რამდენად იქნება სტაბილური, რადგან ამ დროისთვის ამ მიმართულებით ჯერ გაურკვეველი ვითარებაა.  პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფოთის პორტში ტვირთნაკადი ყოველწლიურად თითქმის 20%-ით მცირდებოდა. „მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მეშვეობით ახალი შესაძლებლობები შევქმენით. გადავერთეთ სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვებზე. ასე შევძელით ფინანსური პრობლემების გადაჭრა“, - აღნიშნა როულინსონმა. დღეს ფოთის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 500-550 000 TEU-ს (კონტეინერს) შეადგენს. გასულ წელს გადაზიდვის მაჩვენებელი 300 000 TEU იყო, რაც სრული სიმძლავრის 60%-ია. APM Terminals-ი ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიაა და მისი შტაბ-ბინა ნიდერლანდებში მდებარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს. 

შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს

ექსკლუზივი Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შავ ზღვაზე, საქართველოს და რუმინეთს შორის საზღვაო კავშირები ვითარდება. კერძოდ, „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია პარტნიორებთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს საკონტეინერო გემის მეშვეობით განახორციელებს. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი საკონტეინერო გემი 146 TEU-თი ტვირთი რუმინეთის პორტში, კონსტანცაში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიზიდა. საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. „შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე სტატისტიკით, საქართველო ჩინეთს შორის შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2021 წელს ზრდამ 221% შეადგინა. შესაბამისად, არის მოლოდინი შავი-ზღვა კასპიის ზღვის მარშრუტიც მნიშვნელოვნად დაიტვირთება. საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მარშრუტის განვითარების წინაპირობა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ინიციატივა რუმინეთისა და თურქმენეთის ეკუთვნით. 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ზემოაღნიშნულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. რუმინეთის ინიციატივით შესაძლოა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტი შეიქმნას რუმინეთის სტრატეგიული მიზანია, შავი ზღვის პოტენციალი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად გამოიყენოს „დეკლარაციისას ხელმოწერისას აქცენტი გაკეთდა შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტზე, რომელიც შექმნის ეფექტური ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორის ორი ზღვის მეშვეობით. ქვეყნის დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ქართული მხარე დაინტერესებულია გააღრმაოს ურთიერთობები სამივე ქვეყანასთან აღნიშნული დერეფნის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვას, Europetime-ს ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მონაცემები მიაწოდა: რკინიგზა საქართველოსა და რუმინეთს შორის 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სარკინიგზო/საზღვაო მარშრუტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 128.8 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.3%-ით მეტია (63.1 ათასი ტონა). საავტომობილო საქართველოსა და რუმინეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია (4.6 ათასი ტონა). რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით. „ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Europetime-თან ინტერვიუში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუმ განაცხადა, რომ  ბათუმი-კონსტანცას პროექტს მხარდაჭერა არ აქვს. ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე.   ცნობისათვის, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მონაცემები გაასაჯაროვა,   რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს.   

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა იზრდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვამ, 2022 წლის 5 თვეში $539,9 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ($407,6 მილიონი) 32,4%-ით მეტია. საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში საქსტატის მონაცემებით, აზერბაიჯანის საქართველოში $315,8 მილიონის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ($212,1მილიონი) შედარებით, 48,8%-ით მეტია. საქართველოდან აზერბაიჯანში 2022 წლის 5 თვეში $224,1 მილიონის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 2021 წელსთან შედარებით ($195,4 მილიონი) ზრდა 14,6%-ია.  

ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა

თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, თურქმენეთთან ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას იძლევა, აშხაბადთან პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. „ორმხრივი შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება ეკონომიკაში. ასევე ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აშხაბადთან ჩვენ პირდაპირი ფრენები დავნიშნოთ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ის, რომ მოიხსნას ბარიერები ქართულ პროდუქციაზე და მეტ ქართულ პროდუქტს თურქმენეთში ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საკითხების განხილვა. თურქმენეთი მნიშვნელოვანი ქიმიური მრეწველობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც აინტერესებს საქართველოს დერეფნის გამოყენება. საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით თავისი პროდუქციის გატანა. ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე საქართველოს დერეფნის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში დამატებითი ტვირთები გაჩნდება თურქმენეთიდან საქართვლოს მიმართულებით. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. დღეს თურქმენეთი საქართველოში ნავთობ და ნავთობქიმიის პროდუქტებს აგზავნის, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იაფი ენერგორესურსები შემოტანა განვიხილოთ და ამ საკითხზე ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან ერთად იმუშავებს მომავალშიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აზერბაიჯანის რკინიგზა გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, საკონტეინერო პლატფორმის მოცულობას ზრდის

აზერბაიჯანის რკინიგზა, სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სფეროში მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 605 საკონტეინერო პლატფორმას შეიძენს.  აზერბაიჯანის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანული მედია, კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ გარდა ამისა, ინფორმაციის თანახმად, მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველსაყოფად, საკმარისი რაოდენობის მაგისტრალური და შუნტირებადი ლოკომოტივების შესყიდვისა და კაპიტალური შეკეთების შესახებ.  

მზად უნდა ვიყოთ, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზრდება. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის - ირაკლი ღარიბაშვილი

„მზად უნდა ვიყოთ, რომ ტყვირთბრუნვა გაიზრდება [შუა დერეფანში], ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ გამოსვლისას განაცხადა. „მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, მაქსიმუმ 10-15 დღეში შემოვა საქართველოში, როცა ზღვით ტვირთების გადაზიდვას 45 დღე სჭირდება. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი დერეფანია. ყველა ეს ქვეყანა მოტივირებულია და მიზნად ისახავს ამ დერეფნის განვითარებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.   მისვე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზის წარმადობა არის 25 მილიონი ტონა წელიწადში. „ჩვენ ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ. 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა. ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ, აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს. 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებია. აქვე მინდა, ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.  შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.   

საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 52%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მიერ 2022 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის თანახმად, რუსეთი, თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 52%-ით $2.5 მილიარდამდე გაიზარდა. 79%-ით არის გაზრდილი იმპორტი და $1.83 მილიარდია. ამასთან 6.8%-ით, $651 მილიონამდე გაიზარდა საქართველოს ექსპორტი რუსეთში. ამასთან საქსტატმა გაასაჯაროვა მონაცემები, თუ რა პროდუქციას ყიდის და ყიდულობს საქართველო რუსეთში.  საქართველოს TOP 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში: ღვინოები - $161 მილიონი, ზრდა 23%; ფეროშენადნობები - $109 მილიონი, კლება 37%;  მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი, ზრდა 338%; სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა 38%;  მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%. საქართველოს TOP 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან: ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%; ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%; ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%; ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%; კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%.  ამასთან, ცნობილია, რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა.  საქსტატის მონაცემებით 2021 წელს საქართველომ რუსეთში $135 მილიონის 225 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი $623 მილიონამდე  (657 ათას ტონამდე) გაიზარდა. $21 მილიონით, $112 მლნ-მდეა გაზრდილი რუსული გაზის იმპორტი.