ფინეთმა უკრაინისთვის 400 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დააანონსა.
ჯამში ჰელსინკმა უკრაინას 590 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთი უკრაინას მძიმე არტილერიითა და საბრძოლო მასალით დაეხმარება, მაგრამ „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები, რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს, დახმარების პაკეტში არ შედის.
„ფინეთის პოზიცია უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მანამდე თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ.
მისი თქმით, გერმანული წარმოების ტექნიკის ექსპორტისთვის საჭიროა გერმანიის ნებართვა.