უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდების მიზნით, შეერთებული შტატები ისრაელსა და სამხრეთ კორეაში თავის მარაგებს იყენებს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს გარემოება თავად აშშ-ის თავდაცვის შესაძლებლობებზე გავლენას არ მოახდენს.
შეერთებული შტატები ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მისაწოდებლად იყენებს.
გაზეთმა New York Times-მა 18 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მისაწოდებლად იყენებს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია შეიერაღებაზე, რომელიც განკუთვნილია აშშ-ის არმიის მიერ ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ოპერაციების დროს გამოსაყენებლად.
გარდა ამისა, ამ არსენალის გამოყენება საგანგებო ვითარებაში ისრაელსაც შეუძლია.