კახეთში, თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.