თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ანკარაში უკმაყოფილება გამოიწვია სტოქჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან დაგეგმილმა აქციამ, რომლის გამართვის ნებართვა შვედეთის მთავრობამ გასცა.
საპროტესტო აქცია სტოკჰოლმში მემარჯვენე ექსტრემისტმა, რასმუს პალუდანმა უნდა გამართოს. მან განაცხადა, რომ აქციის დრო ყურანის დაწვას აპირებს.
ცნობისთვის, შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი ანკარაში 27 იანვარს უნდა ჩასულიყო. თუმცა, როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა, იონსონის ვიზიტმა მნიშვნელობა დაკარგა.