თეგი: შვედეთი

მეცნიერთა გაფრთხილების მიუხედავად, შვედეთი პანდემიას დასრულებულად აცხადებს

შვედეთმა პანდემიის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ზოგიერთი მეცნიერი მთავრობას მეტ მოთმინებას სთხოვდა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა შვედეთის მთავრობამ, გასულ კვირას გამოაცხადა, რომ გააუქმებდა დარჩენილ შეზღუდვებს და პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებდა. „პანდემია, მე ვიტყოდი, რომ სწრაფი ცვლილებებისა და შეზღუდვების თვალსაზრისით, დასრულდა”, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ლენა ჰალენგრენმა Dagens Nyheter-ს. მისივე თქმით, COVID19 აღარ იქნება კლასიფიცირებული, როგორც საფრთხე საზოგადოებისთვის. როგორც ცნობილია, ბარები და რესტორნები 11 საათის შემდეგაც იმუშვებენ, სტუმრების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. ასევე გაუქმდა შიდა დარბაზებისთვის ადამიამების დაშვებაზე განსაზღვრული ლიმიტი, ისევე როგორც ვაქცინაციის საშვის გამოყენება. „შვედეთში, დაახლოებით 2,200 ინფიცირებული საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას, დაახლოებით იგივე, რაც 2021 წლის გაზაფხულზე მესამე ტალღის დროს. უფასო კოვიდტესტირება ამ თვის დასაწყისში შემცირდა და ფაქტობრივად, უკვე შეჩერდა 9 თებერვლიდან, ამიტომ, არავინ იცის შემთხვევების ზუსტი რაოდენობა“, - წერს Reuters-ი. „ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ცოტა მეტი მოთმინება, ტესტირების გააქტიურებაც შეგვიძლია, დაველოდოთ კიდევ რამდენიმე კვირას, დაავადება ჯერ კიდევ დიდი ტვირთია საზოგადოებისთვის“, - აცხადებს ფრედრიკ ელგი, უმეას უნივერსიტეტის პროფესორი და შვედეთის ჩაკეტვის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე კრიტიკოსი. შვედეთის ჯანდაცვის სააგენტომ ამ კვირაში განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ტესტირება ზედმეტად ძვირი უჯდებოდა. შვედეთმა ამ წლის პირველი ხუთი კვირის განმავლობაში, კოვიდტესტირებაზე დაახლოებით 55 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.  9 თებერვალს, შვედეთში 114 ინფიცირებული, საერთო ჯამში კი,  ვირუსით 16 182 ადამიანი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, ჯანმომ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

შვედეთი და ფინეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, ამის შესახებ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს. „რუსეთის ომი სუვერენული ევროპული ერის წინააღმდეგ, საფრთხეში აყენებს ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. უსაფრთხოების ამ ცვალებად გარემოში ფინეთი და შვედეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თანამშრომლობას", - განუცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ჟურნალისტებს ჰელსინკში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შვედეთსა და ფინეთს ძლიერი ისტორიული კავშირები და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის არის ერთობლივი წვრთნები და ინფორმაციის გაზიარება. აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და სკანდინავიური ქვეყნები „დაიწყებენ მკაფიო პროცესს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.  

დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი

რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან NATO-ს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ალიანსი მზად არის, მიიღოს ისინი ფაქტიურად „თეთრი ხელის ქვეშ“- უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურების პირობებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან NATO-ს“ – თქვა მედვედევმა. ასევე წაიკითხეთ: ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის

შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა. „რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთიანობას. შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ“, - დაწერა ტრასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

Reuters-ი: ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ

ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას. არსებული ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები აპირებენ, რომ 16 მაისის კვირაში შეხვდნენ და ამის შემდეგ, საჯაროდ გამოაცხადონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს  

NATO-ს გენერალური მდივანი: ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით

ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ,- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, Reuters-მა 26 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს  

დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

NATO-ს წევრმა დანიამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა. მანამდე, მსგავსი ბრალდებით რუსეთის მიმართ შვედეთი გამოვიდა. „ეს სრულიად მიუღებელი და უკიდურესად შემაშფოთებელია არსებულ ვითარებაში“, - განაცხადა კოფოდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას. დანიური მხარე აცხადებს, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში მოკლე ხნით იმყოფებოდა, დანიის F-16 თვითმფინავებმა კი, რეაგირება მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.  

ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოსა და შვედეთის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ულრიკ თიდესტრომის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი უკვე გადაეცა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ხოლო მეორე ნაწილი ევროკავშირს უახლოეს მომავალში გადაეცემა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, ამ პროცესში კი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების სიხშირე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს.  

შვედეთის პრემიერ-მინისტრი: ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – „უკრაინისთვის“ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.  ანდერსონმა უკრაინის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას სასწრაფო სჭირდება ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე სამხედრო აღჭურვილობა. „ჩვენ აქ შევიკრიბეთ უკრაინის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად. ეს ხალხი განიცდის უზარმაზარ უსამართლობას და ტანჯვას. მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო 11 წლის ილიას, ოდესელი ბიჭუნას სიტყვებით, რომლებიც მანდ „იუნისეფს“ უთხრა: „მე მეშინოდა. მე მესმოდა აფეთქებები. ნებისმიერ დროს რაკეტა შესაძლებელი იყო, მოხვედროდა ჩემს სახლს და ყველა დაიღუპებოდა“. ასევე წაიკითხეთ: გაერთიანებული სამეფო უკრაინას 57 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს  

შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს

უნდა მიმართოს თუ არა შვედეთმა გაწევრიანების განაცხადით  NATO-ს, ამასთან დაკავშირებით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია 15 მაისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ AFP ოფიციალურ კომენტარზე დაყრდნობით წერს. თუ სოციალ-დემოკრატები მხარს დაუჭერენ ალიანსში გაწევრიანებას, ეს იქნება მკაფიო განაცხადი საპარლამენტო უმრავლესობისგან, იმ ფონზე, თუ მეზობელი ფინეთი, რომლის გადაწყვეტილება ასევე მოსალოდნელია უახლოეს დღეებში, გაწევრიანების განაცხადს წარადგენს. ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს ფინეთის სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიას წარმოადგენენ, სავარაუდოდ, 14 მაისს გამოაცხადებენ თავიანთ პოზიციას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში  გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.

შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს

შვედეთის მთავრობა არ გეგმავს რეფერენდუმის ჩატარებას, თუ მისი პარლამენტი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას გადაწყვეტს, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა. პრემიერის თქმით, რეფერენდუმი "ცუდი იდეაა". „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ბევრი ინფორმაციაა, რომელიც კონფიდენციალურია, ამიტომ, არის მნიშვნელოვანი საკითხები, მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთა განხილვა ასეთი რეფერენდუმის დროს შეუძლებელია“, - განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რომელიც არ უჭერს მხარს ალიანსში მისი ქვეყნის გაწევრიანებას, ასევე უარყო ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებები. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შვედეთის პარლამენტის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებენ. Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას. ასევე წაიკითხეთ NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ  

ბრიტანეთი შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება

გაერთიანებული სამეფო შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შვედეთსა და ფინეთში ვიზიტისას ორივე ქვეყანასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების დეკლარაციებს. ჯონსონის თქმით, შეთანხმებების თანახმად, „კატასტროფის შემთხვევაში, ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით.“ ჯონსონის თქმით, დახმარება „დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე“. გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმებები გააძლიერებს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას და დააჩქარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და ჯარების განლაგებას. შვედეთი და ფინეთი ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს დიდ ბრიტანეთთან და არიან ერთობლივი საექსპედიციო ძალების ნაწილი, მრავალეროვნული სამხედრო კოალიცია, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფს შორეული ჩრდილოეთის, ჩრდილო ატლანტიკური და ბალტიის ზღვის რეგიონებში. თუმცა, უკრაინის ომმა გააძლიერა შიში სტოკჰოლმსა და ჰელსინკში, რომ ორმხრივი შეთანხმებები არ ჩაანაცვლებს NATO-ს  წესდების მე-5 მუხლს, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველაზე. უახლოეს დღეებში შვედეთი და ფინეთი გამოაცხადებენ თავიანთ განზრახვებს ნატოში შესაძლო შესვლის შესახებ. ასევე წაიკითხეთ შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს ცნობილია, როდის გამოაცხადებს ფინეთი NATO-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას

14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ბერლინი უმასპინძლებს. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს არაფორმალურ სამუშაო შეხვედრას ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან. როგორც ცნობილია, უნდა მიმართოს თუ არა შვედეთმა გაწევრიანების განაცხადით NATO-ს, ამასთან დაკავშირებით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია 15 მაისს გახდება ცნობილი. ფინეთის სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიას წარმოადგენენ, სავარაუდოდ, 14 მაისს გამოაცხადებენ თავიანთ პოზიციას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში  გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.  

ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ოფიციალურად უჭერს მხარს გაფართოებას, მისმა წინააღმდეგობამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას შვედეთსა და ფინეთს, რადგან ახალი წევრების მიღებას ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებათ. „შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით, მაგრამ  პოზიტიური შეხედულებები არ გვაქვს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბულში და დაამატა, რომ თავის დროზე, საბერძნეთის წევრად მიღება NATO-ს შეცდომა იყო. „ჩვენ, თურქეთს, არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია", - განაცხადა ერდოღანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.   

NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის. Reuters-ის ცნობით, ბერლინის შეხვედრაზე ბევრმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, ამასთან, ხაზს უსვამენ, მათი წევრობის შესახებ წინადადებების სწრაფი რატიფიცირების აუცილებლობას, რასაც როგორც წესი, ერთ წლამდე პერიოდი სჭირდება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, რაც, არ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, ნაცრისფერი ზონა, სადაც მათი სტატუსი გაურკვეველია. თუ ეს ორი ქვეყანა NATO-ს წევრობას გადაწყვეტს, მათი გაწევრიანება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბერბოკი გულისხმობდა რატიფიკაციის პერიოდს, რომლის დროსაც სკანდინავიური ქვეყნები ჯერ კიდევ არ იქნებიან დაცული NATO-ს მე-5 მუხლით, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.  

ბლინკენი: შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბერლინში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ „თითქმის ყოვლისმომცველი ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“ მოისმინა. ბლინკენი დარწმუნებულია, რომ NATO-ს ქვეყნები ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსს მიაღწევენ. „აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს NATO-ს შვედეთის ან ფინეთის განცხადებას, თუ ისინი გადაწყვეტენ ოფიციალურად მიმართონ ალიანსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს“, - ამბობს ბლინკენ. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.  

ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ. ამასთან, უზრუნველყონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და გააუქმონ თურქეთისთვის ექსპორტის აკრძალვები. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი არავის ემუქრება, მაგრამ საუბრობს შვედეთის მხრიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდაჭერაზე. ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. რუსეთის მეზობელმა ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს თურქეთი დიდი ხანია, სკანდინავიურ ქვეყნებს, განსაკუთრებით შვედეთს ექსტრემისტული, ქურთული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს. იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა.  

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება

თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“, (ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს), – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა ბერლინში, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. ამასთან, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ​თავიდანვე მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. „თუნდაც წარსულში, როდესაც NATO-ს რამდენიმე წევრი წინააღმდეგი იყო ზოგიერთი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების, ჩვენს რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთში, მხარს ვუჭერდით მათ გაწევრიანებას. მაგრამ NATO არ არის კავშირი, არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის ალიანსი. ამიტომ საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ასევე არის სოლიდარობა, როდესაც ეს მოკავშირეებს სჭირდებათ. მაშასადამე, პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი), ღიად უჭერს მხარს „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“. ისინი ტერორისტული ორგანიზაციები არიან და ყოველდღიურად ესხმიან თავს ჩვენს ჯარისკაცებს. ამიტომ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მხარს უჭერენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს,“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში 14 მაისს. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.

შვედეთის მმართველმა პარტიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს

შვედეთის მმართველი „სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ NATO-ში განაცხადის წარდგენაზე იმუშავებს. თუმცა შვედეთს არ სურს ბირთვული იარაღი ან NATO-ს ბაზები ქვეყანაში. „სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ, რომ შვედეთმა, NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაცხადებს ცალმხრივი დათქმების შესახებ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. დღესვე, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ NATO-ს წევრი შვედეთი მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მიაღწევს უფრო მეტ უსაფრთხოებას. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ შვედეთი დაუცველი იქნება განაცხადის წარდგენის პროცესის დროს, ვიდრე სხვა ქვეყნების სრულ მხარდაჭერას მიიღებს.  სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

რას გულისხმობს ცალმხრივი დათქმები, რომლებსაც შვედეთის მმართველი პარტია NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში დაუჭერს მხარს

შვედეთის მმართველი „სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ NATO-ში განაცხადის წარდგენაზე იმუშავებს, თუმცა შვედეთს თავისი პირობები აქვს. „სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ, რომ შვედეთმა, NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაცხადებს ცალმხრივი დათქმების შესახებ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. შვედეთს და ფინეთს პირობებს უყენებს თურქეთი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მიუხედავად ამისა, NATO-ს ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი

შვედეთის პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.  ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ მაგდალენა ანდერსონის თქმით, თუ შვედეთი იქნება ერთადერთი ქვეყანა ბალტიისპირეთის რეგიონში, რომელიც არ შეუერთდა NATO-ს, „ძალიან დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან". შვედეთის პრემიერის თქმით,  ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება დაეხმარება შვედეთს, მიაღწიოს უფრო მეტ უსაფრთხოებას და თავადაც შეიტანოს წვლილი უფრო მეტ უსაფრთხოებაში. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის გადაწყვეტილება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ის, რაც საუკეთესოა შვედეთისთვის. თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია ფინეთის პრეზიდენტი. „ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმები და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ. მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ, ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც მან წამოჭრა. 30 წელია, NATO-ს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. რას გულისხმობს ცალმხრივი დათქმები, რომლებსაც შვედეთის მმართველი პარტია NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში დაუჭერს მხარს გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს „ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ. მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ, ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც მან წამოჭრა. 30 წელია, NATO-ს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ დაადასტურა, რომ დელეგაცია თურქეთს ეწვევა, რათა NATO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილონ. როგორც ცნობილია, თურქეთს მოკავშირეებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. რუსეთის რეაქციის შეფასებისას, ან ლინდემ აღნიშნა, რომ რუსეთმა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა იმის შესახებ, რომ შვედეთის მოქალაქეები ნაცისტები არიან. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიბერშეტევების გააქტიურებას ელის. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი  

ჩინეთი NATO-ში ფინეთის გაწევრიანებაზე: ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე პატივს სცემს ერთმანეთის ლეგიტიმურ შეშფოთებებს

ჩინეთი იმედოვნებს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების სურვილის ფონზე, ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და პატივს სცემს ერთმანეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სპიკერმა აღნიშნა, რომ რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ახალ პირობებს წარმოშობს პეკინსა და ჰელსინკის ურთიერთობებში, რომლებიც ყოველთვის მეგობრული იყო. „ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და ერთმანეთის ლეგიტიმური შეშფოთებების პატივისცემაზე დაყრდნობით, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით შექმნიან რეგიონული უსაფრთხოების დაბალანსებულ, ეფექტიან და მდგრად სტრუქტურას", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.  

"ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს", - ამის შესაებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინი: ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს „ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს. სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება. საერთოდაც პრობლემა ცარიელ ადგილზე იქმნება, ამაზე შესაბამის რეაგირებას ვიქონიებთ“,- განაცხადა პუტინმა. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი  

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანა NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს

პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს. მაგდალენა ანდერსონი სტოკჰოლმში პრესკონფერენციას მართავს.  შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტის ხანგრძლივ ისტორიის დარღვევა გადაწყვიტა.  პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის.

პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას

რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ფინეთთან და შვედეთთან, მათი შემოსვლა NATO-ში, არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ОДКБ-ს სამიტზე განაცხადა. ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება "გამოწვევას საპასუხო რეაქციას", - განაგრძო პრეზიდენტმა. „რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას: დიახ, ეს არის პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად ხელოვნურადაა შექმნილი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.  რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ამ ქვეყნებთან [შვედეთთან და ფინეთთან] და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, [NATO-ს] გაფართოება ამ ქვეყნების ხარჯზე არ ქმნის მყისიერ საფრთხეს, მაგრამ ამ რეგიონის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება უპირობო იქნება, ჩვენს პასუხს გამოიწვევს“, - განაცხადა პუტინმა. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკანდინავიის სახელმწიფოების ქმედებებმა შეიძლება დაამძიმოს „უკვე რთული ვითარება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში“. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა 16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს.  პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის.

ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის დასათანხმებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ.  ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი NATO-ში გაწევრიანებაზე შვედეთისა და ფინეთის განაცხადს არ დაეთანხმება. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დადებით პასუხს არ გავცემთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს იყენებენ თურქეთის მიმართ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა როგორც ცნობილი გახდა, კანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის. თავის მხრივ. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. 16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.  სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.  „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ NATO-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ან ლინდემ განაცხადა, რომ დოკუმენტი ფინეთთან ერთად NATO-ს მალე გადაეცემა. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.  შეგახსენებთ,ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას თურქეთი არ ემხრობა. პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის. თუმცა ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს.  ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს

ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში, NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენას მხარი დაუჭირა. ფინეთის პარლამენტის 188 დეპუტატმა NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებაზე განაცხადს მხარი დაუჭირა, ხოლო 8-მ საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.  ამასთან, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ NATO თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შეძლებს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.  „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.

NATO-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, შვედეთის და ფინეთის ლიდერებს ჯო ბაიდენი თეთრ სახლში მიიღებს

NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი შვედეთის და ფინეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან. პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და პრეზიდენტი საული ნიინისტო სავარაუდოდ,  ფინეთისა და შვედეთის NATO-ში განაცხადებს და ევროპულ უსაფრთხოებას და რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.  შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერეს.  სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.    

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 18 მაისს ბრიუსელში მიიღო ფინეთისა და შვედეთის ელჩებისგან განაცხადი ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. 17 მაისს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ ხელი მოაწერა შვედეთის განცხადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. იმავე დღეს ფინეთის პარლამენტმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება 188 მომხრე და რვა წინააღმდეგი ხმით დაამტკიცა. ქვეყნების განაცხადებს NATO-ს საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს. თურქეთის ხელისუფლებამ უკვე წამოაყენა პირობების სია, რომლითაც ისინი დათანხმდებიან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი შვედეთსა და ფინეთს სთხოვს PKK-ის და მისი ფილიალების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებას. ქვეყანა ასევე ელოდება F-16 გამანადგურებლების ახალ პარტიას და კვლავ F-35 გამანადგურებლების მიწოდების პროგრამაში მოხვედრას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას. 

რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. ანკარის საპასუხოდ, დიალოგის სურვილი გამოთქვა შვედეთმა და დელეგაციის ვიზიტიც დაგეგმა თურქეთში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტისგან პირდაპირი უარი მიიღო. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ რას ნიშნავს თურქეთის პოზიცია NATO-სთვის, რა ბერკეტები აქვს მას და როგორ და რა პირობებით შეუძლია ალიანსს, მაინც მიაღწიოს კონსენსუსს თურქეთის პოზიციის მიუხედავად. ამ საკითხებში გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება მიიღწევა, თუმცა გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკებების და ქვეყნების მიერ დათმობებზე წასვლის გზით. „მოგეხსენებათ, ანკარას შვედეთთან და ფინეთთან ჯერ კიდევ მაშინ დაეძაბა ურთიერთობები, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო. თურქეთში ფეთჰულა გულენის მომხრეების დევნის გამო ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. გაჩნდა ეჭვები, რომ თითქმის ნახევარი თურქეთი იყო ჩართული ამ გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში. ყველა, ვისაც სიმპათიები ჰქონდა გიულენის მიმართ და ასევე, უკმაყოფილო იყო ერდოღანის პოლიტიკით, ამ გადატრიალების მცდელობის მონაწილედ გამოაცხადეს. ზოგი გარიცხეს სამსახურიდან, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ზოგი ციხეში მოხვდა ასე შემდეგ. მოკლედ, ერდოღანმა ძალიან მკაცრი ზომები მიიღო. ამ დროს, შვედეთი და ფინეთი თურქეთის წინააღმდეგ ძალიან მძლავრი კრიტიკით გამოვიდნენ. დაიწყეს თურქეთიდან დევნილი/ლტოლვილი ადამიანებისთვის თავშესაფრის უფლების მიცემა, ბევრიც პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. გარდა ამისა, შვედეთმა თურქეთს გარკვეული ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, რაც თურქეთის გაღიზიანებას იწვევდა. ახლა, როდესაც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხი დადგა, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობამ ამ ბერკეტის გამოყენება გადაწყვიტა სკანდინავიის ქვეყნებზე ზეწოლისთვის. როგორც ჩანს, თურქეთის ძირითადი მიზანია, შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვან თურქეთიდან დევილთა შეფარებაზე, რომლებსაც თურქეთი კრიმინალებად თვლის. გარდა ამისა, ითხოვს სანქციების მოხსნას და უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ამ ადამიანების მიმართ; მისი შეხედულებებისთვის ანგარიშის გაწევას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია და დასაკავებელია, მაგალითად, ფინეთმა და შვედეთმა არ უნდა შეუშვან ისინი თავის ქვეყნებში. ასევე, თურქეთმა წამოსწია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრთა საკითხი, რომელსაც ტერორისტებად თვლის. ძალიან ბევრი ქურთი, რომელიც ამ ორგანიზაციასთან კავშირშია მხილებული თურქეთის ხელისუფლების მიერ, ფინეთსა და შვედეთს აფარებს თავს. მგონია, რომ ამ მიმართულებით წარიმართება მოლაპარაკებები თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი და აშშ-ის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის განხორციელებას პროგნოზირებს. ექსპერტი ასევე ელის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც გამოძებნიან გზებს და შესაძლოა, კიდევ ერთი საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში - მაგალითად, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლება, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ შეჩერდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხიც შეიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ანალიტიკოსის პროგნოზით, თურქეთი როგორც ამბიციური სახელმწიფო, შეეცდება, რაღაც სარგებელი მიიღოს მისი ამ უფლებიდან, რომ ახალი წევრების მიღებას ვეტო დაადოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგება. „შეიძლება, რაღაცის დათმობა ყველას მოუწიოს, მათ შორის ამერიკელებს, ევროპელებს, შვედებს, ფინელებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, თურქეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეარბილონ, უსაფრთხოების გარანტიების მიღებით და საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია რაზე მიუთითა ერდოღანმა, როდესაც განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკების მიზნით ჩასვლას აზრი არ აქვს. კახა გოგოლაშვილის დასკვნით, ერდოღანს შვედეთთან და ფინეთთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება სჭირდება.  „ერდოღანი ნაწყენია... დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თავისი წესი აქვს. როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტია, ყოველთვის შუამავალი აქტიურდება. იმთავითვე არ იმართება შეხვედრა. თურქებმა, რომლებსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ თუ ერდოღანი თავიდანვე დათანხმდებოდა შეხვედრას, მისი მოთხოვნების ფასი დაეცემოდა. ამრიგად, ვინმემ შუამავლის როლი უნდა იტვირთოს. იქნებიან ეს ამერიკელები, ფრანგები, გერმანელები თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, რომელსაც თურქეთთან კარგი ურთიერთობა და მასზე გარკვეულწილად, გავლენა აქვს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.  ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ შუამავლის მეშვეობით დიალოგის შემდეგ, მომენტი დადგება, როდესაც პირობებზე შეთანხმდებიან და ამის შემდგომ ჩატარდება შეხვედრაც. ექპერტის აზრით, ერდოღანის მხრიდან იმთავითვე დათანხმება იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ის პრაქტიკულად უარს ამბობს თავის პრინციპზე და მზად არის, აპატიოს ან მოილაპარაკოს ორივე ქვეყანასთან. „მას სჭირდება ორივე ქვეყანასთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ვინ შეიძლება, იტვირთოს ლიდერის ფუნქცია, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს შეერთებული შტატები, თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ დაძაბულ პერიოდს თურქეთსა და აშშ-ს  ურთიერთობებში? ექსპერტი ამ შეკითვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამერიკას თურქეთი კონსულტაციებზე უარს ვერ ეტყვის. „დიახ, ჰქონდათ გარკვეული დაძაბულობა ურთიერთობებში, თუმცა ამერიკას დიდი გავლენა აქვს თურქეთზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამერიკას ვერ ეტყვის: „თავს ნუ შეიწუხებთ ჩამოსვლაზე“. შეიძლება, ბლინკენი წავიდეს, ან ოსტინი, უარს ვერ ეტყვის კონსულტაციებზე. მაგრამ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, ვის აირჩევენ შუამავლად და შემდგომში როგორ შედგება მათ შორის კომუნიკაცია“.  თუ თურქეთმა აბსოლუტური უარი განაცხადა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე, ექსპერტი სხვა გზასაც განიხილავს. კერძოდ, NATO-ს პარალელურად სხვა ალიანსის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც თურქეთი არ იქნება და სწორედ ამ ალიანსის ფარგლებში ექნებოდათ შესაძლებლობა შვედეთსა და ფინეთს, მიეღოთ უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის შვედეთის და ფინეთის მიღება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბალტიისპირეთის საკითხი დაიხურება რუსეთის შევიწროებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები არიან, ორივე ძალიან დიდი სამხედრო ძალაა. შვედეთი თავისი საჰაერო ძალებით, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ფინეთი - თავისი სახმელეთო არმიით, რომელსაც ძალიან დიდი არმია ჰყავს. მას ჰყავს 60 000-იანი პროფესიული ჯარი და სულ რამდენიმე დღეში შეუძლია, მისი გაზრდა 16 000-მდე. გარდა ამისა, ომის შემთხვევაში 9 00 000-მდე რეზერვის მოზიდვა შეუძლია. ამდენად, თითქმის მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია, რადგან რეზერვისტები არიან ძალიან კარგად მოტივირებულნი და გაწვრთნილნი. ამასთან, აქვს სრული შეიარაღება. არავინ დარჩება შეუიარაღებელი. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე თუ განვიხილავთ, ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი შესაძლებლობა აქვთ ფინეთს და შვედეთს, რომ დაიცვან თავი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს  ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა  

იენს სტოლტენბერგი: ეს ისტორიული მომენტი უნდა გამოვიყენოთ

ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. NATO-ს გენერალური მდივანი შვედეთისა და ფინეთის მიერ განაცხადის წარდგენას მიესალმა. კარგი დღეა, კრიტიკულ მომენტში ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დიდი მადლობა ფინეთსა და შვედეთის გაწევრიანებაზე განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი გაწევრიანება NATO-ში, ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. თქვენ მიერ დღეს წარდგენილი აპლიკაციები ისტორიული ნაბიჯია. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და სწრაფად მივიდეთ დასკვნებამდე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ მოკავშირეების არაერთი განცხადება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებისთვის. NATO უკვე ფხიზლადაა ბალტიის ზღვის რეგიონში. NATO და მოკავშირეთა ძალები საჭიროებისამებრ გააგრძელებენ ადაპტაციას. ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.  რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.  შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს

მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე, თურქეთის შეშფოთებები ლეგიტიმურია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებამდეც უჭერდა მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთებები გააჩნია. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ „ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს ჩვენს რეგიონში და ამ მიზეზით ჩვენ ვხედავთ, რომ ფინეთსა და შვედეთს სურთ, გახდნენ NATO-ს ახალი წევრები. თქვენ იცით, რომ თურქეთი NATO-ს ღია კარის პოლიტიკას ამ ომამდეც უჭერდა მხარს. თუმცა, რაც შეეხება ამ შესაძლო კანდიდატებს ან უკვე კანდიდატ ქვეყნებს, ჩვენ ასევე გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ასევე, არის შეზღუდვები თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტზე. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთებები, მე მქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი ჩემს შვედ და ფინელ კოლეგებთან ბერლინში. ჩვენ გვესმის მათი უსაფრთხოების შეშფოთებები, თუმცა თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებები ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს  ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა   თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ერდოღანი: თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგება

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგება, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის „ჩვენ ვუთხარით ჩვენს მეგობრებს, რომ ვიტყოდით - „არას“ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე და ასე გავაგრძელებთ ჩვენს გზას“, - განაცხადა ედოღანმა. თურქეთის მიერ დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ ფინეთისა და შვედეთის განაცხადის დამტკიცება გადამწყვეტია, რადგან NATO გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს. მისი 30 წევრი ქვეყნიდან თითოეულს აქვს უფლება, ვეტო დაადოს გაწევრიანებას. ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის წინააღმდეგობა ეხება შვედეთს  და შედარებით ნაკლებად ფინეთს. ერდოღანმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეტენზია ამ ორი ქვეყნის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად აღიარებს. თურქეთი ასევე ადანაშაულებს შვედეთსა და ფინეთს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომელსაც თურქეთის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა და ფინეთმა, იარაღის ექსპორტი შეზღუდა თურქეთში, 2019 წელს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში ოპერაციის შემდეგ, რომლის მიზანიც ქურთი ბოევიკებისგან ტერიტორიის გაწმენდა იყო. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

NATO შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის შეშფოთებას განიხილავს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, NATO განიხილავს თურქეთის „შეშფოთებას“ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების გამო. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა დღეს კვლავ გაიმეორა, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს ვერ დაუჭერს და ამ ქვეყნებს ტერორისტების თავშესაფრად მიიჩნევს. ბაიდენმა NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი ფინეთის და შვედეთის ლიდერებს უმასპინძლა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ფინეთთან, შვედეთთან და თურქეთთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ იმ შეშფოთებას, რომელიც თურქეთმა გამოთქვა, რათა ვიპოვოთ „შეთანხმების გზები, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ“, -  განაცხადა სტოლტენბერგმა კოპენჰაგენში დანიის პრემიერ მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.  

ბაიდენმა ფინეთის და შვედეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე, შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.  ბაიდენმა NATO-ს წევრობაზე განმცხადებლებს თეთრ სახლში უმასპინძლა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ქვეყნები უკვე აკმაყოფილებენ NATO-ს ყველა კრიტერიუმს. „დღეს ჩემი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგენს ანგარიშებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რათა სენატი ეფექტიანად და სწრაფად გადაერთოს კონსულტაციისა და თანხმობის შესახებ ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „დღეს მე ამაყი ვარ, რომ მივესალმები და ვაცხადებ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორი დიდი დემოკრატიისა და ორი ახლო, მაღალკვალიფიციური პარტნიორის მიმართ, რათა ისინი შეუერთდნენ უძლიერეს, ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. ეს არის ორი ამაყი დამოუკიდებელი ქვეყანა თავის სუვერენულ უფლებებს იცავს და გამოხატავს, ისევე როგორც, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად მიმართვისას. ჯო ბაიდენის თქმით, დღეს კითხვის ნიშნები არ არსებობს საკითხის ირგვლივ, რომ: NATO აქტუალურია, ის ეფექტიანია და ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. „შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის მთელ რიგ საკითხებში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები, ისინი უკვე მსახურობდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს, რომელიც იცავს თავისუფლებას , - აღნიშნა ბაიდენმა. შეერთებულ შტატებში, სენატის სულ მცირე ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი თავდაცვით ალიანსში ახალი წევრის მიღებას. ანალოგიურად, 30-ვე ამჟამინდელი წევრის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს ამ შემთხვევაში შვედეთის და ფინეთის მიერ შეტანილი განაცხადები. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, ორი ქვეყნის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა და თავისი შეშფოთება განიხილა. ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს განუცხადა, რომ ანკარა მისი შეშფოთების გადასაჭრელად კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთს 2019 წელს სირიაში შეჭრის შემდეგ იარაღის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო უნდა გაუქმდეს. ანდერსონმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ აფასებს თურქეთის ამ მოწოდებას და რომ შვედეთი თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას იმედოვნებს. „მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი მიესალმება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი აშკარად მხარს უჭერს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და PKK-ის ტერორისტულ სიაში შეყვანას“, - ამბობს ანდერსონი გავრცელებულ განცხადებაში. ნიინისტომ განაცხადა, რომ ღია და პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა ერდოღანთან და დათანხმდა მჭიდრო დიალოგის გაგრძელებას. „განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო Twitter-ზე. NATO შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის შეშფოთებას განიხილავს რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ანკარაში შეხვდებიან

25 მაისს, ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის მხარეები NATO-ში გაწევრიანების თაობაზე სტოკჰოლმისა და ჰელსინკის განაცხადებს განიხილავენ. მოლაპარაკებების პროცესში თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი ხელმძღვანელობენ. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები, რომლებსაც უძღვებიან შვედეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანი ოსკარ სტენსტრომი და ფინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იუკა სალოვაარი. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.  ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის წინააღმდეგობა ეხება შვედეთს  და შედარებით ნაკლებად ფინეთს. ერდოღანმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეტენზია ამ ორი ქვეყნის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად აღიარებს. თურქეთი ასევე ადანაშაულებს შვედეთსა და ფინეთს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომელსაც თურქეთის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა და ფინეთმა, იარაღის ექსპორტი შეზღუდა თურქეთში, 2019 წელს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში ოპერაციის შემდეგ, რომლის მიზანიც ქურთი ბოევიკებისგან ტერიტორიის გაწმენდა იყო. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

ანდერსონმა ერდოღანის პრეტენზიებს უპასუხა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს იმართება. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

თურქეთი აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება

თურქეთმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თურქეთის უსაფრთხოების საკითხები კონკრეტული ნაბიჯებით არ დაკმაყოფილდება, პროცესი წინ არ წავა. დელეგაციებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ისინი ჩვენს მოთხოვნებს თავიანთ ლიდერებთან განიხილავენ და შემდეგ გამოგვეხმაურებიან", - განაცხადა ერდოღანის სპიკერმა. მანამდე, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს გაიმართა. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

ერდოღანმა და მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადები NATO გაწევრიანების შესახებ, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. საფრანგეთის პრეზდენტის ოფისის ცნობით, მაკრონმა ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით, დემოკრატიული პროცესის შედეგია. მაკრონის შეფასებით, უსაფრთხოების გარემოს ევოლუციაზე ფინეთმა და შვედეთმა რეაქცია მოახდინეს.  თურქეთის პრეზიდენტმა უთხრა მაკრონს, რომ „შვედეთისა და ფინეთის კონტაქტები პირებთან და ე.წ. ორგანიზაციებთან, რომლებიც აკონტროლებენ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK/YPG არ იქნება თავსებადი ალიანსის სულისკვეთებასთან, ნათქვამია თავის მხრივ, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს - Times ორი ლიდერი ასევე შეეხო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, იტყობინება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ტრანსპორტირების სხვადასხვა შესაძლო გზა განიხილეს და შეთანხმდნენ, დარჩნენ კონტაქტზე, რათა სწრაფად იპოვონ გამოსავალი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.

ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეიძლება, მომავალი თვის ბოლოს, ალიანსის ლიდერების სამიტისთვის, სწრაფად გადაიჭრას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოსთან ერთად, ვაშინგტონში,  გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება. „აშშ სრულად უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას და მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვენები მალე NATO-ს წევრები გახდებიან. მოუთმენლად ველით, შევძლებთ ფინეთს და შვედეთს ჩვენი მოკავშირეები ვუწოდოთ“, - განაცხადა ბლინკენმა. თავის მხრივ, ჰავისტოს თქმით, მისმა ქვეყანამ და შვედეთმა ბოლო დღეებში თურქეთთან „კარგი მოლაპარაკებები“ გამართეს. შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება.          თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ერდოღანი შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ ხედავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებები გასულ კვირას „სასურველ დონეზე“ ვერ შედგა. ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე, თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. უფრო ადრე: ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები 25 მაისს გაიმართა. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

შვედეთი ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას კრძალავს

შვედეთის პარლამენტმა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების აკრძალვისა და ალუმინის მოპოვების წესების გამკაცრებაზე მთავრობის წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზეა ნათქვამი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქვანახშირის, ლიგნიტის, ნედლი ნავთობის, ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ქვეყანა ნებართვებს აღარ გასცემს. ეს ცვლილებები გარემოსდაცვით კოდექსში 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

შვედეთი უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის

რუსეთის აგრესიის ფონზე შვედეთის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიას გადასცემს. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ Twitter-ზე განაცხადა.  შვედეთი უკრაინას გაუგზავნის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა საბრძოლო მასალას. „ეს მეოთხე მხარდაჭერის პაკეტი ასევე მოიცავს ფინანსურ კონტრიბუციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. მთლიანი თანხა მოიცავს 95 მილიონ ევროზე მეტს", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო

NATO-ს გაფართოებული საზღვაო წვრთნები ბალტიის ზღვაში დაიწყო. ორკვირიან სწავლებას - Baltops 22 წელს შვედეთი მასპინძლობს, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ფინეთის საზღვაო და საჰაერო ძალები. წვრთნებში ჩაერთვება 45 ხომალდი, 76 თვითმფრინავი, 16 ქვეყანა - მათგან 14, NATO-ს მოკავშირე და ორი ძალიან ახლო პარტნიორი. სამხედრო ლიდერები ვარაუდობენ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წლებში.  NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს 5-დან 17 ივნისამდე სწავლებას ფინეთის საზღვაო ძალების 200-მდე პერსონალი შეუერთდება. აშშ-ის მთავარი გენერალი მარკ მილი პარასკევს შეხვდა ფინეთის პრეზიდენტს საული ნიინისტოს და ალიანსში გაწევრიანებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა.  თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირება იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა.  რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.  

NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა. სტოლტენბერგმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარს კონსტრუქციული უწოდა. „თურქეთი ღირებული მოკავშირეა. ჩვენ ვისაუბრეთ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე და გავაგრძელებთ დიალოგს“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. სტოლტენბერგი, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე შეხვდა ფინეთის პრემიერ-მინისტრს. ინფორმაციისთვის, თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირებას იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ.  რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.  

მედია: ერდოღანი შვედეთის პრემიერისგან თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ Expressen წყაროებზე დაყრდნობით წერს. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი   ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ გამოცემის ცნობით, ერდოღანმა შვედეთის მთავრობას 10 წლის წინ წვეულებაზე ჰულტკვისტის გამოსვლა შეახსენა, სადაც ის ქურთისტანის მუშათა პარტიასა და მის დაპატიმრებულ ლიდერ აბდულა ოჯალანზე დადებით კონტექსტში საუბრობდა. 2011 წელს ჰულტკვისტი, [მაშინდელი სოციალ-დემოკრატების პარლამენტის წევრი] წვეულებას ქალაქ ბურლანგეში დაესწრო, რომელიც PKK-ის 33 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მან იმ დროს განაცხადა, რომ ღონისძიებას ქურთების დაცვის მიზნით დაესწრო და სურდა ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიისთვის, მხარდაჭერის გამოხატვა. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  „თურქეთს სურს, რომ ჰულტკვისტი თავდაცვის მინისტრის პოსტს ჩამოაშორონ“, - განუცხადა Expressen-ს წყარომ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი შვედეთისა და თურქეთის მთავრობების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დროს დაისვა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თურქეთი ერთადერთი იყო, ვინც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა. ანკარას ოფიციალური მოთხოვნები ძირითადად ეხება შვედეთის დამოკიდებულებას ქურთებისა და თურქული ოპოზიციის მიმართ, ასევე იარაღის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას. თურქეთმა ასევე განაცხადა, რომ მან შვედური იარაღი აღმოაჩინა PKK-ის მებრძოლებში, რასაც შვედეთი უარყოფს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

შვედეთის ელჩი: მივესალმებით საქართველოს ევროპულ არჩევანს

შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს. კვლავ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა. „სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი. გასული ორი ათწლეულის მანძილზე ფინანსურად თუ პოლიტიკურად ვმონაწილეობდით თქვენს განვითარებაში. ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩართულობის დონეც ასევე მნიშვნელოვანია.  შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს პოლონეთთან ერთად. ჩვენ წამოვიწყეთ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით და ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებით დაბოლოვდა საქართველოსთვის", - განაცხადა ტიდესტრომმა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთს ვიზიტით ეწვევა

12-13 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთში ვიზიტით ჩავა. იენს სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკა ჰავისტო და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.  ორშაბათს გენერალური მდივანი შვედეთში გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონს და მისი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.   

შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება. როგორც ლინდემ აღნიშნა, ეჭვგარეშეა, რომ შვედეთი მოკავშირეებთან ერთად იდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.  „ჩვენმა განაცხადმა NATO-ს წევრებს შორის ფართო მხარდაჭერა მიიღო. ჩვენი მიზანია, რომ თურქეთის მიერ წამოჭრილ საკითხებზე პროგრესს კონსტრუქციული სულისკვეთებით მივაღწიოთ“, - აღნიშნავს ენ ლინდე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ

მოკავშირეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან“, - მიმართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტს. იენს სტოლტენბერგი ფინეთში ვიზიტით იმყოფება, ხვალ ის შვედეთში ჩავა. „NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები ისტორიულია. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი წევრობა გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი გაწევრიანება გაზრდის საერთო უსაფრთხოებას. ფინელი ჯარისკაცები მონაწილეობენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში.  ახლა კი მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან.ჩემი თანამშრომლები ასევე აგრძელებენ მჭიდრო დიალოგს სამივე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად, რათა წინ წავიწიოთ თქვენი გაწევრიანების გზაზე. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება ასე რომ, პრეზიდენტი ნიინისტო, NATO და ფინეთი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს. NATO-სთვის მნიშვნელოვანია ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება. ბევრმა მოკავშირემ უკვე გამოხატა თავისი ვალდებულება თქვენი უსაფრთხოების მიმართ. NATO ფხიზლად რჩება. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ამ რეგიონში. როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი წვთნები - BALTOPS მიმდინარეობს 7000-ზე მეტი ძალით NATO-ს 14 მოკავშირიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებიც მხარდამხარ ვარჯიშობენ. ფინეთის და შვედეთის ძალები ასევე მონაწილეობენ NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნებში ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. ეს არის NATO-ს ერთგულების ძლიერი დემონსტრირება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონის მიმართ“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.   

საული ნიინისტო: ფინეთი NATO-ში შვედეთის გარეშე ვერ შევა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ს წევრობაზე უარს იტყვის, თუ მასთან ერთად ამ სტატუსს შვედეთიც არ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით წერს. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საული ნიინისტოს ჰკითხეს, განაგრძობს NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წინ წაწევას, იმ შემთხვევაში, თუ შვედეთის განაცხადის განხილვა გადაიდება ან ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს მიიღებს. „შვედეთში ამბობენ, რომ ფინეთის საქმე ჩვენია. მე ვამბობ, რომ შვედეთის საქმე ჩვენია. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ერთად ვმოძრაობთ“, - განაცხადა ნიინისტომ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს:  შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.  ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა მზად არის, თურქეთის შეშფოთება გადაჭრას. მისი თქმით, შვედეთმა „უკვე დაიწყო ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა. პირველ ივლისს, შვედეთის ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეიცვლება. ქვეყნის იარაღის ექსპორტის დამოუკიდებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად გადახედავს თავის პოლიტიკას. სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია, გადაწყდება თუ არა ეს საკითხი მადრიდის სამიტამდე, 28 ივნისს; თუ შვედეთის საპარლამენტო არჩევნებამდე, 11 სექტემბერს. თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყოფენ შვედეთის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის ალიანსში სრულფასოვან წევრობას მიაღწევს. შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს NATO, სტოქჰოლმზე თავდასხმის შემთხვევაში, სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ „წარმოუდგენელია, NATO-ს მოკავშირეებმა რეაგირება არ მოახდინონ“. შვედეთი, ნორვეგიასთან ერთად, დიდი ხანია, თანამშრომლობს NATO-სთან, მაგრამ, არაწევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თავდასხმა ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. „უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახული, შვედეთი ახლა უკეთეს ადგილზეა, ვიდრე განაცხადის გაკეთებამდე”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შვედეთში, პრემიერ-მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO „მყარად და აქტიურად“ მუშაობს შვედეთთან და თურქეთთან, რათა დავა „რაც შეიძლება მალე“ გადაიჭრას. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ

NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან საერთო გამოწვევები და მიზნები განიხილა

ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. "ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და გართულებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეს და რისკს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და შვედეთის ძლიერ მხარდაჭერას. ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებმა ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ მიზნით უწყებებში გატარებული რეფორმები ერთმანეთს გაუზიარეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პირველი წარმატებული პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ (JTEC) ცენტრში ფინელი და შვედი მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ასევე თურქ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებთან.  

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე: საქართველო ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას, ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.  „ვიმსჯელეთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე. შვედეთი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოში რეფორმების გაგრძელებას, რაც საჭიროა თქვენი ევროპული ინტეგრაციის წინ წასაწევად. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ ძალიან ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო მიეკუთვნება დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს“, – განაცხადა ანდრეას ნორლენმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ანდრეას ნორლენთან და შვედეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განიხილეს ის გეგმებიც, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს. „გაფართოებული შეხვედრა გაიმართა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები განვიხილეთ. შვედეთის მხრიდან გვაქვს ამ მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა. ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც აქვს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. ზოგადად, რომ შევაჯამოთ სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტი, ოთხივე ქვეყნისგან გვაქვს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს კანდიდატობასთან და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტით, შევძელით როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დღესვე, პაპუაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI -ს შეხვდა. „პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და სწრაფვა მშვიდობიანი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. მხარეებმა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა. აღინიშნა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. შვედეთის მეფის განცხადებით, შვედეთის სამეფო გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან“, - აღნიშნულია პარლამნტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანკარა: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და მადრიდში NATO-ს მოახლოებული სამიტი ამ შემთხვევაში ბოლო წერტილი არ არის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ბრიუსელში,  NATO-ს შტაბ-ბინაში ორი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას „როგორც ადრე აღვნიშნეთ, NATO-ს სამიტი (მადრიდში) ჩვენთვის არ არის გარდამტეხი ან საბოლოო წერტილი. ამიტომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ ჩვენს თანამოსაუბრეებს ფინეთიდან და შვედეთიდან ღიად ვუთხარით“, - განაცხადა კალინმა.   თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თურქეთი ელის, რომ შვედეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ტერორისტული დაჯგუფების PKK-ის საქმიანობის წინააღმდეგ. ამასთან, პრესმდივანმა დასძინა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული განცხადებები უკვე გააჟღერა.   თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა შვედეთს და ფინეთს, აღკვეთონ მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი თანხების შეგროვება PKK-სთვის. ასევე მისი საქმიანობა და თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდა.   NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, ბრიუსელში, ბლოკის შტაბ-ბინაში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს შორის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა.  ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ

თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

BBC-ის ცნობით, თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტოს, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდელენა ანდერსონის და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ოთხმხრივი შეხვედრა მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე გაიმართა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გარღვევა მოხდა მას შემდეგ, რაც „სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გასამყარებლად". მემორანდუმი დასტურებს, რომ მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. „დღეს მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე, შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონთან, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრის შედეგად ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი ამ კვირაში მადრიდის სამიტზე მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის მოწვევას ალიანსში. კონკრეტულ ნაბიჯებზე NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია. ჩვენ გავხდებით NATO-ს მოკავშირეები და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ვალდებულებას. ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა. ფინეთი მუდმივად სერიოზულად ეკიდებოდა ამ შეშფოთებას. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი სრულად დაიცავს NATO-ს დოკუმენტებსა და პოლიტიკას კონტრტერორიზმის შესახებ.  როდესაც ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ, იარაღის ექსპორტისა და ექსტრადიციების საკითხებში, ბუნებრივია, ფინეთი აგრძელებს მუშაობას თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ ეს ეტაპი NATO-ში ფინეთის წევრობის გზაზე. ახლა მოუთმენლად ველი ნაყოფიერ საუბრებს NATO-ში ფინეთის როლზე ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან აქ, მადრიდში“, - აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის განცხადებაში. „მე მტკიცედ მივესალმები ამ სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერას და მტკიცედ მივესალმები კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სამივე ქვეყანამ გამოიჩინა მოლაპარაკებების დროს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება კარგია ფინეთისა და შვედეთისთვის, კარგია NATO-სთვის და კარგია ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. სამიტამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს. „ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ შვედეთს, ფინეთსა და ჩვენს მოკავშირე თურქეთს შორის შეთანხმებაზე, რათა შემდგომ აღმოვფხვრათ უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთების მიზეზები, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.    გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანებაზე ისტორიულია და რომ მათი გაწევრიანება გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას.   თავის მხრივ, ანდერსონმა დაამატა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადებმა მიიღო ძალიან ფართო მხარდაჭერა NATO-ს მოკავშირეებისგან.   „შვედეთი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ NATO-ში კონსენსუსია საჭირო. ჩვენი დაუცველობა გარე საფრთხეების მიმართ იზრდება, ვიდრე ოფიციალურად არ გავხდებით წევრები. ამ გაურკვევლობის საპასუხოდ, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და დანიამ შვედეთს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამისათვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. თურქეთმა წამოაყენა რამდენიმე საკითხი შვედეთისა და ფინეთის განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფინეთთან და NATO-სთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს ამ შაბათს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა ანდერსონმა.    ანკარა ოფიციალურად ითხოვდა: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთების მიზეზები ვერ აღმოიფხვრება

სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს და შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის შეხვედრა მადრიდში, სამშაბათს (2022 წლის 28 ივნისს), NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდნენ სამმხრივ მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებზე თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, რაც გზას გაუხსნის ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - თურქეთიდან - მევლუთ ჩავუშოღლუმ, ფინეთიდან - პეკა ჰაავისტომ და შვედეთიდან - ენ ლინდემ, სამივე სახელმწიფოს ლიდერის და გენერალური მდივნის თანდასწრებით. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმდ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის შეფასებით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიული წარმატებას მიაღწია. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს „ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, პრეზიდენტ ნიინისტოსთან და პრემიერ-მინისტრ ანდერსონთან. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეხება თურქეთის შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, მათ შორის იარაღის ექსპორტისა და ტერორიზმთან ბრძოლის გარშემო. არცერთ მოკავშირეს არ განუცდია უფრო სასტიკი ტერორისტული თავდასხმები, ვიდრე თურქეთს, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის, PKK-ის მხრიდან. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, სრულად დაუჭირონ მხარი თურქეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ეს მოიცავს მათი შიდა კანონმდებლობის შემდგომ შესწორებებს, PKK-ის საქმიანობის ჩახშობას; ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას თურქეთთან. ჩვენ მიერ ერთად მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას NATO-ში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს, პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ-მინისტრ ანდერსონს დღევანდელი მოლაპარაკებების კონსტრუქციული სულისკვეთებისთვის. NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან გამართა შეხვედრა. განსახილველ საკითხთა შორის ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და  საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.   ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.

NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია

NATO-მ მადრიდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაციით დაადასტურა, რომ შვედეთს და ფინეთს სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად იწვევს. NATO-ს დეკლარაციის მე-18 პუნქტში საუბარია ღია კარის პოლიტიკაზე. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთება სათანადოდ იყოს განხილული. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

ვიქტორ დოლიძე: ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება საქართველოსთვის კარგი მაგალითია

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია „ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ამავე დროს არის გადასარევი პრეცედენტი, რომ ასეთ სწრაფ დროში თურმე, თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქვეყანამ უკვე გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მომავალი გაწევრიანების თვალსაზრისით. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კარგი მაგალითია და კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს  

ერდოღანის თქმით, შვედეთმა 73 „ტერორისტის“ ექსტრადირების პირობა დადო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ გამოდის გაფრთხილებით, რომ თურქეთს შეუძლია, დაბლოკოს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ანკარის მოთხოვნა ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადაციის შესახებ. ერდოღანმა დაამატა, რომ შვედეთი დაჰპირდა თურქეთს 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებას და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დაფინანსების ჩახშობას. ერდოღანი: მემორანდუმი შვედეთთან და ფინეთთან თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

ერდოღანი: მემორანდუმი შვედეთთან და ფინეთთან თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა

NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაიკავოს ერთიანი და მყარი პოზიცია ტერორიზმთან მიმართებით და ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მადრიდში NATO-ს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს ბლოკმა მონდომება გამოიჩინა ტერორიზმის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლაში. რაც უნდა აისახოს რეალურ მოქმედებებში და არ დარჩეს ფურცელზე“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, პოზიცია, რომელიც ანკარამ აჩვენა შვედეთთან და ფინეთთან NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, იმის მაჩვენებელია თუ სად გადის თურქეთისთვის „წითელი ხაზი“ ტერორიზმის საკითხში.  NATO-ს გაფართოების თემასთან დაკავშირებით თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „სამმხრივი დეკლარაცია შვედეთთან და ფინეთთან არის თურქეთისა და თურქი ხალხის დიპლომატიური გამარჯვება მოლაპარაკებების რთული პროცესის შემდეგ". 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.   ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთმა და ფინეთმა მემორანდუმში ასახული პირობები უნდა შეასრულონ, რათა NATO-ს წევრები გახდნენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თურქეთთან ხელმოწერილი მემორანდუმის პირობები, რათა NATO-ს ნაწილნი გახდნენ. „თუ ისინი არ შეასრულებენ ხსენებულ პირობებს, ჩვენ მათ NATO-ში არ მივიღებთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში. მადრიდის სამიტის ფარგლებში, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად ოფიციალურად 29 ივნისს მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი. 

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე, მოლაპარაკებები დაასრულეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ფინეთთან და შვედეთთან, NATO-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. „ფინეთმა და შვედეთმა, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები დაასრულეს. ორივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა ალიანსში გაწევრიანების სურვილი და აიღო ვალდებულება, რომ NATO-ს წევრობისთვის განსაზღვრულ პოლიტიკურ, იურიდიულ და სამხედრო ვალდებულებებს შეასრულებს“, - ნათქვამია კომუნიკეში. ფინეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო და თავდაცვის მინისტრი ანტი კაიკონენი ხელმძრვანელობდნენ, ხოლო შვედეთის დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი ანნ ლინდე. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

კანადამ და დანიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინეს

პირველმა ორმა ქვეყანამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. „დღეს კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება... როგორც ახლო მეგობარი და უსაფრთხოების პარტნიორი, კანადა მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსში ამ ქვეყნების გაწევრიანებას. მათი წევრობა NATO-ს გააძლიერებს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, სწრაფად გადავიდნენ რატიფიკაციის პროცედურებზე, რათა ჩვენი მტრების მხრიდან ჩარევისთვის სივრცე შევავიწროვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ. თუმცა უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ დანიამ პროტოკოლის რატიფიცირება მასზე NATO-ს შტაბბინაში ხელმოწერიდან ორი საათის შემდეგ მოახდინა და შესაბამისად, ის იყო პირველი ქვეყანაც, რომელმაც ეს პროცედურა შეასრულა. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს „იმედი მაქვს, სხვა მოკავშირეებიც ასეთივე სისწრაფით მოახდენენ რატიფიცირებას", - დაწერა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა Twitter-ზე. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს ხელი მოაწერეს

NATO-ს ელჩებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს NATO-ს შტაბ-ბინაში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ენ ლინდეს თანდასწრებით მოაწერეს ხელი. „ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. ფინეთისთვის, შვედეთისთვის, NATO-ს სთვის და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გასულ კვირას, მადრიდის სამიტზე, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გაწევრიანების მიზნით მიიწვიონ. მანამდე, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დღევანდელი ხელმოწერა რატიფიკაციის პროცესის დაწყებას ნიშნავს. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ღია რჩება ევროპული დემოკრატიებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში. „მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით. ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით, ჩვენი ხალხი კი, კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე

GIP-ის ანალიტიკოსი შოთა კაკაბაძე საუბრობს Europetime-თან: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის, რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას, რას ნიშნავს NATO-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის და უკრაინაში ომის ფონზე, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ მასზე მორგებული მხარდაჭერა. შოთა კაკაბაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკის მეცნიერებებში. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შოთა კაკაბაძე ასევე იყო შვედეთის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში (უფსალას უნივერსიტეტი) და საერთაშორისო ურთიერთობების უმცროსი მკვლევარი იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (ტარტუს უნივერსიტეტი). ET: რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, რაზეც ალიანსი ასე ამახვილებს ყურადღებას? „მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, საუკუნეების განმავლობაში ეს ორი ქვეყანა იყო ნეიტრალური. ახლა ვითარება შეიცვალა და უსაფრთხოების აღქმა რეგიონში თავდაყირა დადგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ასე ვთქვათ, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის. ET: გარკვეულწილად, ამ პროცესების თანმდევი იყო რუსეთის მუქარა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, ლიეტუვის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს იცავს და რამაც გამოიწვია მოსკოვის მუქარა. როგორ უნდა იყოს აღქმული კრემლის ეს გზავნილი? რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ცოტა რთულია რუსეთის ქმედებების და ნაბიჯების განჭვრეტა. თუმცა ლოგიკური უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ ესკალაციას ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ იქედან გამომდინარე, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და მათზე მეხუთე მუხლი ჩვეულებრივ ვრცელდება. ამიტომ, არ მგონია, რუსეთს ეს ხელ-ფეხს უხსნიდეს იმისკენ, რომ ბალტიისპირეთში რაიმე პროვოკაციაზე წავიდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ისეთი უცნაური და რთულად საწინასწარმეტყველო აქტორია, რამის თქმა რთულია. ამასთან, პირველ რიგში, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი იმდენად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და იმდენად არის კონცეტრირებული იქ პროგრესზე, რომ ახლა ნამდვილად არ აქვს იმის მატერიალური თუ სამხედრო შესაძლებლობები, რომ ალიანსის წევრებთანაც ჩაერთოს სრულმასშტაბიან, ან თუნდაც მცირე სამხედრო ოპერაციაში. ამიტომ, ამ პერიოდში, რუსეთის ყურადღება ძირითადად, კონცეტრირებული იქნება უკრაინაზე და არ მგონია, ჯერჯერობით, განცხადებების იქით რაიმე მოხდეს. გააჩნია, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ET: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის. რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას? NATO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალიანსის გაფართოება არ არის დასრულებული. NATO მზადაა გაფართოებისთვის - ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის მიმართ რუსეთის მკვეთრი განცხადებების და აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, NATO-მ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და აჩვენა რუსეთს, რომ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს NATO-მ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება საქართველო იმისთვის, რომ პოლიტიკურად, პირველ რიგში, დემოკრატიის კუთხით იმუშაობას და გამოიყენოს ალიანსის გაფართოების ეს პრეცედენტი. NATO არამხოლოდ სამხედრო, არამედ, პოლიტიკური ალიანსია, სადაც ღირებულებებს, ლიბერალურ დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ, ამ მიმართულებით რეფორმებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ET: NATO-ს სამიტზე მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერა გაძლიერდა და ეს პაკეტი მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ მხარდამჭერ ზომებს. დოკუმენტი ღია არ არის, თუმცა რა შეგიძლიათ თქვათ, რას უნდა გულისხმობდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერა? შეიძლება, ბევრი მიმართულება იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზადაა ქართული მხარე, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ეს შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გახშირებულ წვრთნებს და მის ჩატარებას საქართველოში. ასევე, კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე მუშაობას საქართველოს მხრიდან. 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც წესი, საქართველოს უჭირდა ხოლმე განსაკუთრებით, თავდასხმითი იარაღის შეძენა დასავლეთის ქვეყნებისგან. უკრაინის ომმა გააჩინა ის რეალობა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, მაშინ მარტივი იქნება საქართველოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის შეძენა, თუმცა ამაზე, ალბათ, მუშაობაა საჭირო დასავლელ პარტნიორებთან. ET: რაც შეეხება უკრაინას და იქ მიმდინარე ომს, როგორია თქვენი ხედვა არსებული სურათის. ბოლო პერიოდში, იგივე უკრაინის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რა შემთხვევაში დაასრულებს ომს რუსეთი და მიუთითებენ სანქციების 100%-ით განხორციელების აუცილებლობაზე, ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება. როგორც ჩანს, ხანგრძლივი პროცესი გველის წინ. სწრაფ პროგრესს ვერცერთი მხარე ვერ აღწევს. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაიწელება საომარი მოქმედებები, თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა და ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ჩანს. უკრაინას სჭირდება შეიარაღება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ფაქტია, რომ რუსეთის პირველადი გეგმა - კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა, ჩავარდა და ახლა უნდა იფიქროს გეგმა ბ-ზე და ისეთ გეგმაზე, რათა ამ რთული ვითარებიდან ისე გამოვიდეს, რომ სახეც შეინარჩუნოს და თან, არ დამარცხდეს. შეიძლება, ეს იყოს ლუგანსკსა და დონეცკზე სრული კონტროლი და შემდეგ, გადავიდეს გაყინული კონფლიქტის ფაზაში. ან, გაგრძელდეს როგორც თავად უწოდებენ „სამხედრო ოპერაცია“, ვიდრე უკრაინის რესურსს არ ამოწურავს და „არ შეცვლის ხელისუფლებას“. თავის მხრივ, რუსეთიც რთულ სიტუაციაშია... რესურსებს თუ შევადარებთ, რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, იგივე ცოცხალი ძალის, ასევე, შეიარაღების თვალსაზრისით, ამიტომ სჭირდება უკრაინას რაც შეიძლება მეტი შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, რათა გაუმკლავდეს რუსეთის დიდ რესურსს. ასევე, პრობლემაა, უკრაინელების მზაობა, გამოიყენონ დასავლური შეიარაღება, რადგან ამას სჭირდება გადამზადება უკრაინული ჯარისკაცებისთვის, რომლებაც თავის მხრივ, შემდეგ უნდა გადაამზადონ სხვა უკრაინელები, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.

გერმანიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა

კანადის, ესტონეთის, დანიისა და ნორვეგიის შემდეგ, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას პროტოკოლის რატიფიცირებით, გერმანიამაც დაუჭირა მხარი. გერმანიის ბუნდესტაგმა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი ჰელსინკისა და სტოკჰოლმის წინადადებებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება სამხედრო ალიანსის 30-ვე წევრმა უნდა დაამტკიცოს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.

ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა

ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიკაცია მოახდინა. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი წერს. „ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა. ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, დაიცვას ჩვენი#თავისუფლება და დემოკრატია“, - წერს Twitter-ზე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.  შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება სულ 15-მა ქვეყანამ მოახდინა. ალიანსში 30 ქვეყანაა.  

ირანში ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთის მოქალაქე დააკავეს

ირანის დაზვერვის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთის მოქალაქე დააკავეს. „საიდუმლო სამსახურებმა ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთის მოქალაქე ამოიცნეს და დააკავეს“, იუწყება Reuters-ი. მისივე ცნობით, დაზვერვა ირანის ისლამური რესპუბლიკის დატოვებამდე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობებს აკონტროლებდა. უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ თეირანი უცხოეთიდან დათმობების მოპოვების ტაქტიკას მიმართავს და ბრალდებებს გამოგონილს უწოდებენ, რასაც თეირანი უარყოფს.  

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა. ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა 21 ივლისს სენატში კენჭისყრის შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს, მხარი უკვე ეროვნული კრების დეპუტატებმაც დაუჭირეს. საკითხს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „შვედეთისა და ფინეთის წევრობა ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, რათა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ცხოვრების წესი და ჩვენი თავისუფლება მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მათ“, – წერს კატრინ კოლონა Twitter-ზე. შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი, NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან რატიფიცირების პროცედურას მოითხოვს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სენატორმა. წინააღმდეგი ერთი რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული იყო. სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც, ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს. "რეზოლუციის ორპარტიულ მხარდაჭერა სიგნალია რუსეთისთვის, რომ ის ვერ შეძლებს აშშ-ის და ევროპის დაშინებას", - განაცხადა სენატორმა შუმერმა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება დიმიტრი პესკოვი: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთისთვის საფრთხეა  

შვედეთი საფრანგეთს უსწრებს და ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი ხდება

შვედეთმა საფრანგეთს გაუსწრო და ევროპაში, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ნეტო-ექსპორტიორი გახდა.  ენერგეტიკის ანალიტიკური პლატფორმის EnAppSys ცნობით, შვედეთმა 2022 წლის 6 თვეში 16 ტერავატი/საათში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. შვედეთის ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ფინეთსა და დანიაში ექსპორტირდება.   ცნობილია, რომ საფრანგეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას ყიდის, ვიდრე ყიდულობს, მაგრამ სტრუქტურული პრობლემების გამო 2022 წელს საფრანგეთმა უფრო მეტი ელექტროენერგია შეისყიდა, ვიდრე ექსპორტზე გაიტანა.  ევროპისთვის ელექტროენერგიის მეორე ნეტო ექსპორტიორია გერმანია (15,4 ტერავატი/საათში) რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აჭარბებს. მესამეა ბულგარეთი, რომელმაც ექსპორტზე (6,6 ტერავატი/საათში) ელექტროენერგია გაიტანა.   ევროპაში ელექტროენერგიის მსხვილი ნეტო-იმპორტიორია იტალია, რომელმაც 2022 წლის 6 თვეში 22 ტერავატი/საათში შეისყიდა. ელექტროენერგია იტალიამ შვეიცარიასა და საფრანგეთში შეისყიდა.   

შვედეთმა უკრაინისთვის იარაღის წარმოება დაუშვა

კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე შეხვედრის შედეგად, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის წარმოება დაუშვა. კოპენჰაგენში კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას გრძელვადიანი მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. შვედეთს, რომელმაც უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად 120 ინსტრუქტორი უზრუნველყო, უკრაინისთვის იარაღის დამზადება შეუძლია. „სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე მიუთითეს, რომ მათ შეუძლიათ, დაეხმარონ იარაღის წარმოებაში. ჩვენ ვსაუბრობთ საწარმოო ხაზების გამოყენებაზე სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის წარმოებისთვის, რომელიც უკრაინას შეიძლება, პირდაპირ მივაწოდოთ“, - ამბობს პიტერ ჰულტკვისტი. მანამდე შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში მონაწილეობენ.  

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები

შვედეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ მალმოში მდებარე სავაჭრო ცენტრ Emporia-ში სროლა იყო. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  თვითმხილველების თქმით, უცნობმა კაცმა მოულოდნელად ხალხის მიმართულებით იარაღიდან სროლა დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაშავდა და პოლიცია სავაჭრო ცენტრში იარაღით ხელში შევიდა. ამ დღისთვის, სავაჭრო ცენტრთან მატარებლის მოძრაობა სპეცოპერაციის გამო შეჩერდა. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.   

თურქეთთან ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები თვის ბოლომდე გაიმართება

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთის, შვედეთის და თურქეთის წარმომადგენლები აგვისტოში ფინეთში შეხვდებიან.  მისი თქმით, მოახლოებული შეხვედრის მიზანია ურთიერთგაგების მემორანდუმის პუნქტების განხილვა, რომელიც მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღეს.  რატიფიცირება ამ დრომდე 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლაში 15 წლის მოზარდია ეჭვმიტანილი

შვედეთის პოლიციამ, მალმაში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სავაჭრო ცენტრში  მან ხალხის მიმართულებით სროლა მოულოდნელად დაიწყო.  შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება. პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად, 31 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაჭრილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.  Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.   

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, სროლის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიციელებმა 15 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.  შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები  

თურქეთი, ფინეთი და შვედეთი პირველ სამმხრივ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავენ

NATO-ს სამიტზე, მადრიდში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, თურქეთი, ფინეთმა და შვედეთი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართვენ. თურქული მედიის ცნობით, ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეკრებას, თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი სედათ ონალი უხელმძღვანელებენ. შეხვედრას ფინეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს ხელი ივლისში მოაწერეს. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

შვედეთის პრემიერმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიწოდება დააანონსა

შვედეთი უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა. შვედეთის მთავრობა მალე გამოაცხადებს დამატებითი ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ანდერსონმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ აქვს გლობალური შედეგები, როგორიცაა, ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისი, რაზეც რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას.  

ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა

ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. ამასთან, პარლამენტის შემდეგ რატიფიკაციის პროტოკოლებს ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა. "ზემანი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების გეგმებს", - განაცხადა მედიასთან მილოშ ზემანის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.  

შვედეთმა უკრაინისთის $100 მილიონამდე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დააანონსა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთი უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის (94,4 მილიონი დოლარი) დახმარებას გაუწევს. შვედეთის პრემიერმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიწოდება დააანონსა „თქვენ იცავთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე. ჩვენი ვალია და პატივია თქვენი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩემი მთავრობა უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის ოდენობის ახალ დახმარებას გაუწევს“, - თქვა ანდერსონმა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა პირველად მიიღებს 500 მილიონი შვედური კრონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს. ეს თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდება. ანდერსონს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა შედის სამხედრო დახმარების პაკეტში, თუმცა აღნიშნა, რომ ის უკრაინისთვის მანამდე გაცემული დახმარების მსგავსი იქნება. უკრაინამ მანამდე, შვედეთისგან ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა და განაღმვის აღჭურვილობა. კიდევ 500 მილიონი შვედური კრონა უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება. შვედეთი ასევე შეიძენს უკრაინულ მარცვლეულს, რათა მისცეს სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნებს, რაც სტოკჰოლმის გათვლებით უკრაინის ეკონომიკას დაეხმარება. ანდერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ საომარი მოქმედებები გაგრძელდება.

ან ლინდე: ევროკავშირის ჩართულობა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისადმი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით გაიმართა. ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და სამივე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და დმიტრო კულებამ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე „ევროკავშირის ჩართულობა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისადმი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც  რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გამკლავების, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე.  

შვედეთი უკრაინისთვის Archer-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გაგზავნას განიხილავს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა Archer-ის თვითმავალი ჰაუბიცების და RBS70 ადამიანის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს. მანამდე, შვედეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების მეშვიდე პაკეტი წარუდგინა. ენ ლინდემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 500 მილიონი შვედური კრონის (47 მილიონი დოლარი) დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს. დახმარების ეს პაკეტი ორი დღის წინ გამოაცხადა შვედეთის პრემიერ მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, მაგრამ  მისი შინაარსი დღემდე უცნობი იყო. Archer არის შვედური თვითმავალი 155 მმ-იანი ჰაუბიცა. შვედეთის არმია მხოლოდ 50 ასეთს ითვლის. შვედეთმა უკრაინისთის $100 მილიონამდე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დააანონსა RBS70 - ასევე შვედური პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემებია.  

შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

არჩევნებში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ბლოკის გამარჯვების შემდეგ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.  მაგდალენა ანდერსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატივი უნდა სცეს შვედ ხალხს და შვედურ დემოკრატიას. მაგდალენა ანდერსონის სოციალ-დემოკრატები 2014 წლიდან მართავდნენ შვედეთს და პოლიტიკურ არენაზე 1930-იანი წლებიდან დომინირებდნენ.

შვედეთმა, თურქეთში იარაღის ექსპორტზე ემბარგო გააუქმა

შვედეთის შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სახელმწიფო სააგენტომ (ISP) თურქეთში, იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების შესახებ გამოაცხადა.  ISP-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთში იარაღის ექსპორტის დაშვებაზე გადაწყვეტილება, შვედეთის NATO-ში განაცხადის შესახებ ანკარის პოზიციის გამო მიიღეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება ელექტრონიკის სფეროს პროდუქტებს, ასევე იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, Nord Stream-ზე დივერსია დაადასტურა

შვედეთის უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდი იუწყება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცველი ორგანოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream1-სა და Nord Stream2-ის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გაზსადენებს“. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა  მანამდე დასავლურმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთისა და დანიის სანაპიროებთან Nord Stream1-ის გაზსადენის მონაკვეთზე აფეთქების დღეს, დივერსიის ზონაში რუსული ხომალდები და წყალქვეშა ნავები შენიშნეს. სპეცსამსახურების და დასავლური მთავრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არ ადასტურებს რუსეთის ჩარევას დივერსიაში, მაგრამ ეჭვს ბადებს. დასავლური დაზვერვა პუტინის გამოთვლას ასე ხსნის: ევროპისთვის განკუთვნილი გაზის გაჟონვა კიდევ უფრო გაზრდის ენერგეტიკულ ფასებს ევროპაში და ევროპის ქვეყნების მოსახლეობა მოსთხოვს მთავრობებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია და დაიწყონ ბიუჯეტის ფულის დახარჯვა საშინაო საჭიროებებზე და თანხები აღარ მიმართონ უკრაინისკენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ აფეთქებებს საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა. შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს მილსადენებში გაზის წნევა დაეცა და Nord Stream-ის სამ ხაზზე გაჟონვა გამოვლინდა. რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მილსადენებზე დაზიანება დივერსიის შედეგია.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.  

ერდოღანი შვედეთსა და ფინეთს სთავაზობს, NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთს და ფინეთს NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანება შესთავაზა. თურქეთი და უნგრეთი არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება. ერდოღანის თქმით, თურქეთი არ იქნება შვედეთის მომხრე, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციები მის ქუჩებსა და პარლამენტში პოზიციონირებენ. მისივე თქმით, თურქეთს უკეთესი ურთიერთობა აქვს ფინეთთან, რადგან ის არ არის ქვეყანა, სადაც ტერორისტები თავისუფლად მოძრაობენ. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ჰელსინკი შვედეთთან ერთად ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. ერდოღანის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვედეთმა განაცხადა, რომ გააუქმებს იარაღზე ემბარგოს, რომელიც თურქეთს 2019 წელს დაუწესდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.  ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

შვედეთმა უკრაინისთვის, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

შვედეთი უკრაინას, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს, თუმცა უსაფრთხოების მიზეზებით, თავდაცვის სისტემის ტიპს არ ასახელებს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა განაცხადა. შვედეთის მთავრობამ დღეს, უკრაინისთვის ზამთრის დახმარების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: ჰუმანიტარული, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირის მეშვეობით. საუბარია მთავრობის მიერ წარმოდგენილ 3 მილიარდი კრონას მოცულობის ($287მილიონი) სამხედრო პაკეტზე. საზენიტო სისტემების გარდა, სამხედრო პაკეტში შედის მაღალი გამავლობის მანქანები, ზამთრის აღჭურვილობა და დამცავი აღჭურვილობა, ასევე კარვები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შვედეთმა, Nord Stream-ზე დივერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა

აფეთქებები, რომლის შედეგადაც Nord Stream-ის გაზსადენებიდაზიანდა, დივერსიის შედეგი იყო. ამის შესახებ შვედმა გამომძიებლებმა განაცხადეს.   „კვლევამ და ანალიზმა აჩვენა, რომ ბალტიის ზღვაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქების რაიონში აღმოჩენილ უცხო საგნებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალია“, - ნათქვამია შვედეთის პროკურატურაში პარასკევს განცხადებაში. „ეს აღმოჩენები დაზიანებულ მილსადენთან ადასტურებს დივერსიას“, - ნათქვამია განცხადებაში.  სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.  

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის ელჩი დაიბარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „სტოკჰოლმში ტერორისტული პროპაგანდის გამო“, შვედეთის ელჩი დაიბარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.  მისივე ინფორმაციით, სტაფან ჰერსტრომი სამინისტროში, დედაქალაქ ანკარაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულმა ელემენტებმა საელჩოს კანცელარიის შენობაზე ტერორისტული პროპაგანდის შემცველი განცხადებები და ფოტოები გამოაქვეყნეს. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მომხდარი დაგმეს და მისი გამოძიება მოითხოვეს. NATO-ში გაწევრიანებაზე, შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად, ივნისში განაცხადეს. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია. თუმცა, თურქეთმა გააპროტესტა გაწევრიანების წინადადებები და გააკრიტიკა ქვეყნები „ტერორისტული ჯგუფების შემწყნარებლობისა და მხარდაჭერის გამო“. ივნისში, NATO-ს სამიტზე ქვეყნებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.  

უკრაინისთვის შვედეთის $338 მილიონიანი დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს

შვედეთის მთავრობის ახალი დახმარების პაკეტი თავდაცვის სისტემებს მოიცავს.  შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა. შმიგალის თქმით, საერთო ჯამში დაახლოებით 338 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის გამარჯვებაში. შმიგალმა ონლაინ შეხვედრა გამართა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან. მხარეებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო მხარდაჭერა განიხილეს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მედია: შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს

რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი 1ADAT იტყობინება.  შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, აბდურახმანოვი შვედეთში 2 დეკემბრის ღამეს მოკლეს. „ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მისი [აბდურახმანოვის] გარდაცვალებას, ხოლო მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა გადამალეს“, - ნათქვამია ოპოზიციური ტელეგრამის არხის განცხადებაში. როგორც ოპოზიციური მოძრაობა „ადათში“ აცხადებენ, ტუმსოს მკვლელობასთან დაკავშირებით შიდა გამოძიებას რამდენიმე დღე აწარმოებდნენ და მოპოვებული ცნობებით დასტურდება მისი გარდაცვალება.  აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ისლამ კადიროვთან კონფლიქტის შემდეგ. ის საქართველოში დასახლდა, ​​სადაც თავშესაფრის მიღებას წარუმატებლად ცდილობდა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. 2021 წელს აბდურახმანოვმა შვედეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო.  

შვედეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

„უკრაინა შვედეთისთვის პრიორიტეტია“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ოდესაში, 11 დეკემბერს გაიმართა. ჩვენ ვხედავთ, როგორ არღვევს რუსეთი ადამიანის უფლებებს, თავს ესხმის უნივერსიტეტებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ზამთრის საბრძოლო მასალებს და დახმარების სპეციალურ პაკეტს, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ზამთრის გადალახვაში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მძიმე თავდასხმების ფონზე. 16 ნოემბერს, შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 287 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის თქმით. ეს „უფრო დიდი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტია, ვიდრე წინა, რვა პაკეტი“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  (2022-12-08)გაერო: უკრაინის სამ ოლქში 441 მშვიდობიანი მოქალაქის ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი დაადასტურდა დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შვედეთი უკრაინას დამატებით 19 მილიონ დოლარს გამოუყოფს

შვედეთის სამეფომ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად თითქმის 19,2 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. თანხები გადაირიცხება დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედ უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდში და გამოყენებული იქნება უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად. „შვედეთმა დამატებით გამოყო თითქმის $19,2 მილიონი (200 მილიონი შვედური გვირგვინი) უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ინფორმაციაში. „უკრაინელი ხალხის თავისუფლება და დამოუკიდებლობა უსაფრთხო ევროპის საწინდარია", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა. „შვედეთი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას იქამდე, სანამ დაგჭირდებათ", - აცხადებს თავის მხრივ, უკრაინაში შვედეთის საელჩო.

შვედეთის პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია

შვედეთი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დაამტკიცებს მის განაცხადს NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ არ დააკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რომელიც ანკარამ დააწესა სანაცვლოდ. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. „ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით, რომ გავაკეთებდით, მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ სურთ ისეთი რამ, რისი მიცემაც ჩვენ არ შეგვიძლია ან არ გვინდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა შვედეთში თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსების კონფერენციაზე. „დროდადრო თურქეთი ახსენებს იმ პირებს, რომლის ექსტრადირებაც სურთ. ამაზე მე ვთქვი, რომ ეს საკითხები შვედური კანონმდებლობის ფარგლებში განიხილება", - განაცხადა შვედეთის პრემიერმა. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი

შვედეთი უკრაინას 50-მდე ჯავშანმანქანასა და თვითმავალ ჰაუბიცა Archer-ს გადასცემს

შვედეთის მთავრობა უკრაინას უახლეს საარტილერიო შეიარაღებასა და ჯავშანტექნიკას მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  საუბარია 50 ერთეულ CV90-ის ტიპის ჯავშანმანქანისა და თვითმავალი 155 მმ-იანი Archer -ის ჰაუბიცების გადაცემაზე. „ამ პაკეტის მოსალოდნელი ეფექტი და ჩვენი მიზანია უკრაინის უკეთ შეიარაღება სახმელეთო ბრძოლისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ Archer-ის თვითმავალი იარაღი კარგი დამატება იქნება იმ სისტემებისთვის, რომლებიც უკრაინას მანამდე გადაეცა.  

უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა

თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ანკარაში უკმაყოფილება გამოიწვია სტოქჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან დაგეგმილმა აქციამ, რომლის გამართვის ნებართვა შვედეთის მთავრობამ გასცა. საპროტესტო აქცია სტოკჰოლმში მემარჯვენე ექსტრემისტმა, რასმუს პალუდანმა უნდა გამართოს. მან განაცხადა, რომ აქციის დრო ყურანის დაწვას აპირებს. ცნობისთვის, შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი ანკარაში 27 იანვარს უნდა ჩასულიყო. თუმცა, როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა, იონსონის ვიზიტმა მნიშვნელობა დაკარგა.  

რა საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედ კოლეგასთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ესაუბრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და საერთო გამოწვევებს. „ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლ ჯონსონს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე. თავდაცვის მინისტრმა შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ გზაზე პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის თავდაცვის მინისტრს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გაძლიერების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გაააცნო და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრის დასასრულს, მინისტრები ორმხრივ ფორმატში შემდეგ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს

შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ანკარა NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა „მათ, ვინც დაუშვა ასეთი სამარცხვინო ქმედების ჩადენა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ, არ უნდა ელოდნენ ჩვენგან კეთილგანწყობას NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე. თუ შვედეთი არ სცემს პატივს თურქეთს, ისევე როგორც მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს, ის ვერ მიიღებს ჩვენგან მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. შვედეთის პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია მისი თქმით, „შვედეთში ჩადენილი ამაზრზენი ქმედება არის შეურაცხყოფა ყველასთვის, ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის მუსლიმთა უფლებებსა და თავისუფლებას. თუკი შვედეთი ასე მხარს უჭერს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და ისლამის მტრებს, ჩვენ მას ვურჩევთ, ანდოს მათ თავისი ქვეყნის დაცვა“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი  

ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰაავისტოს თქმით, ფინეთი აღარ გამორიცხავს, ​​რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესი შვედეთისგან დამოუკიდებლად დაასრულოს, რადგან სტოკჰოლმსა და ანკარას შორის დაძაბულობა სულ უფრო ღრმავდება. ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს ამასთან, პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია ფინეთი და შვედეთი ალიანსს ერთად შეუერთდნენ. ამავდროულად, მან აღიარა, რომ ჰელსინკმა  შესაძლოა, ალიანსში გაწევრიანების პროცესის ცალკე დასრულებაზე იფიქროს, თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდხანს გაჭიანურდება. ამასთან, პეკა ჰაავისტო აღნიშნავს, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია“. როგორც ცნობილია, მხოლოდ ორ ქვეყანას - უნგრეთსა და თურქეთს - ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ფინეთისა და შვედეთის განაცხადები. უნგრეთს არ აქვს კონკრეტული პირობები, თუმცა ანკარას აქვს მთელი რიგი პრეტენზიები შვედეთის მიმართ, იმის გამო, რომ ქვეყანაში თურქეთის ხელისუფლებისა და ქურთი აქტივისტების პოლიტიკური ოპონენტები არიან. ანკარა ითხოვს იმ პირების ექსტრადირებას, რომლებსაც „ტერორისტებად“ მიიჩნევს. ბოლო კვირების განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა შვედეთში ანტითურქული ქმედებების გამო, კერძოდ, ერთ შეკრებაზე აქტივისტებმა ერდოღანის ჩამოკიდებული ფიგურა დადეს, მეორეზე კი ყურანი დაწვეს. მაშინ ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ შვედეთს, ასეთი დამოკიდებულებით, არ უნდა ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებისას თურქეთის მხარდაჭერის იმედი. პეკა ჰაავისტომ აღიარა, რომ შვედეთში ანტითურქულმა პროტესტებმა NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორივე ქვეყანას გაურთულა. მისი აზრით, ახლა NATO-ში გაწევრიანების პროცედურის დასრულებაზე საუბარი თურქეთის არჩევნებამდე, ანუ მაისის შუა რიცხვებამდე არარეალურია. პეკა ჰაავისტომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთი, შვედეთი და თურქეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ ახალ შეხვედრა ადრე გაზაფხულზე იგეგმება, რათა მხარეებმა შექმნილი ვითარება განიხილონ. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი  

თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი შეხვედრა გააუქმა - Reuters

თურქეთმა განუსაზღვრელი ვადით გააუქმა სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან, რომელიც თებერვალში, სტოკჰოლმში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მისივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ოფისში წყარომ განაცხადა, რომ თურქეთმა გადადო. მიზეზები და შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი არ კონკრეტდება. მედიაში 21 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა. 2023-01-23 21:16:00 ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს

შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი

სტოკჰოლმში ყურანის დაწვაზე თურქეთის რეაქციის მიუხედავად შვედეთი იმედოვნებს, რომ 2023 წლის ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.  კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სტოკჰოლმში 25 მუსლიმური ქვეყნის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ [თურქეთთან] შექმნილი ვითარების გამო პროცესი დორებით შეჩერებულია. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის ალიანსში სრულუფლებიანი გაწევრიანება 2023 წლის ივლისში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს სამიტზე დამტკიცდება. ბილსტრომის თქმით, შვედეთი ძალიან ახლოს არის თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის სამმხრივი შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებასთან.   „ბოლო კვირას განვითარებულმა მოვლენებმა დროებით შეაჩერა ეს პროცესი, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ მემორანდიუმის შესრულების გარეშე ჩვენ ვერ შევასრულებთ სამუშაოს ნაწილს, ამიტომ ხელისუფლება იჩენს ძალისხმევას, რომ საკითხი დაიძრას“, - თქვა მინისტრმა.  შემდგომში მინისტრის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ბილსტრომი არ გულისხმობდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი

თურქეთმა შესაძლოა, ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთზე ადრე დაუჭიროს მხარი - ერდოღანი

თურქეთმა შვედეთზე ადრე, შესაძლოა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.  შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ერთდროულად განაცხადეს.  NATO-მ ამ ქვეყნების ალიანსში მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ თურქეთი რამდენიმე თვეა ბლოკავს შვედეთის შესვლას ალიანსში და ქვეყნის ხელისუფლებას 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილებისთის თავშესაფარის მიცემაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ ანკარამ ოფიციალურად შეაჩერა მოლაპარაკებები შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმმა უარი თქვა თურქეთისთვის რამდენიმე ადამიანის ექსტრადირებაზე, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ქურთ ბოევიკებთან კავშირში. ამ ვითარებასთან დაკავშირებით ერდოღანმა განაცხადა, რომ „თუ საჭიროება იქნება, ჩვენ შეგვიძლია სრულიად განსხვავებული პასუხი გავცეთ ფინეთთან დაკავშირებით და როცა ფინეთზე განსხვავებულ პასუხს გავცემთ, შვედეთი შოკირებული იქნება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი იგივე შეცდომას არ დაუშვებს“.  უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი  

Bloomberg: გერმანია და შვედეთი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

გერმანია და შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ, სტოკჰოლმი უკრაინას სავარაუდოდ, რაკეტებს და გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გამშვებებს მიაწვდის, იტყობინება Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით. გერმანიამ შვედეთს სთხოვა, IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან თავსებადი გამშვები მოწყობილობები უზრუნველყოს. Bloomberg-ის ცნობით, სამი დამატებითი IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის უკრაინას. ამ ტიპის დახმარება კიევმა ბერლინისგან 2022 წლის ოქტომბერში მიიღო.  

შვედეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა და შვედეთი ერთად დგანან კაცობრიობის, თავისუფლებისა და ევროპის დასაცავად. „დღეს მივესალმები შვედეთის პრემიერ მინისტრს ულფ კრისტერსონს უკრაინაში. უკრაინა და შვედეთი ერთად დგანან კაცობრიობის, თავისუფლებისა და ევროპის დასაცავად. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა სამი კვირის წინ განაცხადა, რომ შვედეთი განიხილავს Stridsvagn 122-ის ტიპის ტანკების (მოდერნიზებული Leopard 2A5) გაგზავნას უკრაინაში.  

შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გარშემო თურქეთთან მოლაპარაკებებს განაახლებენ

თურქეთი, შვედეთი და ფინეთი აპირებენ, განაახლონ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, იუწყება RBC-Ukraine STV-ზე დაყრდნობით. „შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მარტში განახლდება“, - განაცხადა კრისტერსონმა. უფრო ადრე, 20 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდებოდა. შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს, რითაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე.  

შვედეთმა უკრაინისთვის $50 მილიონის დახმარების შესახებ გამოაცხადა

შვედეთმა უკრაინისთცვის ჰუმანიტარული ძალისხმევისა და ენერგეტიკის სექტორის მხარდასაჭერად, 520 მილიონი შვედური კრონის (49,9 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების შესახებ გამოაცხადა.  შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, 220 მილიონი შვედური კრონი (21,1 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება ჰუმანიტარულ ძალისხმევას, ხოლო 300 მილიონი შვედური კრონი (28,8 აშშ დოლარი) უკრაინისთვის შექმნილ ენერგეტიკულ ფონდს. თებერვლის დასაწყისში შვედეთმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. როგორც ცნობილია, პაკეტი მოიცავს Archer-ის ტიპის მოწინავე თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, 90 ჯავშანტრანსპორტიორებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა აღჭურვილობას.  

შვედეთმა უკრაინისთვის $600 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

შვედეთმა უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ქვეყნის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი პაკეტი მოიცავს Leopard 2-ის ტიპის ტანკებს, Archer-ის ტიპის თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, (Robotsystem 97) სარაკეტო სისტემებს და ასევე საბრძოლო მასალას. Archer არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემა, რომელსაც ჭურვების სროლა 50 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.

თურქეთი შვედეთის NATO-ში წევრობის განაცხადის შესაძლო გადახედვის თარიღს ასახელებს

თურქეთი მზად იქნება, სტოკჰოლმის წინადადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ, პირველი ივნისის შემდეგ გადახედოს, როდესაც შვედეთში ანტიტერორისტული კანონები ამოქმედდება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის რაიმე დაბრკოლებას ვერ ხედავს, ვინაიდან ეს ქვეყანა ყოველთვის კონსტრუქციულ პოზიციას იკავებდა. „ფინეთმა უფრო გამჭვირვალე და კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა თურქეთის მოთხოვნებზე. მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ფინეთის განაცხადის დამტკიცება. ალიანსის კარი შვედეთისთვის ბოლომდე დაკეტილი არ არის. ანტიტერორისტული კანონი შვედეთში პირველ ივნისს შევა ძალაში. როდესაც ისინი დაასრულებენ ამას, ჩვენ შევაფასებთ პროცესს, რათა დავინახოთ, გადაიდგა თუ არა ნაბიჯები ჩვენი უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. პრინციპში, ჩვენ არ ვართ NATO-ს გაფართოების წინააღმდეგი“, - განმარტა იბრაჰიმ კალინმა.  

შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა საქართველოში ჩამოდის

შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 2023 წლის 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა. შვედეთის საელჩოს ცნობით, გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებენ საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აქტიურობენ. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას ასევე სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.  

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას პირისპირ შეხვედრა დღეს გაიმართება. ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.  

უცხოური მედია: შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს აქვთ კავშირი გასულ წელს სტოკჰოლმში ჩატარებულ აქციასთან, რა დროსაც ყურანი დაწვეს. როგორც „როიტერი“ წერს, სტოკჰოლმში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ შეთქმულებაში ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შეგახსენებთ, რომ შარშან, იანვარში სტოკჰოლმში ჩატარებული აქციის დროს ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, რასმუს პალუდანმა საჯაროდ დაწვა ყურანი, რასაც მუსლიმური სამყაროს პროტესტი მოჰყვა.  

შვედეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შვედეთის ქალაქ გოტენბურგის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით დაააკავა რუსეთის მოქალაქე ქალი. რუსეთის მოქალაქე, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, შვედეთის ენერგეტიკული კომპანია Preem-ი ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე დააკავეს. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა (SAPO) დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა. იმ დაწესებულებაში, სადაც დაკავება მოხდა, კომპანიამ განაცხადა, რომ ქალი დასაქმებული იყო მათ ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორთან.  

შვედეთში 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც უკრაინაც მონაწილეობს

17 აპრილს შვედეთში სამხედრო წვრთნები - Aurora 23 იწყება. შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, წვრთნებში დაახლოებით 2600 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან ქალებიც. სწავლებაში შვედეთის გარდა მონაწილეობას მიიღებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, უკრაინა, დანია, ავსტრია, გერმანია და საფრანგეთი. წვრთნების მიზანია შვედეთის ჯარების პოტენციალის გაძლიერებააა. სწავლება ჩატარდება ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაზე შვედეთის რამდენიმე მხარეში. „წვრთნები კარგი გზაა ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად და შესამოწმებლად. ამრიგად, ფართომასშტაბიანი და გაფართოებული წვრთნების ჩატარება არის გასაღები უფრო ძლიერი თავდაცვის შესაქმნელად“, - აცხადებენ შვედეთის შეიარაღებულ ძალებში. ტრენინგი მაისში დასრულდება.       

შვედური Absolut Vodka რუსეთში პროდუქციის ექსპორტს შეწყვეტს

შვედური არყის ბრენდი Absolut Vodka კიდევ ერთხელ რუსეთში ექსპერტს კიდევ ერთხელ შეწყვეტს. კომპანიამ თავდაპირველად ექსპორტი 2022 წლის მარტში შეაჩერა, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მაგრამ მისმა მფლობელმა კომპანიამ, Pernod Ricard-მა დაადასტურა, რომ ზოგიერთი ექსპორტი განახლდა, რამაც ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განმარტა, რომ ის იყო „ძალიან გაკვირვებული“ იყო იმის მოსმენით, რომ მწარმოებელმა განაახლა ექსპორტი რუსეთში. Pernod Ricard-მა ახლა გამოაცხადა, რომ მათ კვლავ შეაჩერეს Absolut Vodka-ს ექსპორტი, რათა თანამშრომლები და პარტნიორები კრიტიკისგან დაიცვან.  

შვედეთი ქვეყნიდან 5 რუს დიპლომატს აძევებს

შვედეთი ქვეყნიდან 5 რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „როიტერის“ ცნობით, შვედეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ქვეყანა უნდა დატოვოს. „შვედეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულ ხუთ ადამიანს სთხოვეს ქვეყნის დატოვება იმ ქმედებების შედეგად, რომლებიც შეუთავსებელია ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციასთან,” - წერია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, მანამდე ნორვეგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ სავარაუდო ჯაშუშობის მიზეზით რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.  

ყოფილი შვედი დეპუტატი უკრაინის ჯარს შეუერთდა

ყოფილმა შვედმა დეპუტატმა კაროლინ ნორდენგრიპმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა. „ინფორმაცია ჩემ მიერ უკრაინის ჯარში გაწევრიანების შესახებ საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. მე ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ გზავნილისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიღებ. თავმდაბალი ვარ და არ ვიცი, რა ვთქვა. მადლობა. იფიქრეთ, თუ რაიმე მცირედით შეგიძლიათ, გააკეთოთ უკრაინისთვის და გთხოვთ, დაეხმაროთ მათ. Slava Ukraini [დიდება უკრაინას]", - წერს ნორდენგრიპი სოციალურ ქსელში. 2018 წლიდან 2022 წლამდე ნორდენგრიპი დეპუტატი იყო.  

შვედეთის და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში არიან - მედია

შვედეთისა და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, რადგან რუსეთის გემები შენიშნეს იმ არეალებში, სადაც წყალქვეშა კაბელები გადის და ქარის ელექტროსადგურები მდებარეობს. ფინური გამოცემა Iltalehti წერს, რომ ჰელსინკსა და სტოკჰოლმში ენერგეტიკულ ქსელებზე რუსეთის შესაძლო დარტყმის ეშინიათ.  შვედეთის საზღვაო ძალების სარდალმა ევა სკუგ ჰასლუმმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ რუსული გემები შვედეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ, თუმცა განაცხადა, რომ წყალქვეშა კაბელების წინააღმდეგ დივერსიის შესაძლებლობა სერიოზულად განიხილება. რუსულ მხარეს ამ პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად, 4 აპრილს გახდა.

დანიამ და შვედეთმა გაზმომარაგების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

დანიამ და შვედეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც გაზის დეფიციტის შემთხვევაში, ურთიერთდახმარებას გულისხმობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზის დეფიციტის ან შეფერხების შემთხვევაში, დანია დაეხმარება შვედ მომხმარებლებს, მათ შორის, დაახლოებით, 30,000 ოჯახს, საავადმყოფოებსა და საგანგებო სამსახურებს.  „შეთანხმება, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ასახავს იმ დიდ სამუშაოს და თანამშრომლობას, რომელიც შევასულეთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - განაცხადა დანიის ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორმა, კრისტოფერ ბოტცავმა. მისივე თქმით, „ევროკავშირის ან სკანდინავიის რეგიონის არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, ენერგომომარაგების კრიზისი მხოლოდ თავად გადაჭრას“.  

უკრაინა შვედურ Archer-ის ტიპის საარტილერიო სისტემას ზაფხულში მიიღებს

შვედური წარმოების Archer FH77 BW L52 155მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემა უკრაინაში ზაფხულისთვის იქნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უწყების შეფასებით, მობილური და სწრაფი, შვედური თვითმავალი საარტილერიო სისტემა გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს და ქვეყანას დაეხმარება მეტი სიცოცხლის გადარჩენაში. „ლეგენდარული შვედური Archer-ი გაანადგურებს რუს ოკუპანტებს“, - წერს სამინისტრო. FH77 BW L52 Archer-ი არის თვითმავალი საარტილერიო სისტემა, რომელსაც აქვს ტყვიაგაუმტარი ჯავშანი ეკიპაჟისა და ძრავის დასაცავად. მისი სროლის მანძილი 30 კმ-ია, აქტიურ-რეაქტიული ჭურვებით - 40 კმ-მდე, ექსკალიბურის მართვადი ჭურვებით - 60 კმ-მდე. სროლის მაქსიმალური სიჩქარე წუთში ცხრა გასროლაა.  

ფინეთი მოკავშირეებთან და პარტნიორ შვედეთთან ერთად წვრთნებს იწყებს

NATO-ს მოკავშირეები ფინეთი, ნორვეგია და პარტნიორი შვედეთი მრავალეროვნულ სწავლებას (Arctic Challenge Exercise) 29 მაისიდან 9 ივნისამდე უმასპინძლებენ. წლევანდელი Arctic Challenge Exercise (ACE 23) რიგით მეექვსეა, რომელსაც ფინეთმა, ნორვეგიამ და შვედეთმა ერთად უმასპინძლეს. ფინეთის საჰაერო ძალები არიან პასუხისმგებელნი სასწავლო ღონისძიების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაზე, რომელიც ყოველ მეორე წელს, 2013 წლიდან ტარდება. წვრთნებში 14 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 3000 სამხედრო და 150 თვითმფრინავი ჩაერთვებიან. ხსენებული წვრთნები NORDEFCO-ს თანამშრომლობის ნაწილია ფინეთს, ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას შორის. მათი საჰაერო ძალები რეგულარულად ატარებენ კომბინირებულ საჰაერო ბრძოლასთან დაკავშირებულ ტრანსსასაზღვრო წვრთნას, რომელიც მათი საშინაო ბაზებიდან ხორციელდება.  

შვედეთი NATO-ს მის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების ნებას დართავს

შვედეთი NATO-ს ნებას დართავს, ჯარები მის ტერიტორიაზე განათავსოს იქამდე, სანამ ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდება თავდაცვის ალიანსს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ულფ კრისტერსონმა განაცხადა. „მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება გაიარონ მომზადება NATO-სა და NATO-ს ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყონ მომავალი ერთობლივი ოპერაციები“, - განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, შვედეთმა, შარშან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, თუმცა, თურქეთისა და უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობამ პროცესი შეაჩერა. შვედეთის ხელისუფლებაში იმედოვნებენ, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ლიეტუვაში მომავალ თვეში დაგეგმილ სამიტზე მოხდება.  

პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები: გვინდა, რომ საქართველომ გამოიყენოს შანსი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის შვედ კოლეგას უმასპინძლა. მინისტრებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო წერს. პოლონელმა ზბიგნევ რაუმ და შვედმა ტობიას ბილსტრომმა ორშაბათს მოლაპარაკებები ვარშავაში გამართეს, იტყობინება პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი. პოლონეთის უმაღლესმა დიპლომატმა შვედეთს "სტრატეგიული პარტნიორი" უწოდა. რაუმ ხაზი გაუსვა, რომ მისი ბოლო შეხვედრები ბილსტრომთან, ფოკუსირებული იყო „ჩვენი ქვეყნების საერთო საზრუნავზე - რეგიონში უსაფრთხოებაზე“. რაუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პოლონეთი სრულად უჭერს მხარს შვედეთის წევრობას NATO-ში და იყო ერთ-ერთი პირველი წევრი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა სტოკჰოლმის გაწევრიანება“. პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს 11-12 ივლისს ვილნიუსში, ლიეტუვაში NATO-ს მოახლოებულ სამიტზე მითითებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი მისიაა, პატივი ვცეთ უკრაინის გადაწყვეტილებებს და უზრუნველვყოთ ჩვენი ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა“. პოლონური რადიოს თანახმად, პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ უკრაინის და მოლდოვის მისწრაფებებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამ წლის ბოლომდე: „ჩვენ ასევე გვინდა, რომ საქართველომ გამოიყენოს თავისი შანსი და გახდეს ბლოკში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა რაუმ პოლონური რადიოს ცნობით. ანალოგიურ ციტატას ავრცელებს პოლონური ტელეარხი tvn24.  

შვედეთი ერდოღანის ერთ-ერთ კრიტიკოსს თურქეთს გადასცემს - მედია

შვედეთის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტა, რომ  თურქეთისთვის გადაეცა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერი, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამის შესახებ Ekho Kavkaza-ს ცნობით, შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT იტყობინება. თურქეთის 35 წლის მოქალაქეს 2013 წელს თურქეთის სასამართლომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 4 წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 30 მაისს შვედეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექსტრადიციის კანონისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, მისი თურქეთში ექსტრადირებისთვის რაიმე დაბრკოლება არ არსებობს. შვედეთის უზენაეს სასამართლოში წარმოებისას თურქეთის მოქალაქე თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნის რეალური მიზეზი PKK-ის მხარდაჭერა იყო. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ მან თურქეთი კანონიერი გზით დატოვა მას შემდეგ, რაც პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. შემდეგ კი, შვედეთში მუშაობის ნებართვა მისცეს. მაუწყებლის ცნობით, ეს არის PKK-ის მომხრეების პირველი ექსტრადიცია თურქეთში მას შემდეგ, რაც შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. შვედეთმა და მეზობელმა ფინეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნეიტრალიტეტზე თქვეს უარი და ალიანსში გაწევრიანება გადაწყვიტეს. მიმდინარე წლის აპრილში ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთი ჯერ კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს, რადგან თურქეთი კვლავაც აპროტესტებს მის წევრობას. ანკარა მოითხოვს, რომ შვედეთმა გამოიჩინოს მკაცრი პოზიცია PKK-ის წინააღმდეგ და მოახდინოს 100-ზე მეტი ქურთი აქტივისტის ექსტრადირება, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. მაისში შვედეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ქვეყნის ანტიტერორისტულ კანონებს აძლიერებს.  ცვლილებები ძალაში პირველი ივნისიდან შევიდა. შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას ლიეტუვის სამიტზე, 11-12 ივლისს ელის.  

ერდოღანის საწინააღმდეგო აქციის გამო, თურქეთმა შვეიცარიის ელჩი გამოიძახა

თურქეთში შვეიცარიის ელჩი ჟან-დანიელ რუხი დაიბარეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუწყება Reuters-ი. მისივე თანახმად, ამის მიზეზი 14 ივნისს ციურიხში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტოების დაწვა და შეურაცხმყოფელი ლოზუნგები გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეჰმედ ქემალ ბოზბაიმ შვეიცარიის ელჩს ჟან დანიელ რუხს განუცხადა, რომ ეს ქმედებები მიუღებელია. ამასთან, ანკარამ ბერნს გამოძიების წარმოება მოსთხოვა.   

შვედეთი უკრაინის მახლობლად, სამხედრო ტექნიკის ლოგისტიკურ და ტექნიკურ ცენტრებს შექმნის

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამ პაკეტის ფარგლებში კი, შეიქმნება სამხედრო ტექნიკის ლოგისტიკისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალური ცენტრები. მათ აღჭურვას უკრაინის მახლობლად, სავარაუდოდ, პოლონეთში გეგმავენ. შვედეთმა 60-მდე სამხედროს უკვე ნება დართო, რომ უკრაინის მახლობლად, მაგალითად, პოლონეთში, სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და ტექნიკური ცენტრების შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. გამოცემა „ევრაპეისკაია პრავდა“ წერს, რომ სპეციალურ ცენტრებში შესაძლებელი იქნება იმ სამხედრო აღჭურვილობის შეკეთება, რომელიც შვედეთმა უკრაინას გადასცა. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით, გამოყენებული იყოს და ასევე, მიიღწეს ოპერატიული შედეგი“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა. ცენტრები სავარაუდოდ, შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება, სადაც ასევე შვედების მიერ უკრაინელი პერსონალის გადამზადება იგეგმება. ცენტრში 30-მდე შვედი იმუშავებს, ისინი ასევე უკრაინელ პერსონალს მოამზადებენ.  14 ივნისს მედია წერდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი ყალიბდებოდა.  

ბაიდენი წევრობის მოლოდინში მყოფი შვედეთის NATO-ში მიღებას მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტენსონთან საუბრისას შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ბაიდენმა, რომელიც ოვალურ კაბინეტში კრისტერსონის გვერდით იჯდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურდა, გაემეორებინა აშშ-ის მხარდაჭერა შვედეთის გაწევრიანების მიმართ. კრისტერსონმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს მიწვევისთვის და განაცხადა, რომ შვედეთი ბაიდენის მხარდაჭერას ძალიან აფასებს.შვედეთის, თურქეთისა და NATO-ს გენმდივნის შეხვედრა ხუთშაბათს, ბრიუსელში შედგება, რის შემდეგაც იენს სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს განცხადების გაკეთება. ბაიდენი დიდ ბრიტანეთს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა  

ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა.  „პირველ რიგში, მოდით, თურქეთს ევროკავშირში გზა გავუხსნათ, შემდეგ კი გზას გავუხსნით შვედეთს ისევე, როგორც ეს ფინეთთან მიმართებით გავაკეთეთ“, - ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიდრე ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ერდოღანმა მიმართა იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, „50 წელზე მეტია, თურქეთს ალოდინებენ ევროკავშირის კართან“ ერდოღანმა ასევე გაიმეორა, რომ შვედეთის  გაწევრიანება დამოკიდებულია შარშანდელ სამმხრივ შეთანხმებაში ასახული საკითხების შესრულებაზე, რომელიც მადრიდში, NATO-ს სამიტის დროს გაფორმდა. ვილნიუსში ორდღიანი სამიტის დროს ლიდერები განიხილავენ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს, უკრაინის ალიანსთან დაახლოებას, NATO-ს წინაშე გამოწვევებს და ნაბიჯებს სამხედრო ალიანსის თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად. დღის წესრიგში იქნება შვედეთის წინადადება NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანებაზე მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინასთან ომი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ფინეთის გაწევრიანება დაამტკიცა, შვედეთის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება. მანამდე ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთს გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე „მწვანე შუქს უნთებს ტერორისტებსა და ტერორისტების მხარდამჭერებს“. NATO-ში გასაწევრიანებლად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო, მათ შორის თურქეთის, რომელიც 70 წელზე მეტია, ალიანსშია და რომელსაც სიდიდით მეორე არმია ჰყავს.  

რატომ იქნება ისტორიული, შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

სკანდინავიის ქვეყანა - ნორვეგია ისლანდიასთან და დანიასთან ერთად NATO-ს 12 დამფუძნებელ წევრს შორისაა. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ალიანსში გაწევრიანებაზე ასევე განაცხადეს მეზობელმა სკანდინავიურმა ქვეყნებმა, ფინეთმა და შვედეთმა. ფინეთი NATO- 31-ე წევრი მიმდინარე წლის აპრილში გახდა, რითაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ალიანსის საზღვრები რუსეთთან - მაგრამ შვედეთის გაწევრიანების მცდელობა თურქეთის „შეშფოთებების“ ფონზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. CNN წერს, რომ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, შვედეთის წევრობის პერსპექტივები ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს ერთგვარი გარიგებაც კი წამოაყენა და განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთს NATO-ს გაწევრიანების გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუხსნიდა, თუ ბრიუსელი თავის მხრივ, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების გზას გაუხსნიდა. თუმცა, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებების შემდეგ, ორშაბათს, თურქეთი საბოლოოდ დათანხმდა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ ხაზი გაუსვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტის ისტორიულ ხასიათს. „პირველად ისტორიაში, მთელი სკანდინავიური რეგიონი NATO-ს შიგნით იქნება“, - განაცხადა მან სამშაბათს ვილნისუში. „ამას აქვს ძალიან დადებითი გავლენა იმაზე, თუ როგორ ვგეგმავთ ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს თავდაცვას და როგორ შევიტანთ პოზიტიურ წვლილს NATO-ში”, - განუცხადა იონას გარ სტიორემ ჟურნალისტებს სამიტზე ჩასვლისას. Reuters: ფინეთის გაწევრიანება NATO-ს მოკავშირეებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის - მაგალითები ორდღიანი სამიტი დღეს, 11 ივნისს დაიწყო.

უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს

უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გაფორმდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი იტყობინება. „კიდევ კარგი სიახლე ვილნიუსიდან! უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი დიდ შესაძლებლობებს აძლევს როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ასევე, შვედურ კომპანიებს, როგორიცაა SAAB-ი და სხვა,“ - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. ცნობისათვის, შვედეთი მალე NATO-ს უერთდება.  

ერდოღანი: თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ოქტომბრამდე ვერ შეძლებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას სულ მცირე ოქტომბრამდე ვერ შეძლებს, რადგან თურქეთის პარლამენტის სხდომა შემოდგომამდე არ გაიმართება. კითხვას, როდის გამართავს პარლამენტი შვედეთის განაცხადზე კენჭისყრას, ერდოღანმა უპასუხა, რომ ამ საკითხის დეპუტატების დღის წესრიგში დაყენება მხოლოდ საპარლამენტო არდადეგების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. თურქეთის პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ ოქტომბერს იწყება. ერდოღანის თქმით, ალიანსის სამიტის დაწყებამდე ის NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდა. „ჩვენ განვსაზღვრეთ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას უახლოეს პერიოდში შვედეთის წევრობის პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თანახმად, საუბარია ორ ქვეყანას შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე, თურქეთის ევროკავშირში მისწრაფების მიმართ შვედეთის მხარდაჭერასა და თურქეთისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნაზე. „შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმების დამტკიცების უფლებამოსილება პარლამენტს აქვს. ჩვენი დეპუტატები ყურადღებით დააკვირდებიან [შეთანხმებების შესრულების] პროცესს“, - განაცხადა ერდოღანმა.  

ოსტინი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ომის შემდეგ NATO-ს შეუერთდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ NATO-ს შეუერთდება. „გავიგონეთ, რომ დარბაზში მყოფმა ყველა ქვეყანამ განაცხადა ამის შესახებ“, - აღნიშნა ოსტინმა CNN-თან ინტერვიუში ვილნიუსის სამიტის შესახებ საუბრისას. ოსტინის თქმით, უკრაინის აღჭურვილობისა და წვრთნების NATO-ს სტანდარტებთან მიახლოებისთვის ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამ საქმეს, როდესაც ისინი ომში არიან, გასაკეთებელი კიდევ მეტია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ მათ ჰქონდეთ სრული შესაძლებლობები“, - აღნიშნა ოსტინმა. ოსტინის განცხადებით, პუტინმა უკრაინაში ქმედებებით NATO თავის ზღურბლთან მიიყვანა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, შვედეთისთვის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა იმ ბევრ დიდ საქმეს შორისაა, რასაც ლიეტუვაში გამართულ ალიანსის სამიტზე მიაღწიეს. „დარწმუნებული ვარ, პუტინი ძალიან შეშფოთებულია. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, ფინეთი და შვედეთი, ბევრი რამ მოაქვთ ალიანსისთვის, ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი გვყავს ბორტზე“, - აღნიშნა ოსტინმა. ვილნიუსის სამიტის კომუნიკეას თანახმად, უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და ქვეყანას NATO-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება. ამავე სამიტის განმავლობაში გახდა ცნობილი, რომ თურქეთი შვედეთის გაწევრიანებას დაეთანხმა და ის მალე ალიანსის წევრი გახდება. ზელენსკი: უკრაინა NATO-ში იქნება, სამიტის დროს წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა  

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბაღდადში, შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, საპროტესტო აქციის მონაწილეები შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს, რაც წინ უძღვის შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან დაგეგმილ აქციას, რომლის დროსაც, შვედური მედიის ცნობით, ყურანის დაწვა იგეგმება. ერაყელი შიიტების გავლენიანი ლიდერის, მუყტადა სადრის მოწოდების შემდეგ, ბაღდადში, შვედეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. სააგენტო AFP-ს კორესპონდენტი იუწყება, რომ ადგილზე პოლიციელების მობილიზების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილმა საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრა მოახერხა. სტოქჰოლმის განცხადებით, საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დიპლომატიური მისიების დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერაყის ხელისუფლებაა. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის საელჩოზე თავდასხმა დაგმო. ასევე განაცხადეს, რომ მთავრობამ შესაბამის სამსახურებს დაავალა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. შვედეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2023 წლის ივნისში, სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე და მანამდე, სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან, ექსტრემისტების აქციაზე ყურანი დაწვეს. თურქეთს ამ დრომდე არ დაუსრულებია NATO-ში შვედეთის მისაღებად საჭირო პროცედურა, თუმცა აცხადებს, რომ გაწევრიანების რატიფიცირებას შემოდგომისთვის გეგმავს.  

შვედეთი უკრაინის აღდგენისთვის $581 მილიონს გამოყოფს

შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისთვის  522.6 მილიონი ევროს (581 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. თანხები მოხმარდება უკრაინაში რეკონსტრუქციისა და რეფორმების შესახებ სტრატეგიას, რომელიც 2023-2027 წლებში უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ შედეთში საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა 21 ივლუსს, უკრაინის ეკონომიკის მინისტრ, იულია სვირიდენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინული მხარის განმარტებით, ეს არის ყველაზე დიდი დაფინანსება შვედეთის ისტორიაში და უკრაინა გახდა მისი მიმღები. შვედეთის მიერ გაღებული თანხები ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის, მწვანე განვითარების, სამეწარმეო, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში ინიციატივების განხორციელებისკენ იქნება მიმართული. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.  

Bloomberg: შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება

Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება. მისივე თანახმად, ტერორისტული საფრთხე ხუთქულიანი სისტემიდან, სამ ქულამდე ფასდება. შვედეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, „ქვეყანა აწყდება თავდასხმების მუდმივ მუქარებს, რომლებიც მიმართულია შვედეთისა და შვედეთის ინტერესების წინააღმდეგ.“ შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრ, კარლ-ოსკარ ბოლინის განცხადებით, მისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ „შვედეთის ყალბ იმიჯს ებრძოლოს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ვრცელდება.” „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აქტორები აქტიურად ავრცელებენ ყალბ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შვედეთი, როგორც სახელმწიფო, მხარს უჭერს ყურანისა და სხვა წმინდა ტექსტების დაწვას,” - ნათქვამია განცხადებაში. სტოქჰოლმის შეფასებით, დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ, შვედეთის იმიჯი შეცვალონ და წარმოაჩინონ ის, როგორც „ისლამისა და მუსლიმებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა,“ სადაც მუსლიმებზე თავდასხმები თითქოს, სახელმწიფოს მიერ არის დაშვებული და მუსლიმი ბავშვები შესაძლოა, სპეციალურმა სამსახურებმა გაიტაცონ.“  

პოლიციამ შვედეთში სპეციალური ღონისძიებები შემოიღო - მედია

შვედეთის პოლიციამ უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა და შვედეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, სპეციალური ღონისძიებები შემოიღო. შვედეთის პოლიციის სპიკერმა, მარკ ვადაშმა განმარტ, რომ ეს რეჟიმი გულისხმობს კონკრეტულ პრობლემაზე ფოკუსირებას, რაც ამ შემთხვევაში არის შვედეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება. უფრო კონკრეტულად, შვედეთის პოლიციისთვის „სპეციალური მოქმედების“ რეჟიმი ნიშნავს საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადების აუცილებლობას, რამაც შეიძლება, მეტი სამართალდამცველის ჩართვა ან დამატებითი უფლებამოსილების გამოყენება გახადოს საჭირო. შვედეთის პოლიციის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობის ინსტრუქცია ანტიტერორისტული ზომების გაძლიერების შესახებ მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ყურანის დაწვის ფონზე უარესდებოდა. შვედეთში ყურანის დაწვამ სტოკჰოლმსა და თურქეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვია. Bloomberg: შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით 26 ივლისს წერდა, რომ შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება.  

ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოების პროგრამას შეუერთდნენ

ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი, რომლებიც ევროპაში ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიით არიან ცნობილნი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე განიხილავენ, შეუერთდნენ აშშ-ის ეროვნული გვარდიის უსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამას. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, დენ ჰოკანსონმა განაცხადა. ჰოკანსონმა განმარტა, რომ ამერიკული მხარე ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს ფინეთთან, შვეიცარიასთან და შვედეთთან, რათა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა გააძლიეროს. მან დააზუსტა, რომ ფინეთმა და შვედეთმა, რომლებმაც უკვე თქვეს ნეიტრალურ სტატუსზე, „ახლა პარტნიორულ მოლაპარაკებებში არიან", და შვეიცარია „ახლა განიხილავს ურთიერთობას, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვთ ეროვნულ გვარდიასთან და აფასებს მომავალში ასეთი პროგრამის შესაძლებლობას." აშშ-ის ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც აშშ-ის ჯარები ამყარებენ ურთიერთობებს უცხოელ სამხედროებთან რეგულარული მომზადებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გზით. აშშ-ის ეროვნული გვარდიის პარტნიორობის პროგრამა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. უკრაინა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც პროგრამას კალიფორნიის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით შეუერთდა.  

შვედეთი უკრაინას $300 მილიონზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

შვედეთის მთავრობა უკრაინას 3,4 მილიარდი კრონის (314 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა განაცხადა. „უკრაინელებს ძალიან სჭირდებათ დახმარების ახალი პაკეტები, პირველ რიგში საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები. ეს არის საბრძოლო მასალა ადრე მიწოდებული შვედური აღჭურვილობისთვის, ძირითადად CV 90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანისთვის. ასევე - Archer-ის ტიპის საარტილერიო იარაღისთვის.“ 2022 წლის თებერვლიდან შვედეთმა უკრაინას 2,16 მილიარდი დოლარი გამოუყო, საიდანაც 1,67 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებაზე მოდის.  

Reuters: უკრაინაში შვედურ SKF-ის ქარხანას რაკეტა მოხვდა, დაიღუპა სამი ადამიანი

შვედური საკისრების მწარმოებელი SKF-ი აცხადებს, რომ მის ქარხანას ლუცკში, უკრაინაში ღამით რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც სამი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „წუხელ, უკრაინის ქალაქ ლუცკზე თავდასხმა მოხდა და ჩვენი ქარხანა მოხვდა ამ თავდასხმაში. ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამი კოლეგა დაიღუპა,“ - განაცხადა SKF-ის სპიკერმა, კარლ ბიერნშტამმა. ცნობისთვის, სამრეწველო საკისრების მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელს უკრაინაში დაახლოებით 1100 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა ლუცკის ქარხანაში მუშაობს. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო.  

შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის $300 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის  3,25 მილიარდი შვედური კრონის (თითქმის 300 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების გადაცემა დაამტკიცა. ეს იქნება მე-13 პაკეტი, რომელსაც შვედეთი კიევს გაგადსცემს. შვედეთი უკრაინას $300 მილიონზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა 15 აგვისტოს განაცხადა, ახალ პაკეტში შევა CV90 ქვეითთა საბრძოლო მანქანები, Archer-ის ტიპის საარტილერიო სისტემები, სატვირთო მანქანები და განაღმვის აღჭურვილობა. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობამ პარლამენტის დასამტკიცებლად 3,4 მილიარდი შვედური კრონის (314 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი შესთავაზა. 2022 წლის თებერვლიდან შვედეთმა უკრაინას 2,16 მილიარდი დოლარი გამოუყო, საიდანაც 1,67 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებაზე მოდის.  

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა. ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინსტრ, ულფ კრისტერსონს და შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავსა და დედოფალ სილვიას შეხვდება. „ჩვენი უპირველესი ამოცანაა უკრაინელი მეომრების გაძლიერება ადგილზე და ცაში, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ, თავდაცვის ინდუსტრიაში, უკრაინის ევროინტეგრაცია და საერთო უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში,“- წერს ზელენსკი Telegram-ზე. ზელენსკიმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერის გამო, შვედეთს მადლობა გადაუხადა.  

ზელენსკის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნები უკვე დაიწყეს

უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო სწავლებას უკვე გადიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „თვითმფრინავები - Gripen-ი შვედეთის სიამაყეა. „დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების მონაწილეობით Gripen-ის სატესტო გამოცდა უკვე დაიწყო,” - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილა სამომავლო ნაბიჯები Gripen თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობის შესახებ. „შევხვდები პარლამენტის სპიკერს, საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს და წამოვწევ ამ საკითხს, როგორც ერთ-ერთი საკვანძოს ჩვენი ცის დასაცავად,” - განაცხადა ზელენსკიმ. ჯერ კიდევ მაისში შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა უკრაინული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, რამდენიმე უკრაინელი მფრინავის მომზადების შესახებ გამოაცხადა. ეს შეთანხმება შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ ივნისში დაადასტურა. Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტისას შვედეთს Gripen-ის ტიპის თვითმფრინავები სთხოვა. „დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები შვედური Gripen-ის მიღების თემის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ზელენსკიმ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ეს თემა ცენტრალური იქნება მის შეხვედრებზე სხვა შვედ ოფიციალურ პირებთან. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით დღეს, 19 ჩავიდა.  

ზელენსკი შვედეთის შემდეგ ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა. „როგორც ყოველთვის, გვექნება არსებითი მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან," - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებია, რათა უკრაინამ ცა „რუსული ტერორისგან“ დაიცვას. უკრაინის ლიდერის თქმით, ვიზიტის დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტის მომზადება, მშვიდობის ფორმულა და „ტერორისტული სახელმწიფოს პასუხისგებაში მიცემა.“ უკრაინა და შვედეთი CV90-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა. ზელენსკის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნები უკვე დაიწყეს. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.  

შვედეთი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 500 მილიონ ევროს გამოყოფს

შვედეთი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერხი ნიკიფოროვმა Rada TV-ს ეთერში განაცხადა. „შვედეთმა უკრაინის აღდგენისთვის სტრატეგია მიიღო. 500 მილიონი ევრო არის საწყისი თანხა და კერძო ბიზნესსაც შეუძლია, შეუერთდეს ხსენებულ პროექტს," - აღნიშნა ნიკიფოროვმა. მანვე დაამატა, რომ შვედეთი გეგმავს სატუმბი მოწყობილობების მიწოდებას უკრაინაში იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით დაზარალდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. უკრაინა კი, ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება.  

უკრაინა და შვედეთი CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინამ და შვედეთმა CV90-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანის ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინაში წარმოებული პირველი CV 90 რაც შეიძლება მალე გამოჩნდეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ საბრძოლო მანქანას, კერძოდ, 57-ე ცალკეულ მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა, რომელსაც ზელენსკი ამ კვირის დასაწყისში ეწვია. „შვედური ქვეითი საბრძოლო მანქანები CV90 მართლაც ძალიან ძლიერია. ჩვენი ჯარისკაცები დიდად აფასებენ CV90-ს. ჩვენ მადლობელი ვართ არამხოლოდ იმისთვის, რომ ბიჭები წინ მიიწევენ ამ მანქანების დახმარებით, არამედ იმისთვის, რომ CV90 ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას. მაღალი ხარისხი ნამდვილად ეხმარება გადარჩენას. დაიცავით ჯარისკაცების სიცოცხლე, სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და ამ ცხოვრების თავისუფლებისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.  ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კრისტერსონს შეთანხმებების შესრულებისთვის და საარტილერიო სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნის დაწყებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით დღეს, 19 ჩავიდა.  

საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევას, ნობელის კომიტეტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა

სტოკჰოლმში ნობელის პრემიების გადაცემის საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევის გამო, ნობელის კომიტეტს მწვავედ აკრიტიკებენ. შვედეთის ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა მიწვევა გააუქმა, მთავრობის წარმომადგენლები კი განიხილავენ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის საკითხს განიხილავენ. ლიბერალური პარტიის თავმჯდომარემ, იოჰან გეორგ პერსონმა განაცხადა, რომ „არ აპირებს ბანკეტზე რუსეთის ელჩის გვერდით დაჯდომას, „ვიდრე უკრაინაში პუტინის სისხლიანი აგრესიული ომი გრძელდება.“ შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და სოციალ-დემოკრატების ლიდერმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ არ მიუღია ცერემონიაზე მიწვევა, მაგრამ, მისი თქმით, ნობელის ფონდმა „სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რას ნიშნავს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიო იმ რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც ამაზრზენ და უკანონო ომს აწარმოებს უკრაინაში და ასევე ემუქრება შვედეთს.“ პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონმა უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ნობელის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის მიწვევამ გული დასწყვიტა ბევრ ადამიანს როგორც შვედეთში, ისე უკრაინაში. „ინფორმაცია გუშინ საღამოს მივიღე და საკმაოდ მწვავე რეაქცია მქონდა... ნობელის ფონდი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მაგრამ მე რუსეთს არ დავპატიჟებდი, ახლა რომ პრემიების გადაცემის ცერემონიაზე ვიყო პასუხისმგებელი,“ განაცხადა კრისტენსონმა სააგენტო TT-სთან ინტერვიუში. შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ნობელის ფონდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ჯერჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ. გუშინ ნობელის ფონდმა გამოაცხადა, რომ აპირებს, დაჯილდოების საზეიმო ბანკეტზე მიიწვიოს ყველა იმ სახელმწიფოს დიპლომატები, რომლებიც აკრედიტებულნი არიან შვედეთში, ასეთებს შორის არიან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატებიც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება კრემლს გაუძლიერებს დაუსჯელობის გრძნობას და მას ახალი ბოროტმოქმედებებისკენ უბიძგებს. CNN-ის ცნობით, საზეიმო ბანკეტზე წელს ბელორუსის ელჩიც მიიწვიეს. ცნობისთვის, შარშან ნობელის კომიტეტმა რუსეთისა და ბელორუსის საელჩოთა წარმომადგენლები არ მიიწვია საზეიმო ღონისძიებაზე.  

გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან, Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის შექმნის შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი - მედია

გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის განვითარების შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. იტყობინება გერმანული ბიზნეს გაზეთი Handelsblatt-ი. Rheinmetall-მა და KMW-მა, რომლებმაც კონტრაქტის შესრულებაზე უნდა იმუშაონ, კომენტარი არ გააკეთეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროშიც არაფერს ამბობენ. პროექტში ასევე ჩაერთვება შვედური კომპანია Saab-ი და იტალიური კომპანია Leonardo. ვინ წარმოადგენს ესპანეთს, უცნობია.  

მედია: შვედეთი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს

შვედეთის მთავრობა უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი რადიო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, მთავრობას, სხვა საკითხებთან ერთად, სურს იცოდეს, როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი შვედეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე და რამდენად სწრაფად შეუძლია ქვეყანას ახალი Gripen-ის თვითმფრინავების მიღება და მან ამ საკითხი განხილვა, შესაძლოა, შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად მოსთხოვოს. შვედეთის საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, უკრაინა იმედოვნებს, რომ შვედეთისგან Gripen-ის 16-18 თვითმფრინავს მიიღებს. შეგახსენებთ, უკრაინას ნიდერლანდებმა და დანიამ დაუდასტურეს, რომ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადაცემენ, როგორც კი უკრაინელი პილოტების მომზადება დასრულდება. თუმცა კიევმა ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულია, შვედეთისგან Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში გასულ თვეში იმყოფებოდა.  

შვედეთმა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდასაჭერად $26.6 მილიონი გამოყო

შვედეთმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 25,2 მილიონი ევრო (26,6 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო. ქვეყანამ უკრაინა უკვე უზრუნველყო 1000 ტონაზე მეტი აღჭურვილობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დასახმარებლად. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები იაროსლავ დემჩენკოვი და სვიტლანა გრინჩუკი შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და თანამშრომლობის სფეროები განიხილეს. შვედეთმა ასევე გაგზავნა უკრაინაში ენერგიასთან დაკავშირებული აღჭურვილობა, როგორიცაა ტრანსფორმატორები, გენერატორები და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა. 24 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გაუმჯობესებას. თანხების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, აშშ გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს 522 მილიონი აშშ დოლარი ენერგეტიკასთან დაკავშირებული დახმარების სახით, მათ შორის 100 მილიონი აშშ დოლარი იმ პირობით, რომ კიევი პროგრესს მიაღწევს ენერგეტიკის სექტორის ზოგიერთ რეფორმაში.  

შვედეთი უკრაინას დამატებით, $200 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

შვედეთი უკრაინას 2,2 მილიარდი შვედური კრონის (199,8 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის, განაცხადა შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 ოქტომბერს. სამინისტრომ ასევე სთხოვა თავის შეიარაღებულ ძალებს, შეაფასონ, შეუძლია თუ არა შვედეთს Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინაში. უკრაინელმა პილოტებმა საცდელი ფრენები უკვე შეასრულეს. შვედეთმა უკრაინისთვის სულ 14 პაკეტი დაამტკიცა.  

ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას ხელი მოაწერა და რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადასცა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ერდოღანი სტოკჰოლმის წინადადებას, შვედეთის ქურთი ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების გამო ეწინააღმდეგებოდა, რომლებსაც თურქეთი საფრთხედ მიიჩნევს. იმისთვის, რომ შვედეთი NATO-ს წევრი გახდეს, ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს შვედეთის წინადადების რატიფიცირება.  

შვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ბიზნესმენი გაამართლა

შვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული, წარმოშობით რუსი ბიზნესმენი გაამართლა. სერგეი სკვორცოვი გასული წლის ნოემბერში, სტოკჰოლმის მახლობლად დააკავეს.  სკვორცოვს რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის დასავლური ტექნოლოგიების გადაცემა ედებოდა ბრალად. თუმცა სტოკჰოლმის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სკვორცოვის საქმიანი გარიგებები "მხოლოდ დასავლეთიდან ტექნოლოგიის შესყიდვისთვის იყო გამიზნული და არ ისახავდა მიზნად შვედეთის ან შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას, რაც შეიძლებოდა, რომ ჯაშუშობა ყოფილიყო.  პროკურორი ამტკიცებდა, რომ სკვორცოვმა ინფორმაციის მისაღებად, ჯაშუშური ქსელები გამოიყენა, რასაც ექსპორტის რეგულაციებისა და სანქციების გამო, სხვაგვარად ვერ გააკეთებდა. ამასთან, ბიზნესმენი ეხმარებოდა საქონლის შეძენასა და ტრანსპორტირებას, შეცდომაში შეჰყავდა მომწოდებლები ყალბი ინფორმაციის მიწოდებით და ყალბი პირადობის ქვეშ მოქმედებით. მოსამართლემ საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურორმა ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ბიზნესმენის საქმიანობა ჯაშუშობას უტოლდებოდა.  

უკრაინამ შვედური Archer-ის ტიპის რვა საარტილერიო სისტემა მიიღო

შვედური Archer-ის ტიპის რვა საარტილერიო სისტემა უკრაინას უკვე გადაეცა. ამის შესახებ ეროვნული მაუწყებელი SVT შვედეთის თავდაცვის მინისტრ პალ ჯონსონის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. თვითმავალი იარაღი უკრაინას იანვარში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდა. Archer მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემაა, რომელსაც ჭურვების სროლა 50 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია. სტოკჰოლმმა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. სკანდინავიურმა ქვეყანამ აგვისტოში 200 მილიონი დოლარის ღირებულების მე-14 დახმარების პაკეტი წარადგინა, რომელიც ძირითადად საარტილერიო საბრძოლო მასალისგან შედგებოდა. შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს.  

შვედეთის ელჩის მოადგილე: კანონის უზენაესობის, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებების კუთხით, საქართველოს მეტი პროგრესი სჭირდება

„როდესაც საქმე კანონის უზენაესობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებებს ეხება, საქართველოს აქ მეტი პროგრესი სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ ერიკ ილესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. „შვედეთის გადმოსახედიდან, ჩვენ ამას [ევროკომისიის რეკომენდაციას] დადებითად ვუყურებთ. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ამჟამად, როგორც იცით, 27 წევრი სახელმწიფოს ზოგიერთ პარლამენტში მიმდინარე დემოკრატიული პროცესია, რათა 14-15 [დეკემბრის] დასკვნამდე მივიდეთ. ოპტიმისტურად და პოზიტიურად გამოიყურება, მაგრამ არ შემიძლია, რომ შვედეთის პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას გავუსწრო, მაგრამ ჩვენ ძალიან ველით ამ შეხვედრასა და გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ საქართველო მალე კანდიდატი ქვეყანა იქნება და შეეძლება [ევროკომისიის] 9 ნაბიჯში ჩამოთვლილ თემებსა და პრობლემებზე მუშაობის დაწყება. ასე რომ, კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მოდის, რომ საქართველო ამ 9 ნაბიჯს განახორციელებს, რომლებიც მნიშვნელოვანია შემდეგ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაა… გაფართოების შესახებ ანგარიშში ევროკომისიამ წინა 12 რეკომენდაციაზე პროგრესი შეაფასა. შეგვიძლია ვნახოთ, რომ 3 მათგანი მეტ-ნაკლებად განხორციელებულად შეფასდა. თუმცა სხვა პრობლემებიც იყო, როდესაც საქმე კანონის უზენაესობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებებს ეხება. ეს ის თემები იყო, სადაც საქართველოს მეტი პროგრესი სჭირდება,” - განაცხადა ილესმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“  

აშშ-მ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. Reuters-ის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ამასთან, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანების სწრაფად დასრულების მოლოდინი აქვს, მაგრამ უჭირს ზუსტად დაასახელოს თარიღი, როდის აუნთებენ შვედეთს მწვანე შუქს თურქეთი და უნგრეთი. „შვედეთი არის ძლიერი, ქმედუნარიანი თავდაცვის პარტნიორი, რომელიც NATO-ს ღირებულებებს მხარს უჭერს და ალიანსს გაწევრიანების დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერებს. შვედეთის წევრობა ჩვენს კოლექტიურ თავდაცვასა და ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოების გამოწვევებზე პასუხის უნარს გააძლიერებს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.  

შვედეთი უკრაინას $134 მილიონის მოცულობის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას $134 მილიონის დახმარებას გადასცემს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი დახმარების შესახებ ოფიციალურად 14 დეკემბერს გამოცხადდება. ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხიდან 86 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკის მიერ შექმნილ ფონდში უკრაინის ძირითადი ინფრასტრუქტურის – ენერგეტიკის, საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის მხარდასაჭერად გამოიყოფა. კიდევ 28,7 მილიონი აშშ დოლარი ჩაირიცხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაარსებულ უკრაინის გარემოსა და ენერგეტიკის ფონდის ანგარიშზე. შვედეთის მიერ უკრაინისთვის გაღებული დახმარების ოდენობა 2,87 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება  

მინისტრი: შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის

შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის. ამის შესახებ შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალიმ განაცხადა. მინისტრის თქმით, შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული. „ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით. შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა სხვა კანდიდატი ქვეყნისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ამ ისტორიულ კვირაში შვედეთის მთავრობა მუშაობს,“ – განაცხადა ჯესიკა როსვალიმ.    

შვედეთმა უკრაინისთვის 124 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა

დღეს, შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის დაამტკიცა ზამთრის დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაც 124 მილიონი ევროს შეადგენს. ახალი დახმარება უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება. შესაბამისი განცხადება შვედეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ევროკავშირში, X-ზე განათავსა. „უკრაინა იბრძვის საკუთარი თავის გადარჩენისთვის და ევროპის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის. ეს არის გადამწყვეტი დრო უკრაინის მხარდაჭერისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

ლიეტუვა, შვედეთი და კანადა უკრაინის სატრანსპორტო ინდუსტრიის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

ლიეტუვა, შვედეთი და კანადა აპირებენ, შექმნან "საერთო ინტერესთა ჯგუფი უკრაინისთვის" (CIG4U) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის სატრანსპორტო ინდუსტრიის აღდგენისა და ლოგისტიკური მარშრუტების განვითარებას. ამის შესახებ უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილემ სერგეი დერკაჩმა განაცხადა. მისი თქმით, ჯგუფის მუშაობის ძირითადი მიმართულებები იქნება ტრანსპორტთან დაკავშირებული მატერიალური საჭიროებების მხარდაჭერა და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის ანალიტიკური მხარდაჭერა. პირველი პროექტები მიმართული იქნება უკრაინაში საგზაო და სარკინიგზო სატვირთო ტრანსპორტის მდგრად განვითარებაზე.  

დანია და შვედეთი უკრაინას CV90-ის ტიპის ჯავშანმანქანებს გადასცემენ

შვედეთისა და დანიის თავდაცვის მინისტრები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება კიევისთვის შვედური წარმოების CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას ითვალისწინებს. „ჩვენ გამოვიყენებთ საწარმოო შესაძლებლობებს უკრაინაში ახალი CV90-ის ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების უზრუნველსაყოფად,“- განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა. მიმდინარე წლის განმავლობაში შვედეთმა უკრაინას უკვე გადასცა 50 CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების დროს მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს. კიევმა სტოკჰოლმიდან ამ აღჭურვილობის დამატებითი მიწოდება მოითხოვა. Combat Vehicle 90 არის შვედური წარმოების ქვეითი საბრძოლო მანქანა. CV90-ის სერიული წარმოება 1993 წელს დაიწყო. საერთო ჯამში, სხვადასხვა მოდიფიკაციით დამზადდა დაახლოებით 1170 მანქანა, რომელთა უმეტესობა ექსპორტზე გავიდა სხვა ქვეყნებში.   

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის შემდეგ საკითხს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) განიხილავს. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება.

უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დავუჭიროთ მხარი - შვედეთის თავდაცვის მინისტრი

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დაუჭიროს მხარი. მანვე აღნიშნა, რომ საარტილერიო აღჭურვილობასთან დაკავშირებით ახლა რთული ვითარებაა. „შვედეთს საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენა სჭირდება, როგორც თავისთვის, ასევე, იმისთვის, რომ მისი უკრაინაში გაგზავნა შეძლოს, ამისთვის ქარხნების სიმძლავრე უნდა გაიზარდოს. ჩვენ Archer-ის კარგი სამაგრები გვაქვს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ საბრძოლო მასალა არ იქნება,“ - აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.  

შვედეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა

შვედეთში, ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა. ინფორმაციას SVT-ი ავრცელებს.  ყინვების გამო, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე რეგიონში კი ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, უსაფრთხოების ზომები მიიღეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსალოდნელია შეფერხებები ელექტრომომარაგებასა და მობილურ კომუნიკაციებში. ამასთან, ტემპერატურის დაბალი ნიშნული, -37,8 გრადუსი დაფიქსირდა შვედეთის მეზობელ ფინეთშიც, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ილივიესკაში.    

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო, შვედეთი მალის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას შეუჩერებს

პრორუსული პოზიციებისა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, შვედეთის მთავრობა მალის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას შეუჩერებს. განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა 5 იანვარს TV4-თან საუბრისას გააკეთა. „როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ასევე გვსურს, რომ ამ ქვეყნებმა ითანამშრომლონ შვედეთთან, მაგრამ მალის სამხედრო ხუნტა რუსეთისკენ ტრიალდება და მხარს უჭერს მის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ფორსელმა. დასავლეთ აფრიკის ქვეყანა რუსული გავლენის მნიშვნელოვანი კამპანიის სამიზნეა მას შემდეგ, რაც 2021 წელს მალის არმიამ მთავრობა გადატრიალების შედეგად დაამხო. „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი მეთაურობდა, განსაკუთრებით აქტიური იყო მალიში. ამ დაჯგუფებას ომის დანაშაულებსა და ფართოდ გავრცელებულ ძარცვაში სდებენ ბრალს. მალიმ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს გმობენ და რუსული ჯარების მიერ უკრაინის დატოვებას მოითხოვენ. შვედმა მინისტრმა იოჰან ფორსელმა განმარტა, რომ დახმარების განაწილებისთვის პირობები მალის გარდა სხვა ქვეყნებში უკეთესია. „ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსება შეწყდება, მაგრამ გადაუდებელი დახმარება, როგორიცაა, საკვები, წყალი და მედიკამენტები, გაგრძელდება,“ აღნიშნა მინისტრმა. „ზოგადად, შვედეთი ხელახლა აყალიბებს მიდგომას საერთაშორისო დახმარების მიმართ, რათა „უზრუნველყოს ისეთი მიდგომა, როცა ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საერთაშორისო კანონმდებლობას ძირს არ უთხრიდნენ და არ უჭერდნენ მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ,“ განმარტა შვედმა მინისტრმა. ბოლო 10 წლის განმავლობაში შვედეთმა მალის 388 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია.  

ევროპა რუსეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის უნდა მოემზადოს - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილტრმი აცხადებს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში შვედეთისა და ევროპის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხედ დარჩება. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის, რომელიც გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი აგრძელებს გაეროს წესდებისა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის რღვევას,“ - განაცხადა მინისტრმა. ბილსტრომის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ასევე იბრძვიან ევროპის თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის. 11 დეკემბერს შვედეთის მთავრობამ უკრაინის დახმარების ახალი $133,5 მილიონიიანი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს თანხები ზამთარში უკრაინელების საჭიროებას მოხმარდება.   

უკრაინა დაინტერესებულია შვედეთთან იარაღის ერთობლივი წარმოებით - ზელენსკი

შვედეთთან იარაღის წარმოება ერთობლივი უკრაინისთვის პრიორიტეტია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციაზე „საზოგადოება და თავდაცვა“ გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული დონორი. ჩვენ ვიბრძვით საუკეთესო იარაღისა და ტექნოლოგიისთვის მსოფლიოში, საკუთარი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენთვის პრიორიტეტია შვედეთთან ერთობლივი წარმოება. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ჩვენ შევძლებთ უკრაინაში თქვენთან ერთად პირველი ერთობლივი წარმოების გახსნას,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვის საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. გარდა ამისა, არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები ჩეხეთთან, შეერთებულ შტატებთან და გერმანიასთან.  

შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებამდე განაცხადა, რომ ლატვიაში სამხედროებს გაგზავნის

შვედეთის პრემიერ მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ლატვიაში შვედური სამხედრო კონტინგენტის განლაგების გეგმების შესახებ გამოაცხადა. ეს ნაბიჯი NATO-ს ძალისხმევის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისკენ არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმი ჯერ არ არის ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთის შეიარაღებული კონტინგენტი ლატვიაში 2025 წლიდან განლაგდება. მასპინძელ ქვეყანა ლატვიაში NATO-ს ძალების ხელმძღვანელობა კანადას ეკუთვნის. მონაწილე ქვეყნები არიან ალბანეთი, ჩეხეთი, ისლანდია, იტალია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი. შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მიუთითებს სტოკჰოლმის რწმენაზე, რომ ქვეყანა 2024 წლის ბოლომდე მიაღწევს ალიანსის სრულ წევრობას. ამ დროისთვის ორ ქვეყანას (თურქეთი და უნგრეთი) არ დაუმტკიცებია შვედეთის გაწევრიანება.  

რას მოხმარდება შვედეთის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული დახმარება

9 იანვარს Europetime-ს შვედეთის საელჩოში დაუდასტურს, რომ სტოქჰოლმმა საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. Europetime-ს შვედეთის საელჩოში ექსკლუზიურად განუცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად, შვედეთის მთავრობა საქართველოსთვის 490 000 აშშ დოლარის გამოყოფის გარდა, უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონ აშშ დოლარს, მოლდოვას კი, საქართველოს მსგავსად, 490 000 აშშ დოლარს ჰპირდება. კერძოდ, საქართველოსთვის თანხა გამოიყოფა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. თანხები სხვა საკითხებთან ერთად მოხმარდება პროექტებს კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებით.  

შვედეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვის სფეროში დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოუყოფს

შვედეთის მთავრობა უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს 490 000 აშშ დოლარის და მოლდოვას ასევე 490 000 აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს. Europetime-ს შვედეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ეს დახმარება NATO-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით განხორციელდება. თანხები მოხმარდება განაღმვის, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და სხვა საკითხებს.“ კონკრეტულად საქართველოს რაც შეეხება, საქართველოსთვის თანხა გამოყოფილია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. საქართველოს შემთხვევაში თანხები სხვა საკითხებთან ერთად მოხმარდება პროექტებს კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის შესახებ ინფორმაციის გაცვლის, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებით.  

შვედეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდის

შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციამ საბრძოლო მასალის მწარმოებელ კომპანია Nammo-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა და მათი მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაა. „ჩვენ ახლა მნიშვნელოვან შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ. ეს შეამცირებს მიწოდების დროს, გაზრდის ჩვენს შესაძლებლობას, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და ამავდროულად გააძლიერებს საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების უსაფრთხოებას შვედეთსა და სკანდინავიის რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - აცხადებენ შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციაში. დაგეგმილ ინვესტიციებს ნაწილობრივ თავად შვედეთი აფინანსებს, ნაწილობრივ კი ევროკავშირი. მათი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. სამუშაოები სკანდინავიური თავდაცვის თანამშრომლობის NORDEFCO ფარგლებში მიმდინარეობს და მას შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს  

რუსული საფრთხისგან თავდასაცავად, შვედეთი წყალქვეშა ნავების მშენებლობას იწყებს

შვედეთმა დაიწყო ორი წყალქვეშა ნავის მშენებლობა, რომლებიც განკუთვნილია ბალტიის ზღვაში პატრულირებისთვის.  Politico-ს ცნობით, წყალქვეშა ნავების აშენების გადაწყვეტილება რუსეთისგან მომდინარე სავარაუდო საფრთხეს უკავშირდება. ეს იქნება შვედეთის მიერ აშენებული პირველი წყალქვეშა ნავები 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ. A26 ტიპის 66 მეტრიანი წყალქვეშა ნავები სახელწოდებით -  Blekinge და Skåne, 2027 და 2028 წლებში გაეშვება ექსპლუატაციაში და ოთხ არსებულ წყალქვეშა ნავთან ერთად, საბრძოლო მოვალეობას შეასრულებენ ბალტიის ზღვაში. სამშენებლო სამუშაო კარლსქრონაში მდებარე გემთმშენებლობის ქარხანაში მიმდინარეობს. ცნობისთვის, ნორვეგიამ ახლახან შეუკვეთა 4 ახალი წყალქვეშა ნავი გერმანული კონცერნ ThyssenKrupp Marine Systems-ს, ხოლო დანიამ, რომელმაც 2004 წელს უარი განაცხადა საზღვაო ფლოტზე, ახლა მისი დაბრუნების სურვილი გამოთქვა.  ბოლო დროს დაუდგენელი წყალქვეშა ნავები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ შვედეთის ტერიტორიულ წყლებში; 2022 წელს აფეთქება მოხდა Nord Stream გაზსადენზე შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ხოლო გასულ წელს დაზიანდა ესტონეთთან დამაკავშირებელი წყალქვეშა კომუნიკაციები.   

ირანში შვედეთის მოქალაქე დააპატიმრეს

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში შვედეთის მოქალაქე დააპატიმრეს. ეს შვედეთის მესამე მოქალაქეა, რომელიც ირანში პატიმრობაში იმყოფება. სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედი 20 წელს არის გადაცილებული და ის იანვრის პირველი რიცხვებიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სხვა დეტალები სამინისტროს არ დაუკონკრეტებია. 2022 წლის აპრილში ირანში ევროკავშირის შვედი თანამშრომელი იოჰან ფლოდერუსი დააპატიმრეს. მას ჯაშუშობაში ედება ბრალი. ევროკავშირი ამ ბრალდებებს უარყოფს. 2017 წელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა შვედეთის ირანული წარმოშობის მოქალაქეს, აჰმადრეზა ჯალალის. მასაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, რასაც სტოკჰოლმი უარყოფს.  

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას არ გამორიცხავს

შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას არ გამორიცხავს, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას უკავშირდება.  უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ოთხშაბათს, 17 იანვარს დავოსში, ვიქტორ პინჩუკის ფონდის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა. მან განმარტა, რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება უნდა განიხილებოდეს მას შემდეგ, რაც შვედეთი NATOში გაწევრიანდება.  „შვედეთის უსაფრთხოებაზეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - არაფერს გამოვრიცხავთ,"- განაცხადა ბილსტრომმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Gripen-ის ტიპის თვითმფრინავების პოტენციური მიწოდება გასული წლის დეკემბერში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ივან ჰავრილიუკსა და შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მეთაურს მიქაელ ბაიდენს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა. სამინისტროს ცნობით, ბუდენმა, რომელიც შვედეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ თვითმფრინავების უკრაინაში გადაცემა განიხილება როგორც პოლიტიკურ, ასევე - სამხედრო დონეზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველი: ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის, ეს გასაღები თბილისშია

შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის, ეს გასაღები თბილისშია. ამავე ინტერვიუში მან უკრაინაში მიმდინარე ომსა და შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე ისაუბრა. „რუსეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდა შვედეთს და ფინეთს, როგორც ნახევრად მოკავშირეებს და ღიად მტრული განწყობა არ ჰქონდა. ჩვენ არანაირად არ ვართ მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ. გრძელვადიან პერსპექტივაში - შესაძლოა არა ჩემს სიცოცხლეში - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, იმედი მაქვს, რომ რუსეთი განვითარდება დემოკრატიული მიმართულებით. ამაზე 1990-იან წლებში დიდ იმედებს ვამყარებდით. რუსეთმა აჩვენა და შვედეთმა იწვნია მათი აგრესიის შედეგები. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთის კეთილგანწყობას და ჩვენი უსაფრთხოება სხვებთან ერთად უფრო ფართო კონტექსტში უნდა ვეძებოთ. თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და არ გამოვრიცხავთ, რომ მათ იღბალი სხვაგანაც სცადონ. თავდაპირველად, ალბათ, არა სამხედრო მეთოდებით, არამედ სხვა ყველაფრის იარაღად გამოყენებით, რაც რუსული პოლიტიკის მახასიათებელია. ისინი ასევე შეეცდებიან NATO-ს ერთიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ამას ვერ გამოვრიცხავთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა მოვემზადოთ. ჩვენ უნდა შევიარაღდეთ და მზად ვიყოთ ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ სრულიად შესაძლო მოვლენებისთვის. ეს აქტუალური დისკუსია არის შვედეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ოპონენტი ამბობს, რომ ჩვენ განგაში ავტეხეთ. მე ასე არ ვიტყოდი. ჩვენ უბრალოდ უნდა მოვემზადოთ მეტ-ნაკლებად ისე, როგორც ცივი ომის დროს ვიყავით მომზადებული, როცა არაფერს გამოვრიცხავდით. ჩვენ უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები ვართ. ჩვენი მოსახლეობა უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, დიდწილად სამხედრო მხარდაჭერისთვის, უკრაინას 3 მილიარდი ევროს დახმარება აღმოვუჩინეთ/გავუწიეთ. თუ უკრაინა წააგებს ამ ომს, ეს დამღუპველი იქნება არა მხოლოდ ზოგადად ევროპისთვის, არამედ ასევე კონკრეტულად შვედეთისთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ეს რუსეთს ჩვენს საქმეებში ჩარევისა და ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნების დაყოფის მცდელობის სურვილს გაუმძაფრებს. ასე რომ, სისუსტე რუსეთისთვის მოსაწვევია,“ - განაცხადა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა. რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას, ლანდერჰოლმმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის, ეს გასაღები თბილისშია. „ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გახსნა აბსოლუტურად აუცილებელი იყო. საბოლოო მიზნის მისაღწევად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართველების იმედისთვის ახალი ძალის მისაცემად, რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველოა, ქვეყნისთვის არის სხვა შესაძლებლობებიც გარდა იმ მცდარი აზრისა, რომ საქართველოს მომავალი რუსეთთან ახლო თანამშრომლობაა. ევროკავშირის მხრიდან ეს იყო როგორც პოლიტიკურად, ისე რეალურად აუცილებელი ნაბიჯი. ორივე გაერთიანებაში წევრობასთან დაკავშირებით, თბილისის გადასაწყვეტია საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან ბევრ პირობაზეა დაფუძნებული და საქართველოს მხრიდან ამ ძალისხმევაში წარმატების მიღწევა, უდიდესი წილით, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ქვეყანამ ეს პროცესი წარმატებით უნდა გაიაროს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება, ძალიან არასასიამოვნო იყოს. საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხის დაწინაურებას კი ვერ ვხედავ, სანამ უკრაინის საკითხი არ გადაწყდება,“ - განაცხადა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა.

შვედეთის პოლიციამ ისრაელის საელჩოს წინ „საშიში ობიექტი“ გაანადგურა - BBC

შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოს წინ ნაპოვნი "საშიში ობიექტი" განადგურდა. პოლიციამ BBC-ს განუცხადა, რომ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. შეუძლიათ. მათი თქმით, არავინ დაშავებულა. ისრაელის ელჩმა მომხდარი საელჩოსა და მის თანამშრომლებზე თავდასხმის მცდელობად შეაფასა. „ჩვენ ვერ შეგვაშინებს ტერორი", - გამოაქვეყნა დაწერა ელჩმა და შვედეთის ხელისუფლებას "სწრაფი მოქმედებისთვის“ მადლობა გადაუხადა. მედიის ცნობით, ადგილზე ბომბის გაუვნებელყოფაზე მომუშავე ექსპერტები იყვნენ გამოძახებულნი.  

შვედეთის ელჩი: არჩევნების არაპარტიული მეთვალყურე ორგანიზაციები ბევრ ქვეყანაში არიან თავდასხმის სამიზნეები

შვედეთის ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგმა განაცხადა, რომ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის, როცა „მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი ნება და განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი." „გვჯერა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სადამკვირვებლო ჯგუფებს შეუძლიათ თავისუფლად მოქმედება ქვეყანაში.“ „ვხედავთ, რომ არჩევნების არაპარტიული მეთვალყურე ორგანიზაციები ბევრ ქვეყანაში არიან თავდასხმის სამიზნეები. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხაზს უსვამს მათი საქმიანობის და აგრეთვე მათთვის მხარდაჭერის გაწევის მნიშვნელობას,“ - აღნიშნა ელჩმა. ევროკავშირის ელჩი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

შვედეთმა Nord Stream-ის გაზსადენის დაზიანების ირგვლივ გამოძიება დაასრულა

2022 წელს Nord Stream-ის ორი წყალქვეშა გაზსადენის დივერსია საიდუმლოდ რჩება. შვედეთის პროკურატურის ცნობით, შვედეთმა გამოძიება დამნაშავეთა ვინაობის შესახებ რაიმე მკაფიო დასკვნის გამოტანის გარეშე დაასრულა. გამოძიება ასკვნის, რომ შვედეთის იურისდიქციის არარსებობის გამო, გამოძიება უნდა დაიხუროს. „წინასწარი გამოძიება შეწყდა, რადგან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შვედეთი ან მისი მოქალაქეები მონაწილეობდნენ თავდასხმაში,“ ნათქვამია განცხადებაში. მომხდარის გამოძიება გერმანიაშიც მიმდინარეობს. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გერმანიის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ წინასწარ გამოძიებასთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ გადავეცით მასალები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს როგორც მტკიცებულება გერმანიის გამოძიებაში," - ამბობს პროკურორი მატს ლუნგკვისტი, რომელიც შვედეთის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. შვედეთის პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 26 სექტემბერს განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა საერთაშორისო წყლებში, რომლის სამიზნე Nord Stream იყო. შვედეთის წინასწარი გამოძიებით, დივერსია დადგინდა. გამოძიების მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, მონაწილეობდნენ თუ არა შვედეთის მოქალაქეები საბოტაჟში და გამოიყენებოდა თუ არა შვედეთის ტერიტორია ამ აქტისთვის. Nord Stream 1 და Nord Stream 2   რუსული სახელმწიფო „გაზპრომის“ მიერ აშენდა გერმანიაში, წელიწადში 110 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადასატანად. თუმცა, Nord Stream 2 არასოდეს შესულა ექსპლუატაციაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო და Nord Stream 1 კი, რუსული კომპანია „გაზპრომის“ მიერ 2022 წლის ზაფხულში დაიხურა. ოთხი მილსადენიდან სამი 2022 წლის 26 სექტემბერს ააფეთქეს. გამოძიებამ მიუთითა, რომ რუსული ხომალდები ძალიან აქტიურობდნენ ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენებთან აფეთქებამდე. უკრაინული მედია წერს, რომ მედისაშუალებების მიერ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების უკან შესაძლოა, იახტაზე მყოფი უკრაინელი დივერსანტების კერძო ჯგუფი ყოფილიყო, მაგრამ ეს ვერსია სერიოზულად არ განიხილება.      

შვედეთმა უკრაინას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 26.4 მილიონი ევრო გამოუყო

შვედეთის მთავრობამ უკრაინაში ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26.4 მილიონი ევრო გამოყო. ინფორმაციას თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები საგრანტო მხარდაჭერის სახით თემებს გაეგზავნება. „კერძოდ, საუბარია იმათზე, ვინც ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან/ბანკებიდან სასესხო სახსრებს იღებენ ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების, კომუნალური ტიპის საკუთრებებში ენერგოეფექტურობის გაზრდის, ურბანული ელექტროტრანსპორტის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად,“ - აცხადებენ სამინისტროში.  

უკრაინამ შვედურ მწარმოებელთან პირველი პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სააგენტომ შვედურ მწარმოებელთან პირველი პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა. შვედეთის თავდაცვის მინისტრის პოლ ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის დროს, თავდაცვის შესყიდვების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმა. ეს არის პირველი პირდაპირი კონტრაქტი შვედურ თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიასთან. „თანამშრომლობა საშუალებას მისცემს უკრაინას, დააჩქაროს საკუთარი შესყიდვების სააგენტოს განვითარება და გაითვალისწინოს კოლეგების გამოცდილება მომავალ შესყიდვებში,“ ნათქვამია კომუნიკეში. გეგმა, რომელიც უკრაინულმა და შვედმა მხარეებმა თებერვლის დასაწყისში შეათანხმეს, ასევე ითვალისწინებს შვედეთის მიმდინარე შესყიდვებთან შეერთების შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ შვედეთმა უკრაინისთვის 630 მილიონი ევროს ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზად არის, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თავისი პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა. უნგრეთი NATO-ს უკანასკნელი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები 26 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.  

შვედეთის პარლამენტში სურთ, რომ Gripen-ის მოიერიშეები უკრაინაში სასწრაფოდ გაიგზავნოს

შვედეთის ცენტრისტული პარტიის ლიდერს მუჰარემ დემიროკს სურს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის უკრაინაში Gripen-ის მებრძოლების მიწოდებასთან დაკავშირებით, იუწყება Aftonbladet. ამ მოთხოვნებს ნაწილობრივ შეუერთდნენ სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებიც. დემიროკი ელოდება, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ცენტრისტული პარტია დიდი ხანია, დაჟინებით ითხოვს უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნას. ინიციატივას მხარი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა გარდა სოციალ-დემოკრატებისა, რომლებსაც სურთ, რომ შვედეთი ჯერ NATO-ში გაწევრიანდეს. როგორც ცნობილია, შვედეთის განაცხადის რატიფიცირება უკვე ყველა ქვეყანამ მოახდინა. ბოლო ასეთუ ნაბიჯი უნგრეთმა 27 თებერვალს გადადგა. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის გზავნილი იყო, რომ თვითმფრინავების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით პოზიციას მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ დააფიქსირებენ. Saab JAS 39 Gripen არის მეოთხე თაობის მრავალფუნქციური მებრძოლი, რომელიც ფორმალურად მიეკუთვნება მებრძოლთა კლასს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელსაც სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია. მაისის ბოლოს, შვედეთის მთავრობამ უკრაინელ პილოტებს JAS 39 Gripen-ის მოიერიშეზე სწავლების გავლის საშუალება მისცა.   

დაზვერვის გაფრთხილების შემდეგ, შვედეთი წყვეტს რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერას

შვედეთში განაცხადეს, რომ შეუწყვეტენ მხარდაჭერას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ქვეყანაში მას შემდეგ, რაც დაზვერვა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი ეკლესიას სადაზვერვო საქმიანობისთვის იყენებდა. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურს (Sapo) მიაჩნია, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ „როგორც პლატფორმა სადაზვერვო მონაცემების შეგროვებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.“ შვედეთის სარწმუნოების თემების მხარდაჭერის სააგენტომ განაცხადა, რომ ის ასევე წყვეტს ფინანსურ დახმარებას ეკლესიისთვის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მოსკოვის საპატრიარქო, რადგან არ შეესაბამება მის „დემოკრატიულ კრიტერიუმებს.“ „შვედეთის უშიშროების სამსახურის შენიშვნებიდან ჩანს, რომ რელიგიური თემის წარმომადგენლებს ჰქონდათ კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ რუსეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებში,“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. მანვე დასძინა, რომ ეკლესიამ მიიღო მნიშვნელოვანი დაფინანსება რუსული სახელმწიფოსგან და რომ წარმომადგენლები როგორც ჩანს, ხელს უწყობდნენ "უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას." სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესია უარყოფს მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს. მოსკოვის საპატრიარქო გრანტების მცირე მიმღებთა შორის იყო და 2022 წელს ეკლესიამ შვედეთის სახელმწიფოსგან სულ რაღაც 200,000 კრონა (19,300 აშშ დოლარი) მიიღო.

პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს შეიძენს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს იყიდის. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედური წარმოების ყუმბარმტყორცნებმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე კარგად იმოქმედეს. „პოლონეთის შეიარაღებული ძალები შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს მიიღებენ და ჩვენ ამისთვის დაახლოებით 6,5 მილიარდ ზლოტს (1,63 მილიარდი დოლარი) გამოვყოფთ,“ - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.  

უნგრეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანება საბოლოოდ დაამტკიცა

უნგრეთის ახალმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანება დოკუმენტზე ხელმოწერით საბოლოოდ დაამტკიცა. მანამდე, გაწევრიანების რატიფიცირება პარლამენტმა მოახდინა. შვედეთმა ფინეთთან ერთად, NATO-ში გაწევრიანება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა.  

შვედეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება

შვედეთის დროშა NATO-ს შტაბ-ბინაზე 11 მარტს აღიმართება. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავლენ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი; შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები. ღონისძიებაზე იქნებიან NATO-ს ელჩები. დაგეგმილია პრესკონფერენციები. 2022 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, მთელი რიგი შეთანხმებების შემდეგ, ანკარა საბოლოოდ დათანხმდა სტოქჰოლმის განაცხადს. დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთი რჩებოდა ბოლო ქვეყანად, რომელმაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება არ მოახდინა, რაც სტოკჰოლმისთვის საბოლოო დაბრკოლება იყო. 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა საბოლოოდ, რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. რაც შეეხება ფინეთს, რომელმაც ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გადაწყვიტა ალიანსში გაწევრიანება, ეს ქვეყანა NATO-ს 31-ე წევრი გასული წლის 4 აპრილს გახდა. რა პერსპექტივებს უხსნის შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უკრაინას?  

შვედეთის სასამართლომ რუსეთს $1,55 მილიონის გადახდა დააკისრა

შვედეთის სასამართლომ რუსეთს სავაჭრო მისიის შენობის ქირის გადაუხდელობისთვის, $1,55 მილიონის გადახდა დააკისრა. სტოქჰოლმში მდებარე ამ შენობაში ადრე რუსეთის ფედერაციის სავაჭრო მისია იყო განთავსებული. შენობა 2012 წელს აუქციონზე გაიყიდა. ქონება შვედეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიყიდა, რომელიც 2011 წელს რუსეთის წინააღმდეგ გერმანელი ბიზნესმენის, ფრანც სედელმაიერის სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღეს.  რამდენიმე წლის განმავლობაში მეწარმე ცდილობდა მოსკოვიდან მიეღო ანაზღაურება იმ ზარალისთვის, რომელიც მან 1990-იანი წლების დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში ბიზნესის წარმოების მცდელობისას განიცადა. რუსული მხარე არ ცნობს საინკასო სამსახურის ქმედებების კანონიერებას, რომელმაც შენობა გაყიდა, და თავად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასაც, რომელმაც მას ამის საშუალება მისცა. რუსების უარი ქირის გადახდაზე უკვე სამჯერ განიხილეს რაიონულ სასამართლოში. ახლა სტოკჰოლმის სასამართლომ, რადგან მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა სხდომაზე, გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ არამხოლოდ ქირა, არამედ, იურიდიული ხარჯები უნდა დაფაროს.  

ისტორიული მომენტია, NATO უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა - ენტონი ბლინკენი

შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უძღვებოდნენ ცერემონიას, რომლის დროსაც, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების დოკუმენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ახალი წევრი ქვეყნის პრემიერმა ოფიციალურად გადასცა. „ეს არის ისტორიული მომენტი შვედეთისთვის, ალიანსისთვის. ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ისტორიისთვის. NATO ახლა უფრო ძლიერია, უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ აღნიშნა ბლინკენმა. თავის მხრივ, ულფ კრისტენსონმა აღნიშნა, რომ NATO ახლა უფრო უსაფრთხო ქვეყანაა. „ეს ოფიციალურია - შვედეთი ახლა უკვე NATO-ს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდაზე თავის კანონიერ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთლიან ალიანსს უფრო დაცულს ხდის. ველი ორშაბათს მათი დროშის NATO-ს შტაბ-ბინაში აღმართვას,” - წერს სტოლტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შვედეთი NATO-ს 32-ე წევრია  

რა პერსპექტივებს უხსნის შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უკრაინას?

რატომ სჭირდება უკრაინას ასე ალიანსის გაფართოება, ამ თემით უკრაინული მედია დაინტერესდა. შვედეთი, რომელსაც უკრაინაში რუსეთის აგრესიამ აიძულა, რომ 2022 წლის 18 მაისს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეეტანა, NATO-ს 7 მარტს ოფიციალურად შეუერთდა.  თავდაპირველად, სტოქჰოლმის მისწრაფება თურქეთმა დაბლოკა. წელიწადნახევრის შემდეგ ანკარამ საბოლოოდ, საჯაროდ განაცხადა, რომ განბლოკავდა შვედეთის გაწევრიანებას, თუ იარაღის მიწოდებაზე ემბარგო მოიხსნებოდა არამხოლოდ შვედების, არამედ, შეერთებული შტატებისა და კანადის მიერ. დეტალების შეთანხმებას კიდევ ერთი თვე დასჭირდა და იანვარში შეთანხმება შედგა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მწვანე შუქი აუნთო შვედეთის გაწევრიანებას, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა განბლოკა F-16-ების მიწოდება თურქებისთვის და კანადელებმა ასევე გააუქმეს ექსპორტის აკრძალვა. რაც შეეხება უნგრეთს, ის იყო ბოლო ქვეყანა, რომელმაც შვედეთის გაწევრიანების პროცედურა 5 მარტს დაასრულა.  "რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ალიანსის უკვე მეორედ გაფართოება უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაუხსნის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ალიანსის გაფართოება შეზღუდავს რუსეთს. შვედეთის შეერთებით ბალტიის ზღვა „NATO-ს შიდა ტბად“ გადაიქცევა," წერს უკრაინული მედია.  კერძოდ, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძული გოტლანდი, რომელიც შვედეთს ეკუთვნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ასევე განსაკუთრებით ელოდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან F-16-ის გარდა, უკრაინა ასევე იმედოვნებს შვედური მრავალფუნქციურ Gripen-ის ტიპის თვითმფრინავების მიღებას, რომელიც ვარგისია მის ასაფრენ ბილიკებზე გამოსაყენებლად. "ახლა, ალიანსის გაფართოებასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს საფუძველი, შვედეთის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი ტალღის იმედი ჰქონდეს," წერს უკრაინული მედია.   შეგახსენებთ, რომ ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად 2023 წლის 4 აპრილს გახდა.   

შვედეთი ძლიერი მოკავშირეა, დადგება დღე, ის შეძლებს, უკრაინას მიულოცოს NATO-ში გაწევრიანება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთს NATO-ში გაწევრიანება მიულოცა. ის დარწმუნებულია, რომ დადგება დღე, შვედეთი შეძლებს, უკრაინას მიულოცოს NATO-ში გაწევრიანება. „კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა ახლა უკეთ არის დაცული რუსული ბოროტებისგან. შვედეთი უერთდება NATO-ს. ყველა სარგებლობს, როდესაც ერთი ქვეყნის უსაფრთხოება უმჯობესდება და ამ ქვეყანას შეუძლია ნამდვილად გააძლიეროს საერთო უსაფრთხოება. ეს წესი მუდმივად მოქმედებდა NATO-ს არსებობის მანძილზე და დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს მუშაობას. სწორედ ახლა, რუსეთის აგრესიის შუაგულში ყველაფრის მიმართ, რამაც ევროპა მშვიდობიანად და ერთიანად შეინარჩუნა, ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ალიანსებისა და პარტნიორობის შენარჩუნება, საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცება და მეზობლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. შვედეთი ძლიერი მოკავშირე და სანდო ქვეყანაა. ვულოცავ ყველას შვედეთში და ევროატლანტიკურ სივრცეში. უკრაინა ყოველთვის პრინციპულად უჭერდა მხარს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას და მადლობელი ვარ შვედეთის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც შვედეთი შეძლებს უკრაინას მიულოცოს ალიანსში გაწევრიანება. ჩვენ ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ, როცა ერთად ვართ," - განაცხადა ზელენსკიმ. შვედეთი NATO-ს 32-ე წევრია  

შვედეთი NATO-ს 32-ე წევრია

სტოქჰოლმმა ვაშინგტონს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებასთან შვედეთის მიერთების შესახებ დამტკიცებული დოკუმენტი ოფიციალურად გადასცა. “ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ, ნება მომეცით, განვაცხადო: მივესალმოთ შვედეთს, როგორც ვაშინგტონის ხელშეკრულების ნაწილს და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის (NATO) 32-ე წევრს,”განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დოკუმენტის გადაცემის შემდეგ. მანამდე, დოკუმენტი შვედეთის მთავრობამ დაამტკიცა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი, გაწევრიანების პროტოკოლის ძალაში შესვლის შესახებ დღეს, 7 მარტს გამოაცხადა. შვედეთის დროშა NATO-ს შტაბ-ბინაზე 11 მარტს აღიმართება. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავლენ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი; შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები. ღონისძიებაზე იქნებიან NATO-ს ელჩები. დაგეგმილია პრესკონფერენციები. 2022 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, მთელი რიგი შეთანხმებების შემდეგ, ანკარა საბოლოოდ დათანხმდა სტოქჰოლმის განაცხადს. დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთი რჩებოდა ბოლო ქვეყანად, რომელმაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება არ მოახდინა, რაც სტოკჰოლმისთვის საბოლოო დაბრკოლება იყო. 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა საბოლოოდ, რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. რაც შეეხება ფინეთს, რომელმაც ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გადაწყვიტა ალიანსში გაწევრიანება, ეს ქვეყანა NATO-ს 31-ე წევრი გასული წლის 4 აპრილს გახდა. რა პერსპექტივებს უხსნის შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უკრაინას?  

შვედეთი ჩეხეთს 30 მილიონ ევროს გადასცემს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად

შვედეთმა მხარი დაუჭირა ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების შესახებ და მის მხარდასაჭერად პრაღას 30 მილიონი ევრო გადასცემს. შვედეთის მთავრობამ ამის შესახებ 14 მარტს განაცხადა. „უკრაინის საბრძოლო მასალის საჭიროება დიდია, განსაკუთრებით, საარტილერიო. ჩეხეთის რესპუბლიკამ განსაზღვრა შესაძლებლობები მსოფლიო ბაზარზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენის მიზნით, ხოლო ჩვენს მთავრობას სურს, მხარი დაუჭიროს ჩეხეთის რესპუბლიკას ამ საქმეში,“განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა.  

NATO-ს ახალი წევრი შვედეთი მიიჩნევს, რომ ალიანსმა რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ NATO-მ რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეჩერება უნდა იყოს. მისივე თქმით, ამ ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კონფლიქტი არსებობს და ჩვენ მას უნდა გავუმკლავდეთ. ნატო უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს.“ „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი მეზობელია, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა და მსოფლიოს ბირთვული მუქარითა და დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე ყოფილი იმპერიის აღდგენის იდეით აშინებს. ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შევუქმნათ,“ - განაცხადა ტობიას ბილსტრომმა. შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი მიმდინარე წლის მარტში გახდა.  

შვედეთმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის $3,7 მილიონი გამოყო

შვედეთის მთავრობამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაახლოებით 40 მილიონი შვედური კრონი (3,7 მილიონი დოლარი) გამოყო. უკრაინული მედია იუწყება, რომ სტოკჰოლმი ამ მხარდაჭერას გაეროს კვების პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს. მანამდე, დეკემბერში შვედეთმა უკრაინელების მხარდასაჭერად 1,4 მილიარდი კრონი გამოყო. გასულ კვირას კი, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა დაადასტურა, რომ NATO-ში საბოლოო გაწევრიანების შემდეგ, ქვეყანა არ გამორიცხავს, რომ უკრაინას თავისი Gripen-ები (გამანადგურებელი თვითმფრინავები) მიაწოდოს.  

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - შვედეთის საგარეო უწყება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, შვედეთის საგარეო საქმეთა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის განცხადება "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს." „ქართული ოცნების განცხადება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა," - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი გააძევა

შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT-ი ავრცელებს. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 57 წლის ქალბატონი შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. ის უსაფრთხოების ძალებმა ოქტომბერში დააკავეს და გასულ კვირას ქვეყნიდან გააძევეს. მას შვედეთში დაბრუნება აეკრძალა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი შვედეთში 20 წლის წინ ჩავიდა, სადაც ბინადრობის ნებართვა ჰქონდა და შვედეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც შვილები ჰყავს. ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ქალბატონს არ სჯერა, რომ ის შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.  

შვედეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის Patriot-ის თავდაცვის სისტემების გაგზავნას არ გამორიცხავს

შვედეთის თავდაცვის მინისტრი პალ ჯონსონი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას არ გამორიცხავს, იტყობინება Guardian-ი. უკრაინა რუსეთის თავდასხმების ფონზე, საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტს განიცდის. აშშ-ის წარმოების აღნიშნული სისტემები კი, ძალზედ ეფექტიანია რუსეთის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება Patriot-ი, რათა დაიცვას ქვეყანა რუსეთის თავდასხმებისგან, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ის ამჟამად უკრაინის უდიდესი ქალაქების დაცვაზეა ორიენტირებული. კითხვას, გაგზავნის თუ არა შვედეთი Patriot-ის სისტემებს კიევში, ჯონსონმა უპასუხა, რომ ის არ გამორიცხავს ამ შესაძლებლობას. „მაგრამ ახლა ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ფინანსურ კონტრიბუციაზე, მაგრამ ასევე (მეტ) RBS 70-ზე (ადამიანზე გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემები), რადგან ამან შეიძლება, შეამსუბუქოს Patriot-ებზე ზეწოლა,” - დასძინა მან. შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.  

შვედეთი მოუწოდებს ევროკავშირს, გააორმაგოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა

შვედეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ძალისხმევა ახლა უნდა გაორმაგდეს საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვისა და იარაღის წარმოების გაზრდით, რათა ბლოკი უკრაინას ბრძოლაში დაეხმაროს. „ეს არის შვედეთის შეხედულება," - განმარტა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა სოციალურ პლატფორმა X-ის საშუალებით. ბილსტრომი ასევე მიესალმა „აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის შესახებ."