ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ორშაბათის შეხვედრაზე ისაუბრებენ, - წერს Reuters.
„შემდეგი პაკეტი მზად იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი ტრაგიკული წლისთავთან დაკავშირებით", - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.
ახალი სანქციების შესაძლო ვარიანტებს შორისაა რუსეთის აგრესიაში მონაწილე პირთა სანქციების სიის გაფართოება.
უფრო მკვეთრი ზომები, როგორიცაა ბირთვული ენერგიის შეწყვეტა და ბრილიანტის ემბარგო, დიდი ხანია განიხილება, მაგრამ უმრავლესობის მხარდაჭერას ამ საკითხებზე ჯერ ვერ მოხერხდა.
თუმცა ევროკავშირი ამტკიცებს, რომ უკრაინას ბოლომდე დაუჭერს მხარს და ჯერჯერობით უნგრეთის დარწმუნებასაც კი ახერხებს, რომელიც ევროპის ეკონომიკის აღდგენის მიზნით სანქციების მოხსნას ღიად ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 9 პაკეტი დაამტკიცა.