იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ახალ სამხედრო დახმარებას ელოდება, მისი სამხედროები ქმნიან ახალ დანაყოფებს, რომლებიც დასავლეთის მიერ მოწოდებული შეიარაღებით აღიჭურვებიან.
სამხედროებმა ქვედანაყოფები ახალი აღჭურვილობისთვის უნდა მოამზადონ.
CNN წერს, რომ ბელორუსის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში უკრაინული ძალები, სასტიკ გაზაფხულის მოლოდინში გადიან წვრთნებს.
„ჩვენ ვქმნით ახალ სამხედრო ნაწილებს. ჩვენი შემდეგი ქმედებები დამოკიდებული იქნება მათ საბრძოლო მზადყოფნაზე. ამიტომ, დასავლეთის დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განუცხადა CNN-ს გაერთიანებული ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა სერხი ნაიევმა.
უკრაინის თხოვნებს შორის მთავარია Leopard 2 ტიპის ტანკები, რომელიც NATO-ს ბევრ ქვეყანას ემსახურება.
„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ქვეყანას აქვს შეზღუდვები, მაგრამ რაც უფრო გვიანდება მძიმე შიარაღების მოწოდება, მით უფრო მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე გვეღუპება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა CNN-თან.
RUSI-ს მკვლევრის ჯეკ უოტლინგის განცხადებით, Leopard 2 არის თანამედროვე, კარგად დაცული მთავარი საბრძოლო ტანკი, რომლის შენარჩუნება ომში უფრო მარტივია, ვიდრე NATO-ს ზოგიერთი სხვა აღჭურვილობა, მაგალითად, როგორიცაა Challenger 2.