მაროკო უკრაინაში საბჭოთა წარმოების ტანკებს გზავნის - მედია

მაროკომ უკრაინას T-72B ტიპის საბრძოლო ტანკები მიჰყიდა, იტყობინება საინფორმაციო საიტი Menadefense. მისივე ინფორმაციით, ტანკები ჩეხეთის რესპუბლიკაში განახლდა. ამ ტანკებიდან დაახლოებით 20 ერთეული, ერთი კვირის წინ, უკრაინის ფრონტზე გაგზავნეს, იტყობინება Menadefense.

მთლიანობაში, მაროკოს 136 T-72B ტიპის ტანკი აქვს,  რომლებიც მან ორი ათეული წლის წინ, ბელორუსისგან იყიდა.