რუსული მედის ცნობით, ნოვგოროდის რაიონის სოფელ იაშჩეროვოში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეზიდენციიდან ექვს კილომეტრში სავარაუდოდ, Pantsir-S1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო და იარაღის სისტემა დამონტაჟდა.
ამის შესახებ „აგენტსტვო“ ქალაქ ვალდაის მკვიდრის მიერ მოწოდებულ ფოტოზე დაყრდნობით იუწყება.
ფოტოს ავტორის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემა რამდენიმე კვირის წინ დამონტაჟდა.
იასჩეროვოსა და მიმდებარე სოფლების სხვა მცხოვრებებმა სააგენტოს დაუდასტურეს, რომ სოფელში დამონტაჟდა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ კომპლექსი საბრძოლო მზადყოოფნაშია, სარადარო სისტემა ბრუნავს და იქ, სულ მცრე სამი სამხედრო მოსამსახურე ყოველთვის იმყოფება.
საგულისხმოა, რომ იასჩეროვოს მახლობლად არ არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ობიექტები, დიდი საწარმოები ან სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის დიდი კონცენტრაცია.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც კრემლში, პუტინის რეზიდენციიდან ექვს კილომეტრში, Pantsir-S1-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის განთავსებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საჰაერო თავდაცვის სისტემები მოსკოვში, კრემლთან ახლოს განათავსეს.