უკრაინაზე შონ პენის ფილმის პრემიერა ბერლინში შედგება

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი თებერვალში ბერლინის კინოფესტივალზე (ბერლინალე) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით, უკრაინაში ომზე დოკუმენტურ ფილმს წარადგენს. აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

გერმანიის დედაქალაქში 73-ე ყოველწლიური კინოფესტივალი 16-26 თებერვალს გაიმართება.

პენის ფილმი „სუპერძალა“ უკრაინის ომის შესახებ რამდენიმე სხვა ფილმთან ერთად გარე კონკურსის პროგრამის ფარგლებში იქნება ნაჩვენები.

შონ პენი პირველად კიევს გასული წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის დღეს ეწვია. მას შემდეგ მსახიობი რამდენჯერმე გაემგზავრა კიევში და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ნოემბერში პენმა უკრაინაში ოსკარის ქანდაკება ჩამოიტანა, რომელიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ომის დასრულებამდე დარჩება.

„გმადლობთ ასეთი გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის უკრაინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში“, -უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შონ პენს.