უკრაინის ხუთ ოლქში გუბერნატორები თანამდებობებს ტოვებენ

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი უკრაინის ხუთი ოლქის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, სუმისა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გათავისუფლებას დაეთანხმა.

თანამდებობას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო, ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება, სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი ტოვებენ.

უფრო ადრე ცნობილი გახდა თავდაცვის მინისტრისა და გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.