თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნო, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას.
ამის შესახებ ABC News უკრაინელ მხარეზე დაყრდნობით წერს.
ABC News-ის ცნობით, შეთანხმებები რამშტაინის სამიტზე გაფორმდა.
20 იანვარს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვდნენ.
მინისტრებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილეს.
ეს რამშტეინის რიგით მერვე სამიტი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.