შეერთებული შტატები უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებას ზრდის. ჭურვების წარმოება, რომლებიც კიევს ძალიან სჭირდება თვეში 90 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
„პენტაგონის მიზანია, საარტილერიო ჭურვების წარმოება ორი წლის განმავლობაში 500 პროცენტით გაზარდოს“, - ნათქვამია სტატიაში.
არმიის ანგარიშის თანახმად, მიმდინარეობს ქარხნების გაფართოება და ახალი მწარმოებლების შემოყვანა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის "ყველაზე აგრესიული" განახლების ნაწილია.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, აშშ-ს არმია აწარმოებდა თვეში 14 400 უმართავ რაკეტას, მაგრამ კიევის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდების გამო, პენტაგონმა სექტემბერში წარმოების სამიზნეები სამჯერ გაზარდა, ხოლო 2023 წლის იანვარში გააორმაგა, რათა საბოლოოდ თვეში 90 000 ან მეტი ჭურვი დაემზადებინათ.
„არმიის გადაწყვეტილება საარტილერიო წარმოების გაფართოებაზე,აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინის მხარდაჭერას ხანგრძლივი ომის შემთხვევაში“,- წერს The New York Times.