უკრაინამ რუმინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა განაახლა

პირველი მატარებელი, რომელიც უკრაინას რუმინეთთან დააკავშირებს, დაახლოებით 17-წლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედდა, იტყობინება უკრაინული Unian-ი.

უკრაინამ 20 კმ მოცულობის ლიანდაგის შეკეთება 2022 წლის აგვისტოში, რუმინეთის რკინიგზამ კი, დარჩენილი მონაკვეთი ექვსი თვის განმავლობაში დაასრულა. უკრაინამ ასევე შეიძინა ახალი მატარებლები, რომლებიც ომის ფონზე აწარმოეს.

პირველი სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა „რახივი - დელოოე - ვალეა-ვიშეულუის“ მონაკვეთზე განხორციელდა.

„მატარებლის ჩამოსვლისა და გამგზავრების განრიგი „რუმინეთის რკინიგზის“ მატარებლების განრიგზეა მორგებული. ამრიგად, „ვალეა ვიშეულუის“ სადგურზე ჩამოსულ მგზავრებს შეუძლიათ, ბუქარესტისა და კლუჟის სადგურებზე მიმავალ სხვა მიმართულებებზე გადაინაცვლონ", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. 

შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან სარკინიგზო კავშირის აღდგენის მიზნით, „უკრაინის რკინგზამ“ 2022 წლის განმავლობაში „რახივი-დელოვოე-ვალეა-ვიშეულუის“ მონაკვეთზე 19,2 კილომეტრიანი ლიანდაგები და 12 ხიდი შეაკეთა, ასევე გარემონტდა „რახივის რკინიგზის“ სადგური, რომელიც 2011 წლიდან არ ფუნქციონირებდა.

გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა რუმინეთთან საზღვარზე კიდევ ერთი მონაკვეთის შეკეთება, რომელიც დაახლოებით, 2007 წლიდან არ ფუნქციონირებდა.