უცხოური მედია: 24 თებერვლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 574 რუსი დიპლომატი გააძევეს

24 თებერვლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 574 რუსი დიპლომატი გააძევეს.

უცხოური გამოცემა TASS-ი წერს, რომ ბულგარეთმა ყველაზე მეტი -83 რუსი დიპლომატი გააძევა, 45 დიპლომატი გააძევეს პოლონეთიდან, 40 - გერმანიიდან, 35 - სლოვაკეთიდან, 35 - საფრანგეთიდან, 33 - სლოვენიიდან, 30 - იტალიიდან, 28 - შეერთებული შტატებიდან.

„მთლიანობაში, რუსი დიპლომატების წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯები ევროპის 29 ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადადგეს“, - წერს TASS-ი.

გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატების ყველაზე მასშტაბური გაძევება 2022 წლის ივნისში განხორციელდა, როდესაც ბულგარეთიდან 70 დიპლომატი გააძევეს.