საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს ჯეიმს კლევერლის შეხვდა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეები მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს გაერთიანებულ სამეფოში და აღნიშნეს უორდროპის ფორმატის მნიშვნელობა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი თემები, აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა და განვიხილეთ თანამშრომლობის კიდევ უფრო დაახლოების გზები“, - წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.