ყაზახეთში, 2023 წლის 27 იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელის თანამადაც ემიგრანტებისთვის რესპუბლიკაში შესვლისა და ყოფნის წესები მკაცრდება.
ამიერიდან ყაზახეთში ჩასულ ემიგრანტები, ვიზის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დღიდან ქვეყანაში დარჩენას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეძლებენ.
ამასთან, მათი ყოფნის ჯამური ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყაზახეთში ყოფნის ვადაა 90 კალენდარული დღით განისაზღვრა, ყოველი 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
„აქამდე გასვლისა და შესვლის საკითხი არ იყო მოწესრიგებული და უცხოელებს შეეძლოთ 1-2 დღით გასვლა და ისევ ყაზახეთში დაბრუნება. ამიერიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამის გაკეთება მხოლოდ 180 დღის შემდეგ შეეძლებათ. ამავდროულად, დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ემიგრანტებზე, რომლებმაც მიიღეს დროებითი ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში ვიზით შემოვიდნენ“, - წერს მედია.