რუსეთის რეგულარული არმიის ძალები, სავარაუდოდ, Wagner Group-ის დანაყოფებს ჩაანაცვლებენ, რათა ბახმუტში შეტევა შეინარჩუნონ. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ISW წერს.
20 იანვარს გამოქვეყნებული კადრები მიუთითებს იმაზე, რომ ბახმუტის გარშემო რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალები მოქმედებენ, რომლის კონტროლიც მანამდე ექსკლუზიურად „ვაგნერზე“ ვრცელდებოდა.
„ვაგნერი“ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა დააარსა.