აშშ Google-ს სარეკლამო ბაზარზე კონკურენტების განდევნაში სდებს ბრალს. ამის შესახებ BBC წერს.
„ანტიკონკურენტულმა ქმედებებმა „შეასუსტა, თუ არ გაანადგურა კონკურენცია სარეკლამო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ.
მისი თქმით, Google-ის ანტიკონკურენტული ქცევა ვრცელდებოდა სამ ძირითად სფეროზე: ის აკონტროლებს ტექნოლოგიას, რომელსაც იყენებს ვებგვერდების თითქმის ყველა ძირითადი გამომცემელი, რათა შესთავაზონ სარეკლამო სივრცე გასაყიდად.
ის აკონტროლებს წამყვან ინსტრუმენტს, რომელსაც რეკლამის განმთავსებლები იყენებენ სარეკლამო სივრცის შესაძენად. ის ყველაზე დიდ სარეკლამო ბირჟას აკონტროლებს
BBC-სთვის მიცემულ კომენტარში Google-ის წარმომადგენელმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
ბაზრის კვლევის ფირმა Insider Intelligence-ის თანახმად, Google ბაზრის ლიდერია, მაგრამ მისი წილი აშშ-ის ციფრული რეკლამის მთლიანი შემოსავლიდან 2016 წელს 36.7%-დან 2022 წელს 28.8%-მდე დაეცა.