თეგი: Google
ცნობილია, რას ეძებდნენ 2022 წელს მომხმარებლები Google-ში ყველაზე ხშირად
Google-მა საძიებო მოთხოვნების ყოველწლიური რეიტინგის Year in Search-ის შედეგები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2022 წელს სერვისის მომხმარებლები საძიებო ზოლში ყველაზე ხშირად წერდნენ სიტყვა Wordle-ს, რომელიც ონლაინ თამაშის სახელია. მიმდინარე წლის მთავარმა მოვლენამ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა Google-ის რეიტინგზეც იმოქმედა. თუმცა 2022 წლის ათი ყველაზე გავრცელებული მოთხოვნადან შვიდი Wordle-ის პასუხებია, მათ შორის ხუთასოიანი ინგლისური სიტყვები, როგორიცაა "cacao", "homer", "canny", "foray", "trove", "saute" და "tacit". ასევე Ukraine არის მესამე სიტყვა, რომელიც პოპულარული გახდა Google-ს საძიებო სისტემაში. ხოლო იმ ადამიანების სიაში, ვისაც Google-ს სისტემაში ყველაზე ხშირად ეძებენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეოთხე ადგილი დაიკავა. 2022 წელს უკრაინაში ყველაზე პოპულარული საძიებო ტერმინი იყო „საჰაერო განგაშის რუკა“. მსოფლიო ახალი ამბების რეიტინგში, რომლითაც ყველაზე მეტად Google-ის მომხმარებლები დაინტერესდნენ, პირველ ადგილზე უკრაინა იყო, მეორეზე - ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის გარდაცვალება. ამ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა საძიებო შეკითხვამ „election results“ (არჩევნების შედეგები), მეოთხე „Powerball numbers“ (Powerball numbers, ანუ ამერიკული ლატარიის შედეგები) და მეხუთე - მაიმუნის ყვავილმა (monkeypox, ახლახან. ეწოდა mpox WHO). იმ ადამიანების სიაში, ვისაც Google-ს სისტემაში ხშირად ეძებენ, ყველაზე პოპულარული მასხიობი ჯონი დეპი იყო. 2022 წლის ზაფხულში ის სიის სათავეში, ყოფილ მეუღლესთან ამბერ ჰერდის სკანდალურ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მოექცა. მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მსახიობი უილ სმიტი იყო, რომელიც რეიტინგში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დროს მომხდარი სკანდალის გამო მოხვდა. ის ცერემონიის დროს პირდაპირ ეთერში, კომიკოს კრის როკს , თავის ცოლზე ცუდი ხუმრობის გამო ფიზიურად გაუსწორდა.
Google-ს სასამართლომ არასწორი ინფორმაციის წაშლა დაავალა
ევროპის უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ Google-მა უნდა წაშალოს ყველა მონაცემი, რომელიც მომხმარებლების მიერ დადასტურდა, როგორც ყალბი. საძიებო სისტემის ოპერატორმა უნდა გააუქმოს მითითებულ შინაარსში ნაპოვნი ინფორმაცია, სადაც პირი ითხოვს მის წაშლას და ადასტურებს, რომ ასეთი ინფორმაცია აშკარად არაზუსტია. გადაწყვეტილება კონკრეტულ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული, როდესაც საინვესტიციო კომპანიების ჯგუფის ორმა მენეჯერმა ითხოვა Google-სგან, რომ კონკრეტული ძიების შედეგები გაეუქმებინა. ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ ეს სტატიები შეიცავს არაზუსტ განცხადებებს და ასევე მოითხოვს შესაბამისი ფოტოების წაშლასაც. თუმცა Google-მა უარი განაცხადა ამ თხოვნის შესრულებაზე, რადგან „არ იცოდა, ამ სტატიებში მოცემული ინფორმაცია ზუსტი იყო თუ არა“.
აშშ Google-ს სარეკლამო ბაზარზე კონკურენტების განდევნაში ადანაშაულებს
აშშ Google-ს სარეკლამო ბაზარზე კონკურენტების განდევნაში სდებს ბრალს. ამის შესახებ BBC წერს. „ანტიკონკურენტულმა ქმედებებმა „შეასუსტა, თუ არ გაანადგურა კონკურენცია სარეკლამო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ. მისი თქმით, Google-ის ანტიკონკურენტული ქცევა ვრცელდებოდა სამ ძირითად სფეროზე: ის აკონტროლებს ტექნოლოგიას, რომელსაც იყენებს ვებგვერდების თითქმის ყველა ძირითადი გამომცემელი, რათა შესთავაზონ სარეკლამო სივრცე გასაყიდად. ის აკონტროლებს წამყვან ინსტრუმენტს, რომელსაც რეკლამის განმთავსებლები იყენებენ სარეკლამო სივრცის შესაძენად. ის ყველაზე დიდ სარეკლამო ბირჟას აკონტროლებს BBC-სთვის მიცემულ კომენტარში Google-ის წარმომადგენელმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. ბაზრის კვლევის ფირმა Insider Intelligence-ის თანახმად, Google ბაზრის ლიდერია, მაგრამ მისი წილი აშშ-ის ციფრული რეკლამის მთლიანი შემოსავლიდან 2016 წელს 36.7%-დან 2022 წელს 28.8%-მდე დაეცა.
უკრაინა „კეისრის“ ტიპის 19 ჰაუბიცას მიიღებს - დანიის თავდაცვის სამინისტრო
უახლოეს კვირებში უკრაინა ფრანგული წარმოების 19 თვითმავალ საარტილერიო სისტემა „Caesar-ს“ მიიღებს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, იუწყება The Guardian-ი. სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტროელს ლუნდ პულსენი დღეს ესტუმრა უკრაინელ ახალწვეულთა ბოლო ჯგუფს, რომლებიც სწავლებას გადიან დანიაში. მთლიანობაში, დანიამ უკრაინას 6,2 მილიარდი დანიური კრონის მხარდაჭერა გაუწია. ამ ზაფხულისთვის უკრაინა დანიისგან Leopard 1-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკების მიღებას დაიწყებს.
მსოფლიოში მეთანის დონეზე მონაცემებს სატელიტური პროექტი შეაგროვებს
ტექნოლოგიური გიგანტი Google შეუერთდა სატელიტურ პროექტს, რომელიც მთელ მსოფლიოში მეთანის დონის შესახებ მონაცემებს შეაგროვებს. პროექტი მარტში დაიწყება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მეთანი გლობალური დათბობის მთავარი „კონტრუბუტორია“, რადგან სითბოს ინარჩუნებს. მეთანის დიდი წილი მეურნეობისა და ნარჩენების განადგურების შედეგად იწარმოება, მაგრამ Google-ის პროექტი ნავთობისა და გაზის ქარხნებში მეთანის ემისიებზე იქნება ფოკუსირებული. ფირმები, რომლებიც ნავთობს და გაზს იღებენ, რეგულარულად წვავენ მეთანს. თანამგზავრების მიერ დაფიქსირებული მონაცემები, ტექნოლოგიური გიგანტის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით დამუშავდება და მეთანის რუკის შესაქმნელად გამოიყენება, რომელიც მიზნად ისახავს მეთანის გაჟონვის იდენტიფიცირებას ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე, მთელ მსოფლიოში. როგორც Google-მა განაცხადა, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მისი პროექტი „არსებულ ინსტრუმენტებს შორის ხარვეზებს შეავსებს.“ როგორც BBC წერს, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, მეთანის დონე შემაშფოთებლად მაღალი რჩება. ნასა ამბობს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში მეთანის დონე გაორმაგდა და რომ მისი 60% ადამიანის აქტივობით არის შექმნილი. ამ პროცესში მთავარი წვლილი შეაქვს პირუტყვს: კონკრეტულად - ძროხებს. 2020 წელს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ ძროხას ყოველწლიურად, 154-264 ფუნტი მეთანის გაზის წარმოება შეუძლია.